თათია შარანგიას ახალი გატაცება

თათია შარანგიას ახალი გატაცება

"ის ყოველთვის ინტერესდება ჭორებით, ინტრიგებით, საიდუმლოებებით... მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებაა.

ნაკლებად ახასიათებს ნოსტალგია წარსულის გამო. მერყევი ხასიათი მას საიდუმლოს შენახვის უნარს ნაკლებად ანიჭებს. თუ გინდა, რაიმე ახალი ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო, მას "საიდუმლოდ" უნდა გაუმხილო", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი პიანისტ თათია შარანგიას ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ მაქვს წაკითხული და მგონია, რომ დღეს ასტროლოგებს ბევრ რამეში დავეთანხმები.

- გველის წელში დაბადებული ტყუპი გაორებულობით გამოირჩევა. შენს შემთხვევაშიც ასეა?

- ნამდვილად ასეა და ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგია. ცოტათი რთული ჰოროსკოპი მაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო. ტყუპთან ურთიერთობა მიყვარს, მათი კარგად მესმის. გაორება ჩვენი ხასიათის ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს პროფესიაში გარკვეულწილად, მეხმარება კიდეც. ჩემი საყვარელი კომპოზიტორი - შუმანი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული. მის ნაწარმოებებში ორი ხასიათი იგრძნობა. გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს და ხშირად მაქვს ბრძოლა საკუთარ თავთან.

- "მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებაა".

- ცნობისმოყვარეობით არ გამოვირჩევი. თუმცა, სურვილი მაქვს მუდამ რაღაც ახალი ვისწავლო, ინტერესის ახალი სფეროები მიჩნდება. აი, სხვისი ცხოვრების დეტალებით ნამდვილად არ ვინტერესდები.

- "ერთ ადგილას დიდი ხნით დაყოვნება მისთვის ყველაზე მტანჯველი და აუტანელი მდგომარეობაა".

- ნამდვილად ასეა! ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთ ადგილზე ფიზიკურად გაჩერებას. ზოგადად ერთფეროვნებაა მოსაბეზრებელი.

- "რამდენიმე საქმის ერთდ­რო­ულად და რაც მთავარია, წარმატებით კეთების ჩვევა მისთვის უცხო ხილი არ არის".

- ჩვევად მაქვს: დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. რაც შეეხება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას - სხვაგვარად არ შემიძლია. ბედნიერი ვარ, როცა ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ ან მაქვს ახალი ჰობი, გატაცება...

- ახლა რით ხარ გატაცებული?

- ახლა პროფესიულად ძალიან დაკავებული ვარ. მომავალი წლისთვის დაგეგმილი მაქვს არაერთი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამისთვის ვემზადები. ვისწავლე პიარი და გატაცებული ვარ ფსიქოლოგიით. ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა და შესაძლოა, საფუძვლიანადაც შევისწავლო. კულინარიითაც დავინტერესდი, არადა, მეგონა, ეს არასდროს მოხდებოდა.

- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად, რომელი თვისება არ მოგწონს?

- ის, რომ მაქვს გაორებული ხასიათი, მახასიათებს მერყეობა, გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. ჩემში ხომ ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთი გაცილებით ლაღია, მეორეს ცოტათი მძიმე ხასიათი აქვს.

- "ტყუპის ხასიათის ყველაზე ნეგატიური თვისება არაპუნქტუალურობაა. ის "ქრონიკული დაგვიანების" სინდრომითაა დაავადებული".

- ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ თვისებასაც ვებრძვი.

- "ნაკლებად ახასიათებს ნოსტალგია წარსულის გამო და არც იქ დატოვებულ ადამიანებზე ფიქრობს დიდხანს".  წაიკითხეთ სრულად

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს