ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან

ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან

კლაუდია ოჩოა ფელიქსი

ფელიქსი კონკრეტულ წრეებში ძალიან ცნობილი ქალბატონია. 2014 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ის გახდა მექსიკური ბანდის Los Ántrax-ს ხელმძღვანელი, რომელსაც მასიურ მკვლელობებში მიუძღვის ბრალი. ფელიქსმა ეს პოსტი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ბოიფრენდი და ამ ორგანიზაციის ლიდერი დაიჭირეს.

სანდრა ავილა ბელტრანი

როდესაც ბელტრანი მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი გახდა, ფსევდონიმად წყნარი ოკეანის დედოფალი დაირქვა. ორჯერ იყო გათხოვილი და ორივე ჯერზე პოლიციელებზე, რომლებიც სამსახურიდან ნარკობიზნესში წამოვიდნენ. ორივე მათგანი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. 2002 წელს მისი შვილი მოიტაცეს და გამოსასყიდად 5 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც პოლიციამ ცალკე გამოძიება წამოიწყო. 2007 წელს მას ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის და ნარკოტიკების წარმოებისთვის დაედო ბრალი. სანდრა ამჟამად ციხეში იხდის სასჯელს.

ჯუდი მორანი

ჯუდი ავსტრალიაში ცნობილი კრიმინალური საგვარეულოს ლიდერია. მორანების ოჯახმა სახელი გაითქვა ნარკოვაჭრობით. 1982 წელს ჯუდის მეუღლე დაცხილეს, 2000 წელს კი შვილი მოუკლეს. 2009 წელს მეორე შვილი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამავე წელს დააკავეს ჯუდი და სანამ სასამართლო მიმდინარეობდა, უცნობმა პირებმა მისი სახლი გადაწვეს, ქალბატონს 26-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ტელმა რაიტი

ტელმა რაიტის მეუღლე ფილადელფიაში ნარკობიზნესის საქმეში დიდი ფიგურა იყო. ის 1989 წელს მოკლეს, რის შემდეგაც ტელმა ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს და ნარკოკარტელის ახალი ლიდერი გახდა. 1991 წელს ტელმა კინაღამ ჩაცხრილეს, რის შემდეგაც ქალმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაეტოვებინა ნარკოვაჭრობა.

მარია ლეონი

მარია ლეონის სერიოზული კრიმინალური ცხოვრება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 13 შვილის დედა იყო. მარია ბანდის უფროსი იყო, რომელიც ნარკოტიკების გადატანით, შეკვეთილი მკვლელობებით და ადამიანებით ვაჭრობით იყო დაკავებული. ამასთან, მას მხარს უჭერდა მექსიკური მაფია, რამაც ის ლოს ანჯელესის ყველაზე სახიფათო განგსტერად აქცია. 2008 წელს მარიას შვილი პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა. ამ დროს ქალი უკვე მექსიკაში იყო და ამერიკაში მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, შვილის დასაფლავებაზე ჩუმად ჩამოსვლა მოისურვა. პოლიცია თვალყურს ადევნებდა მისი ბანდის წევრების აქტივობას და მარიაც მარტივად აიყვანეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს