ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"ხმები, საკუთარ კაბინეტში ბაჩო ახალაიას რომ დაეთვალა, ოპოზიციაში მყოფი თინა ხიდაშელი რას იზამდა? რას და აქციას, აქციაზე ჩაატარებდა ვინ ეკითხება ახალაიას არჩევნების ჩატარებასო. მიხედოს თავის საქმეს და უწყებასო! თინა რომ ითვლის ხმებს რატომ მოსულა? იმიტომ რომ არჩევნები მოენატრა?
ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ ჩვენ! სამართლიანი რომ იყოს თინა, მისივე დადებული სტატუსის შემდეგ, რომელსაც ფოტოებიც ახლავს, გააუქმებდა არჩევნების შედეგებს.
არ აქვს მნიშვნელობა რა ქვია ადამიანს, რომელიც არჩევნებს იგებს. მოიგო ინაშვილმა? არ უნდა გაუყალბონ ინაშვილს! თავდაცვის მინისტრის ასეთი ჩართულობა მაფიქრებინებს, რომ დაჩაგრეს მოგებული.
ჩვენ ამბავს გავს ეს. რუსთავი 2-ის დახურვა თუ გამოუვათ სხვებს რომ მიადგებიან. არ დაიცავს ყველა ინაშვილს? 2016 წლის არჩევნებში ყველას ისე მოექცევიან, როგორც მას!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
იხილეთ ასევე: "ჩემი ხელით შემაქვს ოქმები, არავის ვენდობი" -თავდაცვის მინისტრი ხმების დათვლაში უშუალოდ მონაწილეობს