სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისის მერია მილიონ 700 ათას ლარიან სკანდალში ეხვევა
თბილისის მერია მილიონ 700 ათას ლარიან სკანდალში ეხვევა

დე­და­ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა - თბი­ლი­სის მე­რი­ამ ახა­ლი, 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტი უგუ­ლა­ვა­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრო­ცე­სის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი მოწ­მის, გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძის კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ას, ასე­ვე უკონ­კურ­სოდ, პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით გა­უ­ფორ­მა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "პოსტსკრიპ­ტუ­მი" ავ­რცე­ლებს.

საქ­მე დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლოს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის ახალ გა­ნა­თე­ბას ეხე­ბა. შპს გრა­ტო ლა­ი­თი, რო­მელ­თა­ნაც კონ­ტრაქ­ტია გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ამა წლის მა­ის­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და 50 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი სწო­რედ გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძეს ეკუთ­ვნის. შემ­ყიდ­ვე­ლი მე­რი­ის კუთ­ვნი­ლი შპს სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქია, რო­მელ­მაც პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის ნე­ბარ­თვა პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვილს 7 ოქ­ტომ­ბერს სთხო­ვა, უკვე 9 ოქ­ტომ­ბერს კი მი­ქე­ლა­ძის კომ­პა­ნი­ას­თან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ხარ­ჯვას მოწ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის პროგ­რა­მას უწო­დებს.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­თან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კავ­შირს კვლა­ვაც გა­მო­რი­ცხავს და გან­მარ­ტავს, რომ შპს გრა­ტო ლა­ი­თი უბ­რა­ლოდ იტა­ლი­უ­რი გრი­ვე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­ვად სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის დი­რექ­ტო­რი კი აცხა­დებს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბამ­დე ფას­თა გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და და ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბიც სწო­რედ ამა წლის მა­ის­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა გრა­ტო ლა­ით­მა წარ­მო­ად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისის მერია მილიონ 700 ათას ლარიან სკანდალში ეხვევა

თბილისის მერია მილიონ 700 ათას ლარიან სკანდალში ეხვევა

დედაქალაქის ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა - თბილისის მერიამ ახალი, 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი უგულავასა და მერაბიშვილის პროცესის კიდევ ერთი მთავარი მოწმის, გიორგი მიქელაძის კუთვნილ კომპანიას, ასევე უკონკურსოდ, პირდაპირი შესყიდვის გზით გაუფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს.

საქმე დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოს, სატელევიზიო ანძის ახალ განათებას ეხება. შპს გრატო ლაითი, რომელთანაც კონტრაქტია გაფორმებული, ამა წლის მაისშია დაფუძნებული და 50 პროცენტიანი წილი სწორედ გიორგი მიქელაძეს ეკუთვნის. შემყიდველი მერიის კუთვნილი შპს სინათლის ქალაქია, რომელმაც პირდაპირი შესყიდვის ნებართვა პრემიერ ღარიბაშვილს 7 ოქტომბერს სთხოვა, უკვე 9 ოქტომბერს კი მიქელაძის კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხარჯვას მოწმეების წახალისების პროგრამას უწოდებს.

დედაქალაქის მერი სასამართლო პროცესებთან გამარჯვებული კომპანიების კავშირს კვლავაც გამორიცხავს და განმარტავს, რომ შპს გრატო ლაითი უბრალოდ იტალიური გრივენის წარმომადგენელია საქართველოში.

თავად სინათლის ქალაქის დირექტორი კი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ფასთა გამოკითხვა ჩატარდა და ყველაზე მისაღები პირობებიც სწორედ ამა წლის მაისში დაფუძნებულმა გრატო ლაითმა წარმოადგინა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია