"წარმოვიდგინოთ, რომ ვრთავთ ტელევიზორს და არსად გვესმის ხელისუფლების დაუნდობელი, თუნდაც მიკერძოებული კრიტიკა" - თამარ გურჩიანი

"წარმოვიდგინოთ, რომ ვრთავთ ტელევიზორს და არსად გვესმის ხელისუფლების დაუნდობელი, თუნდაც მიკერძოებული კრიტიკა" - თამარ გურჩიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი საზოგადოებას "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს. მისი თქმით, სწორია, როდესაც ხელისუფლებას მედიის ეშინია:

"ზუსტად ისეთი მედია სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, რომლისაც ასე ეშინია ხელისუფლებას, მაგრამ როცა გეშინია, ამდენს ხომ ვერ ხვდები?!

თუ ვინმე მაგალითად დედაჩემივით დაიღალა რუსთავი 2-თან დაკავშირებული ამბებით, იგივე კითხვებს დაგისვამთ, რაც მას დღეს დილით დავუსვი:

1. წარმოვიდგინოთ, რომ ვრთავთ ტელევიზორს და არსად გვესმით ხელისუფლების დაუნდობელი, თუნდაც მიკერძოებული კრიტიკა, მოგეწონებოდათ (სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პერსპექტივა)?

2. თუ ვიცით ვის აღიზიანებს კრიტიკა რატომ ვერ ვხვდებით, ვის აქვს კონტროლის სურვილი (ანუ, ცალსახად ხელისუფლება, მიუხედავად "კერძო დავისა")?

3. ხელისუფლება თუ ენმ-ს მეთოდებით (უკანონო მოსმენები და შეთითხნილი ბრალდებები) გვარწმუნებს, რომ ის ენმ-ზე უკეთესია, სულ ცოტათი მაინც არ გრძნობთ სიტუაციის აბსურდულობას?" - წერს გურჩიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს