ბიძინა ივანიშვილი - ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში

ბიძინა ივანიშვილი - ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში

ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა და განმარტა, რას გულისხმობს იძულებით დაბრუნების ფორმაში - "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად ინგა გრიგოლია, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.

ივანიშვილმა ეს განცხადება თოქ-შოუების დახურვის თემის კომენტირებისას და ინგა გრიგოლიას იმ ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამაში ექსპრემიერი ჩართულია.

ივანიშვილის თქმით, ჰქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან საქართველოში და მანაც გამოთქვა აზრი თოქ-შოუების დახურვაზე, ამ კონტექსტშიც GDS-ს ახსენა, რაც ძალიან გასაკვირია, ვინაიდან, ივანიშვილის თქმით, GDS-ზე თოქ-შოუ ორ კვირაში განახლდება.

"იმედის ხელმძღვანელობაც ამბობს, რომ ახალი პროექტი მუშავდება, ეს არის ნორმალური პროცესი. ინგა გრიგოლია ცდილობს, რომ ეს მე მომაწეროს, თითქოს მას ვებრძვი. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი ობიექტური არაა, გარდა იმისა, რომ მე მართლაც შეიძლება, თავის დროზე, ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მას შემდეგ, ივანიშვილი რაც პოლიტიკაში მოვიდა, მან ამხილა როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ისე "ახალი მემარჯვენეები" და "ლეიბორისტული პარტია", რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობაზე" ცუდად ექცეოდნენ საკუთარ საზოგადოებას და მათთან კვადრატში აყვანილი პრეტენზიები არსებობდა.

"გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი პარლამენტში და საუბედუროდ, თუ საბედნიეროდ მისთვის, ჩემი აზრით კი საბედნიეროდ მთელი საზოგადოებისთვის, ჩემი მოსვლით პოლიტიკაში საქართველოში სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. გრიგოლიას ალბათ აქვს გაღიზიანება. პრინციპში, მე ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში იმ ფორმით, რომ "ქრისიტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" 1%-იც ვერ აიღო და შესაბამისად, ინგა გრიგოლია ვერ მოხვდა პარლამენტში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იმ საკითხის კომენტირებისას, რომ ინგა გრიგოლიამ თავად მოხსნა კანდიდატურა არჩევნებში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვს და თუ ასეა, გრიგოლიას ეყო ჭკუა, ეს გაეკეთებინა, ვინაიდან "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში ფიასკო განიცადა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."