სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს
"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

2012 წელს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი აჩ­ვე­ნეს. ეს გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და­კი­თხვის ოქ­მი­დან ჩანს, სა­დაც ირმა ინაშ­ვი­ლი გა­მომ­ძებ­ლის კი­თხვა­ზე - "რა­ტომ არ გა­უშ­ვეს სრუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა" პა­სუ­ხობს:

"ჩვენ ამოვკრი­ბეთ ის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც წა­მე­ბას და სა­დიზმს ჰქონ­და ად­გი­ლი და­ნარ­ჩე­ნი მა­სა­ლა, სა­დაც არის დი­ა­ლო­გე­ბი და სხვა კად­რე­ბი, ჩავ­თვა­ლეთ, რომ არ იყო სა­ინ­ტე­რე­სო", - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა და­კი­თხვა­ზე.

რე­ა­ლუ­რად კი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ეთერ­ში მა­შინ არ მოხ­ვდა, "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის" წამ­ყვა­ნის, ეკა კვე­სი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო ბე­დუ­კა­ძის მხრი­დან პა­ტიმ­რებ­ზე ზე­წო­ლა­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ასა­ხავს.

"რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ კად­რებ­ში ის­მის ხმე­ბი, რო­გორ დას­ცი­ნის ბე­დუ­კა­ძე პა­ტიმ­რებს, რო­გორ ითხოვს, ის ხელ­კეტს. ასე­ვე ვი­დე­ო­ფირ­ში გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი ამ­ბობს, რომ მან იცის, რომ ბე­დუ­კა­ძემ ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა ITV-სთან სა­უბ­რის დროს კი ერთი პირი ამ­ბობს, რომ ბე­დუ­კა­ძე ერთ-ერთი "ჯა­ლა­თი" იყო, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და გა­იქ­ცა.

ბე­დუ­კა­ძე წლე­ბის წინ ამ­ბობ­და, რომ მას არ უძა­ლა­დია პა­ტიმ­რებ­ზე და თუ დად­გინ­დე­ბო­და მისი კავ­ში­რი ამ საქ­მეს­თან მზად იყო ეგო პა­სუ­ხი მომ­ხდარ­ზე, თუმ­ცა ბე­დუ­კა­ძე არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ.

გარ­და ამი­სა, "რუს­თა­ვი 2"-მა სკან­და­ლუ­რი facebook-მი­მო­წე­რა მო­ი­პო­ვა. ერ­თმა­ნეთს ყო­ფი­ლი ობი­ექ­ტი­ვის ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვა, რო­მე­ლიც ახლა ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია და ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე ესა­უბ­რე­ბი­ან.

"გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­სუ­ლი მა­სა­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­უ­ბა­რი მას შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ბე­დუ­კა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და მისი ოჯა­ხიც თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და. მი­მო­წე­რა­ში სა­უ­ბა­რია ფულ­ზე, რო­მელ­საც ბე­დუ­კა­ძე ითხოვ­და და უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო იმით, რომ მისი პი­რო­ბე­ბი არ შეს­რულ­და და ირმა ინაშ­ვილ­თან სა­უ­ბარს ითხოვ­და.

ბე­დუ­კა­ძეც და ნინო ჯღარ­კა­ვაც რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ფულს, რო­მე­ლიც ახლა უკვე ყო­ფილ პრე­მი­ერს კად­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ უნდა გა­და­ე­ხა­და. ჯღარ­კა­ვა წერს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კად­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და ის ამას არ ელო­და, რა­ზეც ბე­დუ­კა­ძე ბრაზ­დე­ბა და წერს, რომ რა­ზეც შე­თან­ხმდე­ნენ ის იყო.

"გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თა­ვად ლადო ბე­დუ­კა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უნი­ჭო­ე­ბი ხართ!

სა­ცო­და­ვე­ბი!

უნი­ჭო პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი, გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი..

სა­ზი­ზღა­რი ბე­დუ­კა­ძე - ცემს, აწა­მებს, დას­ცი­ნის, ხმა ის­მის... ერთი კად­რი მა­ინც და­გე­დოთ ცე­მის, გა­გი­ჭირ­დათ?

გგო­ნი­ათ სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავ ამ სი­ყალ­ბის­თვის?

ამ სამი წლის მან­ძილ­ზე ათას­ნა­ირ პრო­ვო­კა­ტორ, ე.წ. ჟურ­ნა­ლისტს და მათ მსგავს არ­სე­ბას გა­და­ვა­წყდი...

მო­დით, დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ ეს "აქამ­დე უც­ნო­ბი" ვი­დე­ო­მა­სა­ლა...

და­ვი­წოთ, იმით, თუ რო­გორ სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­წა­მებ­დი, ვცემ­დი, ვა­უ­პა­ტი­უ­რებ­დი და ვდგამ­დი ასეთ მა­სა­ლებს..

ცოტა არ იყოს, მე­წყი­ნა, რომ კად­რებ­ში არ­სად ვჩან­ვარ, რო­გორც წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რო­გორ ვუ­ტყამ, ვა­წა­მებ და ვა­უ­პა­ტი­უ­რებ პა­ტიმ­რებს... ის­მის მხო­ლოდ ჩემი ხმა, ან შე­იძ­ლე­ბა არც ჩემი.. წე­სია, მა­ინც მრავ­ლა­ფე­როვ­ნე­ბის­თვის კადრში რა­მე­დე­ნი­მე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმის შე­მო­ყა­ვა­ნა ...

თურ­მე, ნუ იტყვი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან­კა­რა წყა­როს­თვის ჩემი და ქალ­ბა­ტონ ჯღარ­კა­ვას "მი­მო­წე­რა" კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვი­კილ­ქსის­გან" და უკი­დუ­რე­სად (!) სარ­წმუ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მე­უღ­ლის, კვე­სი­ტა­ძის დას­კვნით, თურ­მე ლადო ბე­დუ­კა­ძე, გახ­ლდათ ყვე­ლა ამ დად­გმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ეს სა­ზი­ზღა­რი ბე­დუ­კა­ძე მო­ნა­წი­ლობ­და პა­ტიმ­რე­ბის ცე­მა­ში, წა­მე­ბა­ში და უტეხ­და სა­ხელს უმან­კო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ ერ­თო­ბას"!

აქ ახა­ლი არა­ფე­რი გით­ქვამთ, ეს იგი­ვეა რაც ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის 2012 წლის "დას­კვნა" ე.წ. "ცი­ხის კად­რე­ბის" შე­სა­ხებ - ბე­დუ­კა­ძე თვი­თო­ნაა რე­ჟი­სო­რი, დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც და თუმ­რე,თა­ვად მე-9 არ­ხიც კი, ბე­დუ­კა­ძის ბინ­ძუ­რი ფილ­მის გა­საშ­ვე­ბად შექ­მნი­ლა..

ქალ­ბა­ტონ­მა კვე­სი­ტა­ძემ მრა­ვალ სხვა­თა და სხვა­თა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას მიტ­მას­ნილ ბი­ო­მა­სებ­თან ერ­თად, ბევ­რი იშ­რო­მა, იწ­ვა­ლა, ჭრა, კერა და აწე­ბა ფი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, ამა­ოდ...

პრო­კუ­რა­ტუ­რამ რვა თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­მუ­შა­ვა მთე­ლი ის მა­სა­ლა, რაც შე­ე­ხე­ბო­და ე.წ. ცი­ხის თე­მა­ტი­კას, სრუ­ლი მა­სა­ლა, რაც შე­ე­წხე­ბო­და ე.წ. ცი­ხის კად­რე­ბის საქ­მეს.

მინ­და გა­გაწ­ბი­ლოთ, ჩემო კარ­გე­ბო, ტყუ­ი­ლად გა­ი­სარ­ჯეთ და სი­ხა­რუ­ლით ახორ­ხოზ­დით.. თუმ­ცა, თქვენ, დარ­მუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხომ ბრალ­დე­ბაა, ეს წმინ­და წყლის კო­მუ­ნის­ტუ­რი მე­თო­დი - შენ და­აბ­რა­ლე და მერე იმან თავი იმარ­თლოს...

ბი­ძი­ნა­ზე არ მით­ქვამს, მარ­თლა, მსგავ­სი უწ­მა­წუ­რი რამ, მა­გარმ აი, თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე კი ვი­ტყვი - თქვენ მარ­თლა შიგ ხომ არ გაქვთ?

მე­გობ­რე­ბო გაფრ­თხი­ლებთ - ერ­თმა­ნეთს არ გა­და­უ­ზი­ა­როთ ეს ამ­ბა­ვი, რომ გას­კდეს, ნა­ცხრო­ვა ცი­ხე­ე­ბი­დან თავს არ გა­მოგ­ვა­ყო­ფი­ნებს...

ერთს ვი­ტყვი მხო­ლოდ და­მა­ტე­ბით, რაც არ უნდა სი­ბინ­ძუ­რე წე­როთ, რაც არ უნდა ჭრათ და კე­როთ, ვე­რა­ფერს ვერ და­მაკ­ლებთ :) ამით გი­ნო­დათ ხვალ ხალ­ხის გაყ­ვა­ნა? სა­ცო­და­ვე­ბო!!", - წერს ბე­დუ­კა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე - "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:

"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა, "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა.

ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა.

ბედუკაძე წლების წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ.

გარდა ამისა, "რუსთავი 2"-მა სკანდალური facebook-მიმოწერა მოიპოვა. ერთმანეთს ყოფილი ობიექტივის ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ახლა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია და ვლადიმერ ბედუკაძე ესაუბრებიან.

"განსხვავებულ აქცენტებში" გასული მასალიდან ირკვევა, რომ საუბარი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ბედუკაძემ საქართველო დატოვა და მისი ოჯახიც თურქეთში გადავიდა. მიმოწერაში საუბარია ფულზე, რომელსაც ბედუკაძე ითხოვდა და უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი პირობები არ შესრულდა და ირმა ინაშვილთან საუბარს ითხოვდა.

ბედუკაძეც და ნინო ჯღარკავაც რამდენჯერმე ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს და ფულს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ პრემიერს კადრების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა. ჯღარკავა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი კადრებით უკმაყოფილო იყო და ის ამას არ ელოდა, რაზეც ბედუკაძე ბრაზდება და წერს, რომ რაზეც შეთანხმდენენ ის იყო.

"განსხვავებულ აქცენტებში" გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ლადო ბედუკაძე ეხმაურება:

"ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ!

საცოდავები!

უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები..

საზიზღარი ბედუკაძე - ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის... ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ?

გგონიათ სასამართლოს მივმართავ ამ სიყალბისთვის?

ამ სამი წლის მანძილზე ათასნაირ პროვოკატორ, ე.წ. ჟურნალისტს და მათ მსგავს არსებას გადავაწყდი...

მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს "აქამდე უცნობი" ვიდეომასალა...

დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს..

ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს, როგორ ვუტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს... ისმის მხოლოდ ჩემი ხმა, ან შეიძლება არც ჩემი.. წესია, მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა ...

თურმე, ნუ იტყვი, "ნაციონალური მოძრაობის" ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას "მიმოწერა" კარდინალურად განსხვავდება უკრაინული "ვიკილქსისგან" და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება.

მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მეუღლის, კვესიტაძის დასკვნით, თურმე ლადო ბედუკაძე, გახლდათ ყველა ამ დადგმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. ეს საზიზღარი ბედუკაძე მონაწილობდა პატიმრების ცემაში, წამებაში და უტეხდა სახელს უმანკო "ნაციონალურ ერთობას"!

აქ ახალი არაფერი გითქვამთ, ეს იგივეა რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2012 წლის "დასკვნა" ე.წ. "ციხის კადრების" შესახებ - ბედუკაძე თვითონაა რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი და შემსრულებელიც და თუმრე,თავად მე-9 არხიც კი, ბედუკაძის ბინძური ფილმის გასაშვებად შექმნილა..

ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ...

პროკურატურამ რვა თვიანი გამოძიების შედეგად დაამუშავა მთელი ის მასალა, რაც შეეხებოდა ე.წ. ციხის თემატიკას, სრული მასალა, რაც შეეწხებოდა ე.წ. ციხის კადრების საქმეს.

მინდა გაგაწბილოთ, ჩემო კარგებო, ტყუილად გაისარჯეთ და სიხარულით ახორხოზდით.. თუმცა, თქვენ, დარმუნებული არ ხართ, პროკურატურის მიუკერძოებლობაში, მაგრამ მთავარი ხომ ბრალდებაა, ეს წმინდა წყლის კომუნისტური მეთოდი - შენ დააბრალე და მერე იმან თავი იმართლოს...

ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი - თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ?

მეგობრებო გაფრთხილებთ - ერთმანეთს არ გადაუზიაროთ ეს ამბავი, რომ გასკდეს, ნაცხროვა ციხეებიდან თავს არ გამოგვაყოფინებს...

ერთს ვიტყვი მხოლოდ დამატებით, რაც არ უნდა სიბინძურე წეროთ, რაც არ უნდა ჭრათ და კეროთ, ვერაფერს ვერ დამაკლებთ :) ამით გინოდათ ხვალ ხალხის გაყვანა? საცოდავებო!!", - წერს ბედუკაძე.

"მერე ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა... პატრონი - ვიღაც ქალი, უტიფარი მეუბნება, ნუ ყვირიხართ ყურები მეტკინაო" - რა შეემთხვა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს?

დღეს გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა - ღონისძიებას გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახიც დაესწრო

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"