ნუცუბიძის 77 ნომერში აფეთქება მოხდა

ნუცუბიძის 77 ნომერში აფეთქება მოხდა

ცოტა ხნის წინ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქების ხმა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე გაისმა, თუმცა უშუალოდ რომელიმე ბინაში არ მომხდარა.

მისივე ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა საკმაოდ ძლიერი იყო. ჩამსხვრეულია ფანჯრების შუშები, დაბზარულია კედელები. დაშავებულები არ არიან.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია