დღეს, 23 ოქტომბერს, მანდატურმა თამარ ოსიაშვილმა, N 219 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ბავშვს საწერი კალმის დეტალი (რეზინის საცობი) გადასცდა და სუნთქვა უჭირდა. მანდატური არ დაიბნა, დროულად გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მოსწავლე გადაარჩინა.
შეგახსენებთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადებულები არიან სამაშველო მომზადებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსში, სწორედ ეს ცოდნა დაეხმარა თამარ ოსიაშვილს გადაერჩინა ბავშვის სიცოცხლე.
მადლობას ვუცხადებთ თამარს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.