სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები
როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები

ნორ­ვე­გი­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ან­დრეა გჟესტვან­გმა კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში ან­დრეს ბრე­ი­ვი­კის მო­წყო­ბილ სას­ტიკ სა­საკ­ლა­ოს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი გა­და­ი­ღო 1 წლის შემ­დეგ და და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი.

1.ელინ როზა ბოხი, 15 წლის, გრონ­გი

"უტო­ი­ას შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რე­ბი მა­წუ­ხებ­და, მე­ში­ნო­და სიბ­ნე­ლის და ნორ­მა­ლუ­რად არ მე­ძი­ნა. მა­შინ მე და დე­დამ გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთი ძაღ­ლის ყოლა, ასე გაჩ­ნდა ჩვენს სახ­ლში აფი­ნა. მას ახლა ჩემ­თან ერ­თად სძი­ნავს. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ ბოლო დროს ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე. ჩემი მე­გობ­რე­ბი რე­ა­ლი­თი-შო­უ­ებს უყუ­რე­ბენ, მე კი არ შე­მიძ­ლია. მირ­ჩევ­ნია, წიგ­ნი ვი­კი­თხო.

2. ეი­რინ კრის­ტინ კი­ე­რი, 20 წლის, ლაკს­ვატ­ნი

"რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი შე­მი­ხორ­ცდა, თავ­ში კი უც­ნა­უ­რი რა­ღაც ხდე­ბო­და. ში­ნა­გა­ნად სი­ცა­რი­ე­ლე­სა და დაღ­ლი­ლო­ბას ვგრძნობ­დი. პირ­ვე­ლად დე­კემ­ბერ­ში ავ­ტირ­დი. ვგრძნობ­დი შიშს ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის გა­გო­ნე­ბა­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე... შემ­დეგ კუნ­ძულ­ზე და­ღუ­პუ­ლე­ბი მე­სიზ­მრე­ბო­და, მათ­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ­დი. ვიღ­ვი­ძებ­დი და თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი".

3. ილვა შვენ­კე, 15 წლის, ტრომ­სე

"ყო­ველ დი­ლას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ - ხან­და­ხან იმა­ზე, თუ რა გა­ვა­კე­თე, ხან­და­ხან - მო­მა­ვალ­ზე. არ მას­ვე­ნებს იმ დღე­ზე ფიქ­რი, მღრღნის აზრი, რომ ეს შე­საძ­ლოა, ბოლო დღე ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ცხოვ­რე­ბის. ახლა, რო­დე­საც მან­ქა­ნით ვმგზავ­რობ, ვფიქ­რობ: მე­ო­რე რიგ­ში მი­მა­ვალ­მა სატ­ვირ­თომ შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­მუხ­რუ­ჭოს და ჩვენს ხაზ­ზე გად­მო­ვი­დეს, და მე და­ვი­ღუ­პე­ბი იმა­ზე ადრე, სა­ნამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რა მოხ­და".

4. ალექ­სან­დრ სანდბერ­გი, 16 წლის, ლე­ვან­გე­რი

"ტრა­გე­დი­ის შემ­დგომ, რამ­დე­ნი­მე ხან­ში მივ­ხვდი, რომ რა­ი­მე სხვა­ზე უნდა გა­და­ვერ­თო, რომ არ ვი­ფიქ­რო იმ დღე­ზე. ხში­რად ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბაა სამ­ყა­რო­ში და შენ ამას­თან უძ­ლუ­რი ხარ. და კი­დევ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, თუ რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხი. ახლა ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ვუბ­რუნ­დი. არა­სო­დეს გან­ვი­ხი­ლავ­დი 22 ივ­ლისს მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­გორც პი­რა­დად ჩემ­ზე თავ­დას­ხმას, ამი­ტო­მაც, დღეს­დღე­ო­ბით ში­შე­ბი აღარ მაქვს".

5. იდა კა­რო­ლი­ნა ბრო­ჰოლ­მი, 21 წლის, ჰიტ­რა

"გა­მი­ჭირ­და სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გა­ნაც მე "ის გო­გო­ნა უტო­ი­ა­დან" ვი­ყა­ვი. მაგ­რამ მე და­მეხ­მარ­ნენ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ მო­გო­ნე­ბებ­ში ვი­კარ­გე­ბი. ვხუ­ჭავ თვა­ლებს და ვხე­დავ მათ, ვინც მიყ­ვარ­და. კარ­გად მახ­სოვს 22 ივ­ლი­სის წინა ღამე. კა­რავ­ში ვის­ხე­დით, 3 ბი­ჭთან ერ­თად, ისი­ნი იავ­ნა­ნას მიმ­ღე­როდ­ნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი აღა­რაა"...

6. ეი­ვინდ რინ­და­ლე­ნი, 23 წლის, ტოლ­გა

"რაც დღეს ხდე­ბა, რა­მაც გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, ბევ­რს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის ადა­მი­ა­ნი ჩვენ­ნა­ი­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. მაგ­რამ ის ერთ-ერთი ჩვენ­თა­გა­ნი იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. დღეს, 22 ივ­ლი­სის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს სი­ტყვა მი­ვე­ცი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ნორ­ვე­გია თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი იყოს. თუ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი მო­ღა­ლა­ტედ შემ­რა­ცხა­ვენ, დღე­ი­დან ეს ჩემ­თვის კომ­პლი­მენ­ტი იქ­ნე­ბა".

7. ჰანე ნესი, 20 წლის, ნამ­სუ­სი

"კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ და­მე­ცა ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის, ლენე მა­რი­ას უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი. ღამ­ღა­მო­ბით მე­ლან­დე­ბო­და - ჩემს სა­წოლ­თან იჯდა. ვბრაზ­დე­ბო­დი, ვი­ცო­დი, რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის, მინ­დო­და გან­მე­დევ­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და. ისე ცხა­დად ვხე­დავ­დი მას, რო­გორც ახლა თქვენ გხე­დავთ. იჯდა გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით იმ დღემ­დე, როცა და­ა­საფ­ლა­ვეს...".

8.ნა­თია ჩხე­ტი­ა­ნი, 23 წლის, ქუ­თა­ი­სი

"მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პირ­ვე­ლად ვი­მოგ­ზა­უ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. სკან­დი­ნა­ვია ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მის მო­დე­ლი. ცდი­ლობ­დნენ, გა­დაგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც გა­ვემ­გზავ­რეთ. ახლა ჩემი მე­გო­ბა­რი გარ­დაც­ვლი­ლია და შე­საძ­ლოა, მეც ვერ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იმ დღეს. დიდი ორ­გა­ნიზ­მის ნა­წი­ლად ვგრძნობ თავს, რო­მელ­საც უნდა, ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გა­ნი­კურ­ნოს. ერ­თი­ა­ნო­ბის მსგავ­სი გრძნო­ბა არას­დროს და­მუფ­ლე­ბია" (მო­ის­მი­ნეთ ნა­თი­ას პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ)

9.სე­სი­ლია ჰერ­ლოვ­სე­ნი, 17 წლის, სარპს­ბორ­გი

"მახ­სოვს ექი­მე­ბის სახე, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თავ­ზე მად­გნენ. მათ თქვეს, რომ ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია. დედ-მამა და ძმა გვერ­დით იდ­გნენ. იმ მო­მენ­ტის­თვის ბედს შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. როცა რა­ი­მე მჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის ვინ­მე მეხ­მა­რე­ბა, მი­ვეჩ­ვიე იმ აზრს, რომ ერთი ხე­ლით მო­მი­წევს ცხოვ­რე­ბა".

10.პრაბ­ლენ კა­უ­რი, 19 წლის, ოსლო

"სიბ­ნე­ლე. /წყალ­ში ვარ./ დრო, სივ­რცე, ფე­რე­ბი, / დრო გა­ი­ყი­ნა, ნაფ­ლე­თე­ბად იქცა. /ჩემი გზა თვალ­თა­ხედ­ვი­დან და­ი­კარ­გა. წყვდი­ა­დის უკან მორ­ჩე­ნი­ლი აჩ­რდი­ლე­ბი ისევ ჩემ­თან არი­ან".

11. მა­ტი­ას ეკ­ჰო­ფი, 21 წლის, აკერ­სჰუ­სი

"რო­დე­საც სი­ტყვა უტო­ია მეს­მის, წარ­მო­ვიდ­გენ უსაფრ­თხო, მშვე­ნი­ერ ად­გილს, კუნ­ძუ­ლი ახ­ლაც ასე­თი მეჩ­ვე­ნე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 3 კვი­რა და 5 დღე გა­ვა­ტა­რე, უბ­რა­ლოდ ვი­წე­ქი და არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და. შემ­დეგ ხელ­ჯო­ხე­ბით გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი. არ­სად გავ­დი­ო­დი, სახ­ლში ვი­ჯე­ქი და ახალ ამ­ბებს ვუ­ყუ­რებ­დი. მე­გო­ნა, უწინ­დე­ბურ ცხოვ­რე­ბას ვე­რა­სო­დეს და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი, მაგ­რამ თან­და­თან გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, და­ვუბ­რუნ­დი სპორ­ტის საყ­ვა­რელ სა­ხე­ო­ბას - ფლორ­ბოლს, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა, ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. ხან­და­ხან, კი­ბე­ებ­ზე ას­ვლი­სას, ძვე­ლი ტრავ­მე­ბი მახ­სე­ნებს თავს. არ ვფიქ­რობ მო­მა­ვალ­ზე და ვცდი­ლობ, დღე­ვან­დე­ლი დღით ვი­ცხოვ­რო. არა­ვინ იცის, თუ რა ელო­დე­ბა ხვალ...".

12. სე­ბას­ტი­ან იო­ჰან­სენ პე­რეუ, 15 წლის, ტრენ­დე­ლა­გი

"რო­დე­საც კუნ­ძუ­ლი­დან დავ­ბრუნ­დი, ეზოს ბაღ­ში მე­გობ­რე­ბი დამ­ხვდნენ, კექ­სებს მი­ვირ­თმევ­დით, ვუ­ყუ­რებ­დით ფილ­მებს. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­და. დღემ­დე ვა­ტა­რებ სა­მა­ჯურს წარ­წე­რით "უტო­ია", რომ არ და­მა­ვი­წყდეს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი, სა­ნამ ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და. უფ­როს­მა ძმამ მა­ჩუ­ქა საგ­ზუ­რი. ხში­რად სტუმ­რობ­და კუნ­ძულს და ყვე­ბო­და, თუ რო­გო­რი მშვე­ნი­ე­რია იგი. თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი გა­მაც­ნო, სა­ღა­მო­ო­ბით გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დით. მის დაკ­რძალ­ვა­ზე რო­ი­ალ­ზე "რა სი­ტყვე­ბია" და­ვუ­კა­რი. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ ყო­ველ­თვის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მაკ­ლია იგი..."

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: უტო­ი­ა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის კად­რე­ბი ვერ­ტმფრე­ნი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები

როგორ ცხოვრობენ ბრეივიკის სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდები

ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა ანდრეა გჟესტვანგმა კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ანდრეს ბრეივიკის მოწყობილ სასტიკ სასაკლაოს გადარჩენილი ახალგაზრდების პორტრეტები გადაიღო 1 წლის შემდეგ და დაინტერესდა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი.

1.ელინ როზა ბოხი, 15 წლის, გრონგი

"უტოიას შემდეგ საშინელი კოშმარები მაწუხებდა, მეშინოდა სიბნელის და ნორმალურად არ მეძინა. მაშინ მე და დედამ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ძაღლის ყოლა, ასე გაჩნდა ჩვენს სახლში აფინა. მას ახლა ჩემთან ერთად სძინავს. ყველა მეუბნება, რომ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე. ჩემი მეგობრები რეალითი-შოუებს უყურებენ, მე კი არ შემიძლია. მირჩევნია, წიგნი ვიკითხო.

2. ეირინ კრისტინ კიერი, 20 წლის, ლაკსვატნი

"რამდენიმე თვეში ჭრილობები შემიხორცდა, თავში კი უცნაური რაღაც ხდებოდა. შინაგანად სიცარიელესა და დაღლილობას ვგრძნობდი. პირველად დეკემბერში ავტირდი. ვგრძნობდი შიშს ტელეფონის ზარის გაგონებაზე, პოლიციელების დანახვაზე... შემდეგ კუნძულზე დაღუპულები მესიზმრებოდა, მათთან ერთად ვსეირნობდი. ვიღვიძებდი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი".

3. ილვა შვენკე, 15 წლის, ტრომსე

"ყოველ დილას ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ - ხანდახან იმაზე, თუ რა გავაკეთე, ხანდახან - მომავალზე. არ მასვენებს იმ დღეზე ფიქრი, მღრღნის აზრი, რომ ეს შესაძლოა, ბოლო დღე ყოფილიყო ჩემი ცხოვრების. ახლა, როდესაც მანქანით ვმგზავრობ, ვფიქრობ: მეორე რიგში მიმავალმა სატვირთომ შეიძლება მოულოდნელად დაამუხრუჭოს და ჩვენს ხაზზე გადმოვიდეს, და მე დავიღუპები იმაზე ადრე, სანამ გავაცნობიერებ, რა მოხდა".

4. ალექსანდრ სანდბერგი, 16 წლის, ლევანგერი

"ტრაგედიის შემდგომ, რამდენიმე ხანში მივხვდი, რომ რაიმე სხვაზე უნდა გადავერთო, რომ არ ვიფიქრო იმ დღეზე. ხშირად ვფიქრობ, რამდენი უსამართლობაა სამყაროში და შენ ამასთან უძლური ხარ. და კიდევ გავაცნობიერე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ოჯახი. ახლა ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდი. არასოდეს განვიხილავდი 22 ივლისს მომხდარ ტრაგედიას, როგორც პირადად ჩემზე თავდასხმას, ამიტომაც, დღესდღეობით შიშები აღარ მაქვს".

5. იდა კაროლინა ბროჰოლმი, 21 წლის, ჰიტრა

"გამიჭირდა საკუთარ ქალაქში დაბრუნება, რადგანაც მე "ის გოგონა უტოიადან" ვიყავი. მაგრამ მე დამეხმარნენ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოგჯერ საკუთარ მოგონებებში ვიკარგები. ვხუჭავ თვალებს და ვხედავ მათ, ვინც მიყვარდა. კარგად მახსოვს 22 ივლისის წინა ღამე. კარავში ვისხედით, 3 ბიჭთან ერთად, ისინი იავნანას მიმღეროდნენ. ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი აღარაა"...

6. ეივინდ რინდალენი, 23 წლის, ტოლგა

"რაც დღეს ხდება, რამაც გაგვაერთიანა, ბევრს აფიქრებინებს, რომ ის ადამიანი ჩვენნაირი არასოდეს ყოფილა. მაგრამ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო, დარწმუნებული ვარ. დღეს, 22 ივლისის შემდეგ, საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნორვეგია თავისუფალი, დემოკრატიული და მაქსიმალურად სხვადასხვანაირი იყოს. თუ ულტრამემარჯვენეები მოღალატედ შემრაცხავენ, დღეიდან ეს ჩემთვის კომპლიმენტი იქნება".

7. ჰანე ნესი, 20 წლის, ნამსუსი

"კარგად მახსოვს, როგორ დამეცა ჩემი საუკეთესო მეგობრის, ლენე მარიას უსიცოცხლო სხეული. ღამღამობით მელანდებოდა - ჩემს საწოლთან იჯდა. ვბრაზდებოდი, ვიცოდი, რომ ცოცხალი აღარ არის, მინდოდა განმედევნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისე ცხადად ვხედავდი მას, როგორც ახლა თქვენ გხედავთ. იჯდა გაღიმებული სახით იმ დღემდე, როცა დაასაფლავეს...".

8.ნათია ჩხეტიანი, 23 წლის, ქუთაისი

"მე და ჩემმა მეგობარმა პირველად ვიმოგზაურეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. სკანდინავია ყოველთვის მიზიდავდა, განსაკუთრებით, სკანდინავიური სოციალიზმის მოდელი. ცდილობდნენ, გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ჩვენ მაინც გავემგზავრეთ. ახლა ჩემი მეგობარი გარდაცვლილია და შესაძლოა, მეც ვერ გადავრჩენილიყავი იმ დღეს. დიდი ორგანიზმის ნაწილად ვგრძნობ თავს, რომელსაც უნდა, ჭრილობებისგან განიკურნოს. ერთიანობის მსგავსი გრძნობა არასდროს დამუფლებია" (მოისმინეთ ნათიას პირველი ინტერვიუ)

9.სესილია ჰერლოვსენი, 17 წლის, სარპსბორგი

"მახსოვს ექიმების სახე, რომლებიც საავადმყოფოში თავზე მადგნენ. მათ თქვეს, რომ ხელის ამპუტაცია გარდაუვალია. დედ-მამა და ძმა გვერდით იდგნენ. იმ მომენტისთვის ბედს შეგუებული ვიყავი. როცა რაიმე მჭირდება, ყოველთვის ვინმე მეხმარება, მივეჩვიე იმ აზრს, რომ ერთი ხელით მომიწევს ცხოვრება".

10.პრაბლენ კაური, 19 წლის, ოსლო

"სიბნელე. /წყალში ვარ./ დრო, სივრცე, ფერები, / დრო გაიყინა, ნაფლეთებად იქცა. /ჩემი გზა თვალთახედვიდან დაიკარგა. წყვდიადის უკან მორჩენილი აჩრდილები ისევ ჩემთან არიან".

11. მატიას ეკჰოფი, 21 წლის, აკერსჰუსი

"როდესაც სიტყვა უტოია მესმის, წარმოვიდგენ უსაფრთხო, მშვენიერ ადგილს, კუნძული ახლაც ასეთი მეჩვენება. საავადმყოფოში 3 კვირა და 5 დღე გავატარე, უბრალოდ ვიწექი და არაფერს ვაკეთებდი. 11 დღის განმავლობაში 9 ოპერაცია გამიკეთდა. შემდეგ ხელჯოხებით გადავადგილდებოდი. არსად გავდიოდი, სახლში ვიჯექი და ახალ ამბებს ვუყურებდი. მეგონა, უწინდებურ ცხოვრებას ვერასოდეს დავუბრუნდებოდი, მაგრამ თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან, დავუბრუნდი სპორტის საყვარელ სახეობას - ფლორბოლს, რომელიც დამეხმარა, ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ხანდახან, კიბეებზე ასვლისას, ძველი ტრავმები მახსენებს თავს. არ ვფიქრობ მომავალზე და ვცდილობ, დღევანდელი დღით ვიცხოვრო. არავინ იცის, თუ რა ელოდება ხვალ...".

12. სებასტიან იოჰანსენ პერეუ, 15 წლის, ტრენდელაგი

"როდესაც კუნძულიდან დავბრუნდი, ეზოს ბაღში მეგობრები დამხვდნენ, კექსებს მივირთმევდით, ვუყურებდით ფილმებს. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გაგრძელდა. დღემდე ვატარებ სამაჯურს წარწერით "უტოია", რომ არ დამავიწყდეს იქ გატარებული ბედნიერი დღეები, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. უფროსმა ძმამ მაჩუქა საგზური. ხშირად სტუმრობდა კუნძულს და ყვებოდა, თუ როგორი მშვენიერია იგი. თავისი მეგობრები გამაცნო, საღამოობით გიტარაზე ვუკრავდით. მის დაკრძალვაზე როიალზე "რა სიტყვებია" დავუკარი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყოველთვის ერთადერთი შვილი ვიყავი, ძალიან მაკლია იგი..."

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის კადრები ვერტმფრენიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა