მსოფლიოს უდიდესი "საოჯახო ბიზნესი"

მსოფლიოს უდიდესი "საოჯახო ბიზნესი"

საქვეყნოდ ცნობილი და წამყვანი კომპანიების უკან ხშირად ერთი ოჯახი დგას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატებას სწორედ ოჯახური ერთიანობა განაპირობებს.

გთავაზობთ მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ათეულს, რომელთაც სათავეში ესა თუ ის ოჯახი უდგას.

უდიდესი საოჯახო ბიზნესის ტოპ-ათეულში ოთხი ამერიკული კომპანიაა, დანარჩენი პოზიციები კი გერმანულ, შვეიცარულ, ბრიტანულ, რუსულ და ტაივანურ ოჯახებს ეკუთვნით. ათეულის სათავეში მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო კომპანია „ვოლმარტის“ მმართველი სემ უოლტონის ოჯახია, რომელმაც ეს კომპანია 1962 წელს დააფუძნა. გასული წლის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი 476 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

"ვოლმარტის" კაპიტალი ჩამონათვალში ბევრად აღემატება მის უახლოეს მდევარს გერმანულ „ფოლქსვაგენს“, რომელსაც პორშესა და პიეხების ოჯახი ფლობს. გერმანული გიგანტის კაპიტალბრუნვამ 2014 წელს 262 მილიარდი დოლარი შეადგინა. სამეულს ასრულებს ანგლო-შვეიცარული სავაჭრო კომპანია „გლენქორი“, რომელიც მარკ რიჩმა დააარსა და მისმა ბრუნვამ გასულ წელს 233 მილიარდ დოლარს მიაღწია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს