"არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი" -ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი გვარამიას დაკითხვის შემდეგ

"არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი" -ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი გვარამიას დაკითხვის შემდეგ

არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, - ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განაცხადა , რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა.

მან ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ იგი გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისში, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.

"მე უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, ანუ გუშინ, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა "რუსთავი 2"-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. სამწუხაროდ ამ მცირე დროის ინტერვალში ვერ შევძელი, რომ ნიკას შევხვედროდი. ჩემი დევიზია ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებაში უკვე შევიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ