"დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს

 "დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს" - ნინო ჯანგირაშვილის პასუხი კრიტიკოსებს

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. ამით მან პასუხი გასცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მას "რუსთავი2"-ის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

"როცა წლების წინ ვიცავდი ტელეკომპანია იბერიას, ბევრი სნობური ქირქილით მეუბნებოდა – ომეგას სიგარეტების "ბუტკას" რატომ იცავო. მაშინ ვამბობდი, რომ დავიცავ ნებისმიერ ტელევიზიას, სადაც სპეცრაზმი შევა და თუ ხელისუფლებას ახლა შერჩა ეს საქციელი, მერე უარეს იზამს-მეთქი. მალე იბერია გაქრა ტელესივრციდან.

როცა ვიცავდი შალვა რამიშვილს მისი დაჭერის შემდეგ, ბევრი მეუბნებოდა, მაგ გამომძალველს რატომ იცავო. ეგ ცუდი ტიპიაო. ვპასუხობდი – შალვა რამიშვილი შეიძლება არ არის კეთილსინდისიერი ჟურნალისტი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ხაფანგი დაეგო და გაენეიტრალებინა, და ასეთი ხელისუფლება კარგს არაფერს დაგვმართებსმეთქი. მალე ტელეკომპანია 202 დაიხურა.

როცა იმედის მიმართ მასირებული შეტევა დაიწყო, "კეთილისმსურველები" მირჩევდნენ, მილიარდერ პატარკაციშვილს შენი დასაცავი რა სჭირს, შენს თავს მიხედე, ეგენი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენო. მაშინ ვამბობდი, რომ ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიას და ოპოზიციას ფიზიკურად უსწორდება, კარგს არავის არაფერს დაგვმართებდა.

მალე იმედს რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ყველამ ვნახეთ, რაც დაემართა მთლიანად მედიასივრცეს და ქვეყანას.

როცა ვიცავდი "ჯაშუშ ფოტოგრაფებს", ბევრი მეჩურჩულებოდა, ვერ არიან ეგენი მთლად სუფთა, რატომ იცავ თავგადაკლულიო. მაშინდელი ნაციონალების მხარდამჭერები დაგვცინოდნენ. ვიცავდი, იმიტომ რომ მჯეროდა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობით მოერევა ვინმეს, საშიშია ყველასთვის. სულ რაღაცეებს მეჩიჩინებოდნენ, მეჩურჩულებოდნენ და მაძახებდნენ, როცა პირაკრულები ვიდექით მაესტროსთვის, ხან ქუჩა–ქუჩა ფლაერებს ვარიგებდით, ხან სატელიტური თეფშების გამოხსნისთვის, პრესის ჯიხურებისთვის, პალიტრა მედიისთვის ვიბრძოდით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

არასოდეს მაინტერესებდა სნობების ქირქილი, პირადი კეთილდღეობით მოტივირებული ან სხვადასხვა მიზეზებით გონებადაბნელებული ხალხის აზრი.

მე ვთვლიდი, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი პრინციპებისთვის ვიბრძოდი. მაშინაც, როცა ჯიბეში ასი ლარი მედო, მომავალი სრულიად ბუნდოვანი იყო და მილიონებზე უარს ვამბობდი ჩემი პრინციპების გამო.

ჰოდა, დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს. რასაც სწორად ვთვლი იმას გავაკეთებ და იმას ვიტყვი". - წერს ნინო ჯანგირაშვილი.

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე