"ივანიშვილის მარიონეტული პორნოკრატიული რეჟიმი და ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე" - ნიკა გვარამია

"ივანიშვილის მარიონეტული პორნოკრატიული რეჟიმი და ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე აკეთებს კომენტარს:

"რუსთავი 2ის საქმე აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც უტყუარად დაადასტურა, რომ საქართველოში აღარც ერთი სახელისუფლებო შტო... აღარ დარჩა, მათ შორის, არც სასამართლო. ხელისუფლებაში გვყავს ივანიშვილის მარიონეტული პორნოკრატიული რეჟიმი და ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე - საქართველოს პრეზიდენტი" - წერს გვარამია

Posted by Nika Gvaramia on Thursday, October 22, 2015

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეს მოუწოდა, რომ "ნაჩქარევი და ხისტი" გადაწყვეტილება არ მიეღო.

"მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს