შვედეთში ნიღბიანმა მამაკაცმა ხმლით ხუთი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. დაშავებულთა შორის ოთხი სკოლის მოსწავლეა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელის მიმართულებით გასროლა განახორციელეს. მისი მდგომარეობა უცნობია.
თავდასხმა ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ტროლჰატანის სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.