სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ ჟურნალისტს საჯაროდ აგინა - სკანდალი "ფეისბუქზე"
საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ ჟურნალისტს საჯაროდ აგინა - სკანდალი "ფეისბუქზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა შა­ვა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რაც ერთ-ერთი დის­კუ­სი­ის ფარ­გლებ­ში მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენ­ტარს მოჰ­ყვა. პა­ა­ტა შა­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის, "ტა­ბუ­ლას" ვებ-რე­დაქ­ტო­რის, მარი ახ­სი­აშ­ვი­ლის მი­მართ უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კა გა­მო­ი­ყე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2014 წელს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე შე­საძ­ლოა, შა­ვა­ძე და­ნიშ­ნუ­ლი­ყო.

წარ­მო­გიდ­გენთ ნა­წყვეტს, პა­ა­ტა შა­ვა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მან 2014 წელს "გუ­რია ნი­უსს" მის­ცა:

"ყვე­ლა იმ "გა­მოც­დილ" პრო­კუ­რორს, რომ­ლებ­საც 9 წლის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა-წა­მე­ბის, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და ასე­ვე უკა­ნო­ნო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ, მი­ნი­მუმ სახ­ლში მი­ვაბ­რძა­ნებ, მაქ­სი­მუმ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცემ. სა­დამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნა მათ­მა "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა", კარ­გად ვი­ცით. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს სჭირ­დე­ბო­დათ ეს "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი".

ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი გვჭირ­დე­ბა. არის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტი, ახა­ლი ხედ­ვე­ბით და რე­ა­ლო­ბე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვა­საქ­მებთ კონ­კურ­სე­ბის, გა­სა­უბ­რე­ბე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი კად­რე­ბით, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნე­ბი­ან რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხუ­ლე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რის არ უნდა ეში­ნო­დეს. ის უნდა წარ­მოგ­ვედ­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ქვა­კუ­თხე­დად. ვდებ იმის პი­რო­ბას, რომ თუკი მე გავ­ხდე­ბი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, პირ­ვე­ლი წუ­თი­დან­ვე გა­ტარ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ჰქვია. ჩვენ ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღეთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ ჟურნალისტს საჯაროდ აგინა - სკანდალი "ფეისბუქზე"

საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ ჟურნალისტს საჯაროდ აგინა - სკანდალი "ფეისბუქზე"

საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე "ფეისბუქზე" სკანდალში გაეხვა, რაც ერთ-ერთი დისკუსიის ფარგლებში მის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარს მოჰყვა. პაატა შავაძემ ჟურნალისტის, "ტაბულას" ვებ-რედაქტორის, მარი ახსიაშვილის მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე შესაძლოა, შავაძე დანიშნულიყო.

წარმოგიდგენთ ნაწყვეტს, პაატა შავაძის ინტერვიუდან, რომელიც მან 2014 წელს "გურია ნიუსს" მისცა:

"ყველა იმ "გამოცდილ" პროკურორს, რომლებსაც 9 წლის მანძილზე ადამიანის ტანჯვა-წამების, უკანონო გადაწყვეტილების მიღების და ასევე უკანონო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მეტი არაფერი უკეთებიათ, მინიმუმ სახლში მივაბრძანებ, მაქსიმუმ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცემ. სადამდეც მიგვიყვანა მათმა "პროფესიონალიზმმა", კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს სჭირდებოდათ ეს "პროფესიონალები".

ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები გვჭირდება. არის ძალიან ბევრი კარგი და პროფესიონალი იურისტი, ახალი ხედვებით და რეალობებით, ამ ადამიანებს დავასაქმებთ კონკურსების, გასაუბრებების და რეკომენდაციების საფუძველზე. საქართველოს პროკურატურა ჩამოყალიბდება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც არ იქნებიან რეპუტაციაშელახულები. საზოგადოებას პროკურატურის არ უნდა ეშინოდეს. ის უნდა წარმოგვედგინოს სამართლიანობის ქვაკუთხედად. ვდებ იმის პირობას, რომ თუკი მე გავხდები მთავარი პროკურორი, პირველი წუთიდანვე გატარდება "ქართული ოცნების" ის პოლიტიკა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ჩვენ ამის ვალდებულება ავიღეთ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს