სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად
"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად

ვე­რეს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფი­დან 4 თვე გა­ვი­და, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

რა გა­კეთ­და ამ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი? ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ გე­ო­ლოგ­სა და ეკო­ლოგს, პრო­ფე­სორს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ექ­სპერტს, ბა­ტონ ირაკ­ლი მი­ქა­ძეს:

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ღვარ­ცო­ფით წა­ლე­კი­ლი ვე­რეს ხე­ო­ბის გაწ­მენ­დი­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­იქ­მნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ეს უდა­ვოდ, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის მი­მართ შე­ნიშ­ვნე­ბი მაქვს, რად­გა­ნაც მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ არი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეკო­ლო­გე­ბი, ხოლო გე­ო­ლო­გე­ბი­დან - მხო­ლოდ 2 პი­როვ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს კო­მი­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზია, რად­გან ვე­რეს კა­ტას­ტრო­ფა­ში მთა­ვა­რი როლი სწო­რედ ეკო­ლო­გი­ურ­მა და გე­ო­ლო­გი­ურ­მა ფაქ­ტო­რებ­მა ითა­მა­შა. კო­მი­სი­ის ეს ხარ­ვე­ზი ნათ­ლად ვე­რეს ხე­ო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნდა.

- რას გუ­ლის­ხმობთ კონ­კრე­ტუ­ლად, - სა­მუ­შა­ო­ე­ბი არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს უკვე ცნო­ბი­ლია კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზე­ბი, მისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცეს­ში არ ხდე­ბა. ხე­ო­ბის დატ­ბორ­ვა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ქვეშ არ­სე­ბულ­მა გვი­რაბ­მა, რო­მე­ლიც მე­წყრის სხე­უ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი ღვარ­ცო­ფით, ქვა-ღორ­ღით, ხე­ე­ბი­თა და მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით ჩა­ი­ხერ­გა. გვი­რა­ბის ჩა­ხერგვამ წყლის შე­გუ­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია, შემ­დეგ კი ღვარ­ცო­ფი დიდი სის­წრა­ფით ხე­ო­ბის და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­კენ და­იძ­რა და ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის, ზო­ო­პარ­კი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის წა­ლეკ­ვა და­ი­წყო. ღვარ­ცო­ფი ვერ გა­ა­ტა­რა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვი­რა­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, არ იყო გათ­ვლი­ლი მდი­ნა­რის კა­ტას­ტრო­ფულ ხარ­ჯებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გვი­რა­ბი ისევ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია, ხოლო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 7 გვი­რა­ბი­დან 6 - ისევ აღ­დგე­ნი­ლია პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მხო­ლოდ 1 გვი­რა­ბი შე­იც­ვა­ლა ხი­დით.

- თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით, რო­გო­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და მარ­თე­ბუ­ლი?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი, უკ­ლებ­ლად ყვე­ლა გვი­რა­ბი შე­იც­ვა­ლოს ხი­დე­ბით და მოხ­დეს თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გვი­რა­ბის ლიკ­ვი­და­ცია! მის ნაც­ვლად გა­კეთ­დეს ეს­ტა­კა­და, რომ­ლის ქვეშ თა­ვი­სუფ­ლად გა­ივ­ლის მდი­ნა­რის ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ნა­კა­დი. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, ასე­ვე გან­ტვირ­თავს თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის, ახა­ლი გზი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თის საგ­ზაო კვანძს, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად შუქ­ნი­შა­ნი არე­გუ­ლი­რებს და სა­დაც მუდ­მი­ვად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბე­ბი იქ­მნე­ბა.

- არ­სე­ბობს თუ არა სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე?

- რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, (1881-2015 წწ), თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბი­სა და მდი­ნა­რე ვე­რეს წყალ­დი­დო­ბის სიხ­ში­რის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტია 0,4 წე­ლი­წად­ში, ე.ი. თით­ქმის 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სტი­ქია გან­მე­ორ­დეს.

- რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და იმ გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, რაც 13 ივ­ნი­სის კა­ტას­ტრო­ფი­სას და­ფიქ­სირ­და?

- გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და, მა­გა­ლი­თად, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სი­რე­ნის და­მონ­ტა­ჟე­ბა მოხ­და, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი, მდი­ნა­რის ხარ­ჯი­სა და ახალ­და­ბა-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მო­წო­ლილ მე­წყრულ სხე­ულ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პუნ­ქტე­ბი გა­იხ­სნა და სხვა მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­და, მაგ­რამ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი, რად­გან სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისევ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, გვი­რა­ბე­ბის ჩა­ხერგვა, ჭა­ლა­ში გაყ­ვა­ნი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის, ზო­ო­პარ­კი­სა და გმირ­თა მო­ედ­ნის წა­ლეკ­ვა, ე.ი. მე­ორ­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი, რო­დე­საც სის­წრა­ფეს და მო­უმ­ზა­დე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დიდი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი მოყ­ვა.

- გარ­და გვი­რა­ბე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა, კი­დევ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი და ისევ იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­დგე­ნი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნაც­ვლად, იმ გზის ეს­ტა­კა­დებ­ზე გაყ­ვა­ნა, რად­გან არ მოხ­დეს იმ მო­ნაკ­ვე­თე­ბის ხე­ლა­ხა­ლი წა­ლეკ­ვა. უწყე­ბათ­შო­რი­სი კო­მი­სი­ის გან­მარ­ტე­ბით, გზის იმა­ვე ნიშ­ნუ­ლებ­ში აღ­დგე­ნა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, მაგ­რამ არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რო­დის მოხ­დე­ბა გზის ამ მო­ნაკ­ვე­თე­ბის სრუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბა. მდი­ნა­რე ვე­რე­ზე წყალ­დი­დო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­სა და გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, ე.ი. სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის რის­კი ისევ რჩე­ბა.

- გე­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი?

- თბი­ლი­სის ფარ­გლებ­ში 60-ზე მეტი მე­წყე­რი და და­ახ­ლო­ე­ბით, იმ­დე­ნი­ვე ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე და ხე­ვია. და­მე­წყრი­ლია კუ­კი­ის, მთაწ­მინ­დის, სო­ლო­ლა­კის, კუს ტბის, წყნე­თი­სა და მდინ­რე ვე­რეს ფერ­დო­ბე­ბი, და­ბა­ხა­ნი­სა და ხევძმა­რის ხე­ვე­ბი, მუ­ხათ­გვერ­დი­სა და ბა­გე­ბის ტე­რი­ტო­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით, სენ­სი­ტი­უ­რია ე.წ. "ვა­კის მე­წყრე­ბი", რომ­ლის სხე­ულ­ზეც, მა­გა­ლი­თად, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩის ბო­ლო­ში, დღე­საც შენ­დე­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი, რის გა­მოც, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს ნაპ­რა­ლე­ბი გა­უჩ­ნდა და დან­გრე­ვის საფრ­თხის ქვე­შაა. მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის თვი­სე­ბაა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი ცვა­ლე­ბა­დო­ბა, გა­მოწ­ვე­უ­ლი ენ­დო­გე­ნუ­რი და ეგ­ზო­გე­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო. ამ­დე­ნად, არ არის საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ მე­წყრის და­ფიქ­სი­რე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. ამ სა­მუ­შა­ო­ებს უნდა ას­რუ­ლებ­დეს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ემ­სა­ხუ­რე­ბა და რო­მელ­საც არა ჰყავს შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც სა­შიშ გე­ო­ლო­გი­ურ და ჰიდ­რო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე რე­ჟი­მულ დაკ­ვირ­ვე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

- კი­დევ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი?

- შე­სად­გე­ნია თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. ნე­ბის­მი­ერ სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბას უნდა ჰქონ­დეს გე­ო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ჟინ­რო გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს სა­შიშ გე­ო­ლო­გი­ურ ზო­ნებ­ში ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ფარ­თო­ბე­ბის გან­კარ­გვა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ, ტე­რი­ტო­რი­ის წინმსწრე­ბი სა­ინ­ჟინ­რო, გე­ო­დი­ნა­მი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ. აღ­დგეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და სამ­წუ­ხა­როდ, 2007 წელს გა­უქ­მდა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად

"შემოდგომაზე სტიქიის განმეორების რისკი იზრდება" - რა კეთდება 13 ივნისის კოშმარის განმეორების თავიდან ასარიდებლად

ვერეს ხეობაში დატრიალებული კატასტროფიდან 4 თვე გავიდა, მაგრამ ეს საკითხი ისევ აქტუალურია.

რა გაკეთდა ამ 4 თვის განმავლობაში, როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები? ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გეოლოგსა და ეკოლოგს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ექსპერტს, ბატონ ირაკლი მიქაძეს:

- როგორც ცნობილია, ღვარცოფით წალეკილი ვერეს ხეობის გაწმენდისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობაში შედიან ქართველი ექსპერტები და სპეციალისტები. ეს უდავოდ, მისასალმებელია, მაგრამ კომისიის შემადგენლობის მიმართ შენიშვნები მაქვს, რადგანაც მის შემადგენლობაში არ არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკოლოგები, ხოლო გეოლოგებიდან - მხოლოდ 2 პიროვნება. ვფიქრობ, რომ ეს კომისიის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რადგან ვერეს კატასტროფაში მთავარი როლი სწორედ ეკოლოგიურმა და გეოლოგიურმა ფაქტორებმა ითამაშა. კომისიის ეს ხარვეზი ნათლად ვერეს ხეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოჩნდა.

- რას გულისხმობთ კონკრეტულად, - სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს?

- სამწუხაროდ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ცნობილია კატასტროფის მიზეზები, მისი გათვალისწინება სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში არ ხდება. ხეობის დატბორვაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულმა გვირაბმა, რომელიც მეწყრის სხეულიდან წამოსული ღვარცოფით, ქვა-ღორღით, ხეებითა და მდინარის ჭალაში არსებული ნაგებობებით ჩაიხერგა. გვირაბის ჩახერგვამ წყლის შეგუბება გამოიწვია, შემდეგ კი ღვარცოფი დიდი სისწრაფით ხეობის დაბალი ნიშნულებისაკენ დაიძრა და ჭალაში არსებული საავტომობილო გზის, ზოოპარკისა და გმირთა მოედნის წალეკვა დაიწყო. ღვარცოფი ვერ გაატარა საავტომობილო გზის გვირაბებმა, რომლებიც ასევე, არ იყო გათვლილი მდინარის კატასტროფულ ხარჯებზე. მიუხედავად ამისა, თამარაშვილის ქუჩის გვირაბი ისევ ხელუხლებელია, ხოლო საავტომობილო გზის 7 გვირაბიდან 6 - ისევ აღდგენილია პირვანდელ მდგომარეობაში და მხოლოდ 1 გვირაბი შეიცვალა ხიდით.

- თქვენი რეკომენდაციით, როგორი ღონისძიებების გატარება იქნებოდა მართებული?

- აუცილებელია, მდინარის ჭალაში არსებული, უკლებლად ყველა გვირაბი შეიცვალოს ხიდებით და მოხდეს თამარაშვილის ქუჩის გვირაბის ლიკვიდაცია! მის ნაცვლად გაკეთდეს ესტაკადა, რომლის ქვეშ თავისუფლად გაივლის მდინარის ნებისმიერი კატასტროფული ნაკადი. ეს ღონისძიება, ასევე განტვირთავს თამარაშვილის ქუჩის, ახალი გზისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთის საგზაო კვანძს, რომელსაც ამჟამად შუქნიშანი არეგულირებს და სადაც მუდმივად საავტომობილო საცობები იქმნება.

- არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე?

- რა თქმა უნდა, არსებობს. სტატისტიკური მონაცემებით, (1881-2015 წწ), თბილისის ტერიტორიაზე, კოკისპირული წვიმებისა და მდინარე ვერეს წყალდიდობის სიხშირის კოეფიციენტია 0,4 წელიწადში, ე.ი. თითქმის 2 წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია, რომ სტიქია განმეორდეს.

- რა ღონისძიებები გატარდა იმ გამოცდილების შემდეგ, რაც 13 ივნისის კატასტროფისას დაფიქსირდა?

- გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მაგალითად, მდინარე ვერეს ხეობაში გამაფრთხილებელი სირენის დამონტაჟება მოხდა, მეტეოროლოგიური, მდინარის ხარჯისა და ახალდაბა-ბეთანიის გზაზე ნაწილობრივ ჩამოწოლილ მეწყრულ სხეულზე დაკვირვების პუნქტები გაიხსნა და სხვა მეწყრული სხეულების დათვალიერება მოხდა, მაგრამ ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი, რადგან სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ისევ მოსალოდნელია მეწყრული სხეულების გააქტიურება, გვირაბების ჩახერგვა, ჭალაში გაყვანილი საავტომობილო გზის, ზოოპარკისა და გმირთა მოედნის წალეკვა, ე.ი. მეორდება წინა ხელისუფლების შეცდომები, როდესაც სისწრაფეს და მოუმზადებელ გადაწყვეტილებებს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანების მსხვერპლი მოყვა.

- გარდა გვირაბების ლიკვიდაციისა, კიდევ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი?

- მდინარის ჭალაში არსებული და ისევ იმავე მდგომარეობაში აღდგენილი საავტომობილო გზის ნაცვლად, იმ გზის ესტაკადებზე გაყვანა, რადგან არ მოხდეს იმ მონაკვეთების ხელახალი წალეკვა. უწყებათშორისი კომისიის განმარტებით, გზის იმავე ნიშნულებში აღდგენა დროებითი ღონისძიებაა, მაგრამ არ არის განმარტებული, როდის მოხდება გზის ამ მონაკვეთების სრული მოწესრიგება. მდინარე ვერეზე წყალდიდობა მოსალოდნელია ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულის ბოლოს, ე.ი. სტიქიის განმეორების რისკი ისევ რჩება.

- გეოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რა ღონისძიებებია გასატარებელი?

- თბილისის ფარგლებში 60-ზე მეტი მეწყერი და დაახლოებით, იმდენივე ღვარცოფული მდინარე და ხევია. დამეწყრილია კუკიის, მთაწმინდის, სოლოლაკის, კუს ტბის, წყნეთისა და მდინრე ვერეს ფერდობები, დაბახანისა და ხევძმარის ხევები, მუხათგვერდისა და ბაგების ტერიტორია. განსაკუთრებით, სენსიტიურია ე.წ. "ვაკის მეწყრები", რომლის სხეულზეც, მაგალითად, ყიფშიძის ქუჩის ბოლოში, დღესაც შენდება მრავალსართულიანი სახლები, რის გამოც, საცხოვრებელ სახლებს ნაპრალები გაუჩნდა და დანგრევის საფრთხის ქვეშაა. მეწყრული სხეულის თვისებაა, მისი მდგომარეობის მუდმივი ცვალებადობა, გამოწვეული ენდოგენური და ეგზოგენური პროცესებისა და ურბანული ზემოქმედების გამო. ამდენად, არ არის საკმარისი მხოლოდ მეწყრის დაფიქსირება, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამ სამუშაოებს უნდა ასრულებდეს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც მთელ საქართველოს ემსახურება და რომელსაც არა ჰყავს შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტები. კარგი იქნება, თუ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თბილისის ტერიტორიაზე მომუშავე სპეციალისტების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საშიშ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე რეჟიმულ დაკვირვებებს განახორციელებდა.

- კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი?

- შესადგენია თბილისის განვითარების გენერალური გეგმა. ნებისმიერ საინჟინრო ნაგებობას უნდა ჰქონდეს გეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, რომელიც გამორიცხავს საშიშ გეოლოგიურ ზონებში ნაგებობების მშენებლობას. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ, ტერიტორიის წინმსწრები საინჟინრო, გეოდინამიკური შეფასების შემდეგ. აღდგეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა ამგვარი შეფასების აუცილებლობას და სამწუხაროდ, 2007 წელს გაუქმდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია