"დოიჩე ბანკმა" კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

"დოიჩე ბანკმა" კლიენტს შეცდომით 6 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

"დოიჩე ბანკმა" კლიენტს 6 მილიარდი აშშ დოლარი შეცდომით გადაურიცხა. ფინანსური ტრანზაქცია ბანკის სავალუტო განყოფილების უმცროსმა თანამშრომელმა მაშინ განახორციელა, როცა მისი უფროსი შვებულებაში იყო წასული.

"დოიჩე ბანკმა" მომხდარის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ბიუროს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას აცნობა. თანხა "დოიჩე ბანკის" ანგარიშზე მეორე დღესვე დაბრუნდა.

როგორც წესი, დოიჩე ბანკში ე.წ. ოთხი თვალის პრინციპით მოქმედებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოცულობის ტრანზაქციას სულ მცირე 2 თანამშრომელი ამოწმებს. თუმცა ამჯერად რევიზია გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩატარებულა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა