სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა" - რატომ დატოვა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"
"შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა" - რატომ დატოვა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა ამი­რე­ჯი­ბის სა­ხე­ლი "რუს­თა­ვი 2-თან" და დი­ლის გა­და­ცე­მას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ახალ სე­ზონ­ზე ის ამ არხზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მი­ზე­ზი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი ეტა­პია – ეკას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" არხზე დუტა სხირტლა­ძეს­თან ერ­თად მიჰ­ყავს მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი – "ვო­ი­სი". ის, ასე­ვე, "დღის შოუს" წამ­ყვა­ნიც გახ­და. გთა­ვა­ზობთ ნა­წყე­ვეტს ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლე­ბის" ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– და­ვი­წყოთ იმით, რომ შენს ტე­ლე­კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა.

– სი­ახ­ლე­ე­ბი ნამ­დვი­ლად მაქვს. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რუ­ლი და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყი­სი მქონ­და, რად­გან, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი მოხ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. ის 6 წელი, რაც "რუს­თა­ვი 2-ში" ვი­მუ­შა­ვე, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, მარ­თლა არ­ცერ­თი წამი არ მი­ფიქ­რია არ­ხის შეც­ვლა­ზე და არც რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რად­გან, ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც "რუს­თა­ვი 2-მა" მომ­ცა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ამას ახ­ლაც ვა­ფა­სებ; თუმ­ცა, როცა ამ­დე­ნი წელი მუ­შა­ობ ერთ ად­გი­ლას, ხან­და­ხან უნდა და­ტო­ვო კომ­ფორ­ტის ზონა და სა­კუ­თა­რი თავი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნო. ამ ეტაპ­ზე, ჩავ­თვა­ლე, რომ სა­ჭი­რო იყო სი­ახ­ლე და ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

– ანუ, ბევ­რი არ გი­ფიქ­რია?

– ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი თუ კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას, ვინც ად­ვი­ლად, ერთი ხე­ლის მოს­მით იღებს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. თუმ­ცა, არც მათ ვამ­ტყუ­ნებ, ვინც ოდ­ნავ უკე­თე­სი ხელ­ფა­სის გამო და­მოგ­ზა­უ­რობს კომ­პა­ნი­ი­დან კომ­პა­ნი­ა­ში. ზოგს შვი­ლე­ბი ჰყავს, ოჯა­ხი, ათა­სი სხვა პრობ­ლე­მა... ასე რომ, შო­რი­დან არ ღირს სხვე­ბის კრი­ტი­კა. თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ მე მჭირ­დე­ბო­და სი­ახ­ლე – სხვა მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა. რას ვი­ზამთ, ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე იც­ვლი­ან სამ­სა­ხურს, ეს ხში­რად ხდე­ბა ასე.

– არ­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ხმა გავ­რცელ­და, რომ "იმედ­მა" ორ­მა­გი თან­ხის შე­თა­ვა­ზე­ბით გა­და­ი­ბი­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

– ჩემს შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი იყო კონ­კრე­ტუ­ლად ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა – მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მინ­დო­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩემ­თვის სწო­რედ ეს იყო გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი, რა­ტო­მაც და­ვუშ­ვი სა­ერ­თოდ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა "რუს­თა­ვი 2." მერე ამას მოჰ­ყვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "დღის შო­უ­და­ნაც". ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა "ვო­ის­ზე" მუ­შა­ო­ბა. საქ­მეს მი­ად­ვი­ლებს ჩემი რა­დი­ო­გა­მოც­დი­ლე­ბაც, მუ­სი­კა­ლუ­რი ბეგ­რა­უნ­დიც. მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ზუს­ტად ვიცი ყვე­ლა წახ­ნა­გი, მა­გა­ლი­თად, რას ფიქ­რობს მო­ნა­წი­ლე, სცე­ნა­ზე რომ გა­მო­დის, სად რისი ეში­ნია, რაზე ნერ­ვი­უ­ლო­ბენ თვი­თონ და მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. რა თქმა უნდა, მეც მყავს რამ­დე­ნი­მე რჩე­უ­ლი. მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ემო­ცი­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა შო­უ­ში. "ვო­ის­ზე" ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.

– რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", ისევ იქ­ნე­ბი ახალ სე­ზონ­ში?

– რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია და მზად ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ამის­თვის მზა­დაა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დიც", რო­მე­ლიც ამ მხრივ არ მზღუ­დავს. ზუს­ტად ვიცი ამ სა­კი­თხზე "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" მო­საზ­რე­ბაც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია. თუმ­ცა, არა მგო­ნია, იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს თა­ვად არხს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა" - რატომ დატოვა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"

"შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა" - რატომ დატოვა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ბოლო 6 წლის განმავლობაში ეკა ამირეჯიბის სახელი "რუსთავი 2-თან" და დილის გადაცემასთან ასოცირდებოდა, თუმცა ახალ სეზონზე ის ამ არხზე აღარ გამოჩენილა. მიზეზი ახალი სამსახური და პროფესიული ეტაპია – ეკას ტელეკომპანია "იმედის" არხზე დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავს მუსიკალური პროექტი – "ვოისი". ის, ასევე, "დღის შოუს" წამყვანიც გახდა. გთავაზობთ ნაწყევეტს ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუდან:

– დავიწყოთ იმით, რომ შენს ტელეკარიერაში სიახლეა.

– სიახლეები ნამდვილად მაქვს. საკმაოდ რთული ზაფხულის მიწურული და შემოდგომის დასაწყისი მქონდა, რადგან, ძალიან მოულოდნელი ამბები მოხდა. მოულოდნელი იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. ის 6 წელი, რაც "რუსთავი 2-ში" ვიმუშავე, გულწრფელად ვამბობ, მართლა არცერთი წამი არ მიფიქრია არხის შეცვლაზე და არც რადიკალურ ცვლილებებზე, რადგან, ის გამოცდილება, რაც "რუსთავი 2-მა" მომცა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას ახლაც ვაფასებ; თუმცა, როცა ამდენი წელი მუშაობ ერთ ადგილას, ხანდახან უნდა დატოვო კომფორტის ზონა და საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენო. ამ ეტაპზე, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო სიახლე და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

– ანუ, ბევრი არ გიფიქრია?

– ადვილი ნამდვილად არ ყოფილა პროფესიონალური, ადამიანური თუ კოლეგიალური ფაქტორებიდან გამომდინარე. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ადვილად, ერთი ხელის მოსმით იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თუმცა, არც მათ ვამტყუნებ, ვინც ოდნავ უკეთესი ხელფასის გამო დამოგზაურობს კომპანიიდან კომპანიაში. ზოგს შვილები ჰყავს, ოჯახი, ათასი სხვა პრობლემა... ასე რომ, შორიდან არ ღირს სხვების კრიტიკა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე მჭირდებოდა სიახლე – სხვა მიზეზი არ ყოფილა. რას ვიზამთ, ადამიანები სხვადასხვა ეტაპზე იცვლიან სამსახურს, ეს ხშირად ხდება ასე.

– არხის დატოვების შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ "იმედმა" ორმაგი თანხის შეთავაზებით გადაიბირა ჟურნალისტები.

– ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი იყო კონკრეტულად ახალი შემოთავაზება – მუსიკალური პროექტი, რომელიც მინდოდა და მაინტერესებდა. ჩემთვის სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც დავუშვი საერთოდ, რომ შეიძლებოდა, დამეტოვებინა "რუსთავი 2." მერე ამას მოჰყვა შემოთავაზება "დღის შოუდანაც". ძალიან სასიამოვნოა "ვოისზე" მუშაობა. საქმეს მიადვილებს ჩემი რადიოგამოცდილებაც, მუსიკალური ბეგრაუნდიც. მუსიკალურ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და ზუსტად ვიცი ყველა წახნაგი, მაგალითად, რას ფიქრობს მონაწილე, სცენაზე რომ გამოდის, სად რისი ეშინია, რაზე ნერვიულობენ თვითონ და მისი გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, მეც მყავს რამდენიმე რჩეული. მგონია, რომ ძალიან ბევრი ემოციური და მოულოდნელი მომენტი იქნება შოუში. "ვოისზე" ყველა ძალიან დიდი მონდომებით მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.

– რაც შეეხება სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები", ისევ იქნები ახალ სეზონში?

– რაც შემეხება მე, ვარ აბსოლუტურად ღია და მზად ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. ამისთვის მზადაა ტელეკომპანია "იმედიც", რომელიც ამ მხრივ არ მზღუდავს. ზუსტად ვიცი ამ საკითხზე "ფორმულა კრეატივის" მოსაზრებაც, რომელიც ძალიან ლოიალური და დემოკრატიულია. თუმცა, არა მგონია, იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს თავად არხს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება