სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა" - დავით ზურაბიშვილი
"ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა" - დავით ზურაბიშვილი

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"იმის გამო, რომ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბის პუბ­ლი­კა­ცია ფბ-ზე ხში­რად იწ­ვევს ხოლ­მე კა­მათს და ხში­რად მი­წევს ერთი და იგი­ვეს გა­მე­ო­რე­ბა, გა­დავ­წყვი­ტე ერთ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე მოკ­ლედ, თე­ზი­სე­ბის სა­ხით, მაგ­რამ მკა­ფი­ოდ და გარ­კვე­ვით გან­ვმარ­ტო მტრის­თვი­საც და მოყ­ვა­რის­თვი­საც. ვიცი, დიდ­წი­ლად ამაო გარ­ჯაა და მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ღა­ცას მა­ინც რომ მოხ­ვდე­ბა გულ­ზე, გა­მო­სარ­ჩლე­ბად ისიც მე­ყო­ფა.

საქ­მე ეხე­ბა ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის მი­მართ. კერ­ძოდ, მე

ა) ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის მი­მართ მაქვს ძა­ლი­ან მყა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ არის გა­პი­რო­ბე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი პი­როვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რით (რა­მის გამო ან ვინ­მეს მი­მართ წყე­ნა და ა.შ.). მი­მაჩ­ნია, რომ ამ მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, თა­ვი­სი არ­სით მო­ძა­ლა­დე და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლო­ბა იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბას და და­ტე­რო­რე­ბას ჰქონ­და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი.

ბ) არ ვი­ზი­ა­რებ იმ აზრს, თით­ქოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე იყო ბო­რო­ტე­ბა და ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ძირ­ლე­ბი. ვთვლი, რომ ამ გუნ­დის მი­ზა­ნი იყო ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია და და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში ინ­ტეგ­რა­ცია, უბ­რა­ლოდ მათ და­ა­პი­რეს ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა დიქ­ტა­ტის და ძა­ლა­დო­ბის ხარ­ჯზე, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­ნა­პი­რო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტრანსფორ­მა­ცია და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟი­მად. სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვა, ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ტრა­გე­დია იყო კარ­გი მიზ­ნე­ბის ცუდი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მიღ­წე­ვის მცდე­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც მოხ­და ის, რაც ყო­ველ­თვის ხდე­ბა ასეთ დროს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­და სა­კუ­თა­რი წი­ა­ღი­დან ნა­შო­ბი ბო­რო­ტე­ბის მძე­ვა­ლი.

გ) მი­მაჩ­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბა, ძვე­ლი ლი­დე­რე­ბით, პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა­ზე ექ­სკლუ­ზი­ვის პრე­ტენ­ზი­ით და სა­კუ­თა­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის მი­მართ უკ­რი­ტი­კო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­თა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მობ­რუ­ნე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არა აქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც ასე­თი ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას უხან­გრძლი­ვებს არ­სე­ბო­ბას, არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დღის წეს­რიგ­ში დღემ­დე ნაც­მოძ­რა­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა მთა­ვა­რი თემა.

დ) არ მი­მაჩ­ნია, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა წევ­რი და მხარ­დამ­ჭე­რი არის პა­თო­ლო­გი და არა­ა­და­მი­ა­ნი. მი­მაჩ­ნია, რომ მათ შო­რი­საც არი­ან უფრო რა­დი­კა­ლე­ბი, უფრო ზო­მი­ე­რე­ბი და არა­ერ­თი ისე­თი ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არაა და­სა­კარ­გი ქვეყ­ნის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი ნაც­მოძ­რა­ო­ბის წი­აღ­ში მოხ­დე­ბა წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, შე­საძ­ლოა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წი­ა­ღი­დან ნორ­მა­ლუ­რი, პრო­და­სავ­ლურ-ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ტი­პის პარ­ტი­აც გა­მო­ვი­დეს, რაც ჩე­მის აზ­რით სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. ოღონდ ამის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ძვე­ლი ლი­დე­რე­ბის­გან და და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბის ტვირ­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა წარ­სუ­ლის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბი­სა და ერ­თგვა­რი მო­ნა­ნი­ე­ბის გზით. ეს არის ნაც­მოძ­რა­ო­ბის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ პარ­ტი­ად გარ­დაქ­მნის არა­საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა.

ე) ვფიქ­რობ, თუ ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ წარ­სუ­ლის კრი­ტი­კულ გა­და­ფა­სე­ბას, ხოლო სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის კრა­ხის მი­ზე­ზად ბო­ლომ­დე სე­რი­ო­ზუ­ლად ჩათ­ვლი­ან იმას, რომ თით­ქოს ცი­ხის კად­რე­ბი დად­გმუ­ლი იყო და ბი­ძი­ნამ პა­ტა­რა ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი მო­აკ­ვლე­ვი­ნა, მა­შინ ნა­ცე­ბის გა­უ­ცხო­ე­ბის ხა­რის­ხი მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­იზ­რდე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ (ეს არის მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი) ამ ხალ­ხის­გან მი­ვი­ღებთ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სექ­ტის მაგ­ვარ დაჯ­გუ­ფე­ბას.

ვ) არ ვიცი და არც ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რა გზას აირ­ჩევს ნაც­მოძ­რა­ო­ბა, რო­გორც პარ­ტია და რა გზას და­ად­გე­ბი­ან მისი წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ეს არის მთლი­ა­ნად მათი გა­და­სა­წყვე­ტი. უბ­რა­ლოდ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რაც უფრო დიდი იქ­ნე­ბა მათ მი­მართ და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წნე­ხი, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბი­ან სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რაც მეტი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია და­ი­ხარ­ჯე­ბა მათ წი­ნა­აღ­მდეგ, მით უფრო იზო­ლი­რე­ბულ, რა­დი­კა­ლურ და მტკი­ცე ერ­თო­ბად შე­იკვრე­ბა ეს არ­ცთუ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფი, რაც, ჩე­მის ღრმა რწმე­ნით, მხო­ლოდ სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა თა­ვად მათ­თვი­საც, და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვი­საც. პრინ­ციპ­ში, სულ ეს არის.

P. S. ვინც თვლის, რომ ნა­ცე­ბი, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და ზო­გა­დად ლი­ბე­რა­ლე­ბი ერთი ჯი­შის ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ან­ტი­ქარ­თუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნია, იმ ხალ­ხის აზრი სა­ერ­თოდ არა­ნა­ირ თე­მა­ზე არ მა­ინ­ტე­რე­სებს და ტყუ­ი­ლად ნუ და­ი­ხარ­ჯე­ბი­ან კო­მენ­ტა­რებ­ზე. მით უმე­ტეს, რომ მა­ინც და მა­ინც არც წერა-კი­თხვის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და გი­ნე­ბი­სა და გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე სე­რი­ო­ზუ­ლად უჭირთ აზ­რის გად­მო­ცე­მა (თუ იმას აზრი ჰქვია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია.). ერ­თა­დერ­თი, რაც მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ხალ­ხის­გან ისაა, თუ რა­ტომ წე­რენ ძი­რი­თა­დად ლა­თი­ნუ­რი შრიფ­ტით.

P. P. S. არა­ნაკ­ლებ არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმა­თი აზრი, ვინც მო­ა­ხერ­ხებს და ზე­მო­რე გან­მარ­ტე­ბა­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სად­მი ფა­რულ სიმ­პა­ტი­ას ან მის მი­მართ და­უ­ო­კე­ბელ სი­ძულ­ვილს ამო­ი­კი­თხავს. არა­და ვეჭ­ვობ, მო­ა­ხერ­ხე­ბენ მა­ვან­ნი. კი." - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა" - დავით ზურაბიშვილი

"ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"იმის გამო, რომ ჩემი მოსაზრებების პუბლიკაცია ფბ-ზე ხშირად იწვევს ხოლმე კამათს და ხშირად მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, გადავწყვიტე ერთ აქტუალურ საკითხზე მოკლედ, თეზისების სახით, მაგრამ მკაფიოდ და გარკვევით განვმარტო მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. ვიცი, დიდწილად ამაო გარჯაა და მაინც ძველებურად გაგრძელდება, მაგრამ ვიღაცას მაინც რომ მოხვდება გულზე, გამოსარჩლებად ისიც მეყოფა.

საქმე ეხება ჩემს დამოკიდებულებას ნაციონალურ მოძრაობისა და მისი მომხრეების მიმართ. კერძოდ, მე

ა) ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მიმართ მაქვს ძალიან მყარი შეხედულება, რომელიც არ არის გაპირობებული არანაირი პიროვნული ფაქტორით (რამის გამო ან ვინმეს მიმართ წყენა და ა.შ.). მიმაჩნია, რომ ამ მმართველობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული, თავისი არსით მოძალადე და დანაშაულებრივი რეჟიმი, სადაც ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყო სავალდებულო, ხოლო ადამიანების დაშანტაჟებას და დატერორებას ჰქონდა სისტემური ხასიათი.

ბ) არ ვიზიარებ იმ აზრს, თითქოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა იმთავითვე იყო ბოროტება და ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერები იყვნენ გამორჩეული ნაძირლები. ვთვლი, რომ ამ გუნდის მიზანი იყო ქვეყნისა და საზოგადოების მოდერნიზაცია და დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია, უბრალოდ მათ დააპირეს ამ მიზნის მიღწევა დიქტატის და ძალადობის ხარჯზე, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ხელისუფლების ტრანსფორმაცია დანაშაულებრივ რეჟიმად. სხვანაირად რომ ვთქვა, ნაცმოძრაობის მმართველობის ტრაგედია იყო კარგი მიზნების ცუდი საშუალებებით მიღწევის მცდელობა, რის შედეგადაც მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება ასეთ დროს - ხელისუფლება გახდა საკუთარი წიაღიდან ნაშობი ბოროტების მძევალი.

გ) მიმაჩნია, რომ დღევანდელი ნაცმოძრაობა, ძველი ლიდერებით, პროდასავლურობაზე ექსკლუზივის პრეტენზიით და საკუთარი მმართველობის პერიოდის მიმართ უკრიტიკო დამოკიდებულებით არის პრინციპულად მიუღებელი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც შეუძლებელია სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და რომელსაც ხელისუფლებაში მობრუნების შანსი პრაქტიკულად არა აქვს. ერთადერთი, რაც ასეთი ტიპის გაერთიანებას უხანგრძლივებს არსებობას, არის ის, რომ ხელისუფლების დღის წესრიგში დღემდე ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაა მთავარი თემა.

დ) არ მიმაჩნია, რომ ნაცმოძრაობის ყველა წევრი და მხარდამჭერი არის პათოლოგი და არაადამიანი. მიმაჩნია, რომ მათ შორისაც არიან უფრო რადიკალები, უფრო ზომიერები და არაერთი ისეთი ადამიანიც, რომელიც ნამდვილად არაა დასაკარგი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, თუკი ნაცმოძრაობის წიაღში მოხდება წარსულის შეცდომებისა და დანაშაულების რეალური გაცნობიერება, შესაძლოა ამ პოლიტიკური ძალის წიაღიდან ნორმალური, პროდასავლურ-ნეოლიბერალური ტიპის პარტიაც გამოვიდეს, რაც ჩემის აზრით სასურველი იქნებოდა. ოღონდ ამის აუცილებელი პირობაა ძველი ლიდერებისგან და დანაშაულობების ტვირთისგან გათავისუფლება წარსულის კრიტიკული გააზრებისა და ერთგვარი მონანიების გზით. ეს არის ნაცმოძრაობის ცივილიზებულ პარტიად გარდაქმნის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.

ე) ვფიქრობ, თუ ნაცმოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ვერ მოახერხებენ წარსულის კრიტიკულ გადაფასებას, ხოლო სააკაშვილის მმართველობის კრახის მიზეზად ბოლომდე სერიოზულად ჩათვლიან იმას, რომ თითქოს ციხის კადრები დადგმული იყო და ბიძინამ პატარა ბარბარე რაფალიანცი მოაკვლევინა, მაშინ ნაცების გაუცხოების ხარისხი მთელი დანარჩენი საზოგადოებისგან გაიზრდება და საბოლოოდ (ეს არის მხოლოდ დროის საკითხი) ამ ხალხისგან მივიღებთ ტოტალიტარული სექტის მაგვარ დაჯგუფებას.

ვ) არ ვიცი და არც ვფიქრობ იმაზე, თუ რა გზას აირჩევს ნაცმოძრაობა, როგორც პარტია და რა გზას დაადგებიან მისი წევრები და მხარდამჭერები. ეს არის მთლიანად მათი გადასაწყვეტი. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდი იქნება მათ მიმართ დანარჩენი საზოგადოების წნეხი, რაც უფრო დიდხანს იქნებიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში, რაც მეტი უარყოფითი ენერგია დაიხარჯება მათ წინააღმდეგ, მით უფრო იზოლირებულ, რადიკალურ და მტკიცე ერთობად შეიკვრება ეს არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რაც, ჩემის ღრმა რწმენით, მხოლოდ საზიანო იქნება თავად მათთვისაც, დანარჩენი საზოგადოებისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვისაც. პრინციპში, სულ ეს არის.

P. S. ვინც თვლის, რომ ნაცები, რესპუბლიკელები და ზოგადად ლიბერალები ერთი ჯიშის ანტიეროვნული და ანტიქართული წარმონაქმნია, იმ ხალხის აზრი საერთოდ არანაირ თემაზე არ მაინტერესებს და ტყუილად ნუ დაიხარჯებიან კომენტარებზე. მით უმეტეს, რომ მაინც და მაინც არც წერა-კითხვის უნარით გამოირჩევიან და გინებისა და გენიტალიების ხსენების გარეშე სერიოზულად უჭირთ აზრის გადმოცემა (თუ იმას აზრი ჰქვია, რასაკვირველია.). ერთადერთი, რაც მართლა მაინტერესებს ამ ხალხისგან ისაა, თუ რატომ წერენ ძირითადად ლათინური შრიფტით.

P. P. S. არანაკლებ არ მაინტერესებს იმათი აზრი, ვინც მოახერხებს და ზემორე განმარტებაში ნაცმოძრაობისადმი ფარულ სიმპატიას ან მის მიმართ დაუოკებელ სიძულვილს ამოიკითხავს. არადა ვეჭვობ, მოახერხებენ მავანნი. კი." - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს