სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"
"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

უკ­რა­ი­ნულ­მა ვებგ­ვერდ tube.ua -ზე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბას რო­გორც ჩვენ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში დიდი რე­ზო­ნა­ნა­სი მოჰ­ყვა. კად­რებ­ში ჩანს რო­გორც ძა­ლა­დო­ბენ მა­მა­კაც­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად და ასე აი­ძუ­ლე­ბენ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას.

შსს- მ სა­მეგ­რე­ლოს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლის ნა­წი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­აც­ნო, რის შემ­დე­გაც ეს მა­სა­ლე­ბი სა­ჯა­როდ, შს იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. უც­ნო­ბია, რო­გორ მოხ­ვდა ეს კად­რე­ბი უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე.

2013 წელს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­რა­ზე­ნის ტყის მა­სივ­ში, 8 ცალი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის კას­რი იპო­ვეს, სა­დაც დიდი ოდე­ნო­ბით ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­თან ერ­თად, შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და 18 ცალი ვი­დე­ო­ფი­რი აღ­მოჩ­ნდა.

რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბამ კას­რებ­ში ნა­პოვ­ნი ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე ჩა­წერ­ლი მა­სა­ლა და­ათ­ვა­ლი­ე­რა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ორ მათ­გან­ზე ორი მა­მა­კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი იყო ჩა­წე­რი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ ფირ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ყვე­ლა პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ლე­ვე მა­ო­ხე­რე­ხა და ისი­ნი და­ა­კა­ვა. ნა­პოვ­ნი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და სხვა მოკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლით გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როს მე­გის ქარ­და­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი ჰქონ­და დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლის წევ­რე­ბიც უკა­ნო­ნოდ აპა­ტიმ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს და სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, წი­ნას­წარ აშე­ნე­ბულ მი­წის­ქვე­შა ბუ­ნა­გებ­ში აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლის გა­სა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლად კი ადა­მი­ანს ქი­რა­ობ­დნენ, რა­შიც მას ფულს უხ­დიდ­ნენ.

"კას­რე­ბის საქ­მე­ზე" გა­ნა­ჩე­ნი 2014 წელს გა­მო­ა­ცხად­და. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 12 ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრა­ლი ორი მა­მა­კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბო­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც მან მთლი­ა­ნო­ბა­ში 55 ლარი აიღო.

მის გარ­და, ე.წ. "კას­რე­ბის საქ­მე­ზე", გა­მო­ძი­ე­ბამ გუ­რამ ჭი­თა­ნა­ვა, გოჩა შო­ნია, პა­ა­ტა ქი­რია, გი­ორ­გი ბუ­ლია, რუს­ლან შა­მა­ხია, კობა თო­დუა, მარ­ლეს ხვი­ტია, ირაკ­ლი ახა­ლა­ია და და­ვით ჩა­გი­ნა­ვა და­ა­კა­ვა, ხოლო მე­გის ქარ­და­ვა და კოხ­ტა კო­დუა ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და.უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ეს კად­რე­ბი სწო­რედ ე.წ. კას­რე­ბის ვი­დე­ო­ფი­რე­ბი­დან იყო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო, პრკუ­რა­ტუ­რამ კი გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ადა­მა­ი­ნე­ბი, ვინც კად­რებ­ში ძა­ლა­დო­ბენ, უკვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არი­ან მი­ცე­მუ­ლი და სას­ჯელს იხ­დი­ან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მრა­ვალ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი თერ­თმე­ტი პირი, კერ­ძოდ, მე­გის ქარ­და­ვა, და­ვით ჩა­გი­ნა­ვა და კოხ­ტა კო­დუა ცნო­ბი­ლი იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის იმ მუხ­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ფორ­მით სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის ძა­ლა­დო­ბით დამ­ყა­რე­ბას, წა­მე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თას. მათ სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ;

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

უკრაინულმა ვებგვერდ tube.ua -ზე წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოაქვეყნებას როგორც ჩვენში, ასევე უკრაინაში დიდი რეზონანასი მოჰყვა. კადრებში ჩანს როგორც ძალადობენ მამაკაცზე სექსუალურად და ასე აიძულებენ ჩვენების მიცემას.

შსს- მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მსგავსი შინაარსის მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების დროს გააცნო, რის შემდეგაც ეს მასალები საჯაროდ, შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ საიტზე.

2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.

როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერლი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მაოხერეხა და ისინი დააკავა. ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.

"კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.

მის გარდა, ე.წ. "კასრების საქმეზე", გამოძიებამ გურამ ჭითანავა, გოჩა შონია, პაატა ქირია, გიორგი ბულია, რუსლან შამახია, კობა თოდუა, მარლეს ხვიტია, ირაკლი ახალაია და დავით ჩაგინავა დააკავა, ხოლო მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ძებნილად გამოაცხადა. უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გამოჩენისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს კადრები სწორედ ე.წ. კასრების ვიდეოფირებიდან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, პრკურატურამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ადამაინები, ვინც კადრებში ძალადობენ, უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული და სასჯელს იხდიან, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ, მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის იმ მუხლებით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ;

იხილეთ გაგრძელება

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური-87, მინიმალური კი 2 წელი