სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალციხის მეხუთე სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
ახალციხის მეხუთე სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ახალ­ცი­ხის მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ ეთერ გვირ­ჯიშ­ვილს მოს­წავ­ლე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მას­წავ­ლებ­ლის მიერ ოთხ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი 12 ოქ­ტომ­ბერს, მე­ო­თხე გაკ­ვე­თილ­ზე მოხ­და. მას­წავ­ლე­ბელ­მა იმის გამო, რომ შე­უძ­ლოდ გახ­და, ბავ­შვებს და­ვა­ლე­ბა მის­ცა და რამ­დე­ნი­მე წუ­თით სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვი­და. უკან მობ­რუ­ნე­ბულს კი საკ­ლა­სო ოთახ­ში ხმა­უ­რი დახ­ვდა.

"მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა, ორი წუ­თით გა­ვალ და და­ვა­ლე­ბის წერა გა­აგ­რძე­ლე­თო. ვწერ­დი, უკ­ნი­დან კლა­სელ­მა და­მი­ძა­ხა, მივ­ბრუნ­დი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ დროს შე­მო­ვი­და. ოთხი ბავ­შვი, ორი გოგო და ორი ბიჭი დაგ­ვა­სა­ხე­ლა და და­ფას­თან გაგ­ვიყ­ვა­ნა. მა­ი­ას თმე­ბი მო­ქა­ჩა, მე კი­დევ სა­ხე­ში შე­მო­მარ­ტყა", - ყვე­ბა ერთ-ერთი მოს­წავ­ლე.

მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ სა­ხე­ში შე­მო­არ­ტყა, ამას და­ფას­თან გა­სუ­ლი ოთხი მოს­წავ­ლი­დან მე­ო­რეც ადას­ტუ­რებს: "კა­ლა­მი და­მი­ვარ­და, ასა­ღე­ბად და­ვი­ხა­რე და მას­წავ­ლე­ბე­ლი მაგ დროს შე­მო­ვი­და. კლა­სის კა­რე­ბი რომ გა­ა­ღო, მა­მუ­კაც ფეხ­ზე იდგა. ოთხი ბავ­შვი გაგ­ვიყ­ვა­ნა, არც გვა­ცა­ლა რომ რა­ი­მე აგ­ვეხ­სნა. მა­ი­ას თმე­ბი მო­ქა­ჩა და ჩვენ დაგ­ვარ­ტყა".

ცე­მის ფაქტს მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­დებს მოს­წავ­ლე­ებ­მა ტე­ლე­ფო­ნით შე­ა­ტყო­ბი­ნეს და ისი­ნი სკო­ლა­ში დღის ბო­ლომ­დე შე­იკ­რიბ­ნენ.

"რომ და­მი­რე­კა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ ასე­თი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და. ვუ­თხა­რი, დამ­რი­გე­ბელ­თან მიდი და უთხა­რი-თქო. ასე მო­იქ­ცნენ სხვა ბავ­შვე­ბიც. ისი­ნი ატი­რე­ბუ­ლე­ბი მან­და­ტუ­რებ­მაც და­ი­ნა­ხეს. შემ­დეგ სკო­ლა­ში დაგ­ვი­ბა­რეს ამ ოთხი ბავ­შვის მშო­ბე­ლი", - ყვე­ბა ერთ-ერთი მოს­წავ­ლის დედა.

"მას­წავ­ლე­ბელ­მა უარ­ყო, მაგ­რამ ბავ­შვს სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. ნა­ცე­მი და გამ­წა­რე­ბუ­ლი იყო", - ამ­ბობს ერთ-ერთი ბავ­შვის დედა.

მოს­წავ­ლე­ე­ბის ცე­მას მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. მისი თქმით, მსგავს შემ­თხვე­ვას ად­გი­ლი რომ ჰქო­ნო­და, ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე აღარ დარ­ჩე­ბოდ­ნენ. "ისე­თი თა­მა­მი კლა­სია, რომ და­მერ­ტყა, გა­რეთ გა­მო­ვარ­დე­ბოდ­ნენ. არა­და გაკ­ვე­თი­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ვა­ტა­რე, ბავ­შვებს ნიშ­ნე­ბი დღი­უ­რებ­შიც კი შე­ვუ­ტა­ნე. სახ­ლში წა­ვე­დი და დი­რექ­ტორ­მა ამის მერე და­მი­რე­კა, ამო­დიო", - აცხა­დებს გვირ­ჯიშ­ვი­ლი.

მშობ­ლე­ბის თქმით, მათ მას­წავ­ლებ­ლის შეც­ვლა არ მო­უ­თხო­ვი­ათ, მხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­ინც გა­და­წყვი­ტა, რომ კლა­სი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. "მივ­ხვდი, რომ არ ვუნ­დო­დი და სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი, თე­მურ ხუ­ციშ­ვი­ლი შე­ვი­და მათ­თან", - ამ­ბობს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ მას­წავ­ლე­ბელს, მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა და­ა­წე­რი­ნა.

"ამ წუთ­ში ვე­რა­ფერ­ზე გი­პა­სუ­ხებთ. ჯერ რე­ა­გი­რე­ბა არ მოგ­ვიხ­დე­ნია. ერ­თპი­როვ­ნუ­ლად დი­რექ­ტო­რი არა­ფერს წყვეტს. ამას დის­ციპ­ლი­ნურ კო­მი­ტეტს გა­და­ვუგ­ზავ­ნი, იმ­სჯე­ლებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ", – აცხა­დებს მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ინგა ვარ­დი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალციხის მეხუთე სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ახალციხის მეხუთე სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ეთერ გვირჯიშვილს მოსწავლეებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. მასწავლებლის მიერ ოთხ ბავშვზე ძალადობის ფაქტი 12 ოქტომბერს, მეოთხე გაკვეთილზე მოხდა. მასწავლებელმა იმის გამო, რომ შეუძლოდ გახდა, ბავშვებს დავალება მისცა და რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა. უკან მობრუნებულს კი საკლასო ოთახში ხმაური დახვდა.

"მასწავლებელმა თქვა, ორი წუთით გავალ და დავალების წერა გააგრძელეთო. ვწერდი, უკნიდან კლასელმა დამიძახა, მივბრუნდი და მასწავლებელი ამ დროს შემოვიდა. ოთხი ბავშვი, ორი გოგო და ორი ბიჭი დაგვასახელა და დაფასთან გაგვიყვანა. მაიას თმები მოქაჩა, მე კიდევ სახეში შემომარტყა", - ყვება ერთ-ერთი მოსწავლე.

მასწავლებელმა რომ სახეში შემოარტყა, ამას დაფასთან გასული ოთხი მოსწავლიდან მეორეც ადასტურებს: "კალამი დამივარდა, ასაღებად დავიხარე და მასწავლებელი მაგ დროს შემოვიდა. კლასის კარები რომ გააღო, მამუკაც ფეხზე იდგა. ოთხი ბავშვი გაგვიყვანა, არც გვაცალა რომ რაიმე აგვეხსნა. მაიას თმები მოქაჩა და ჩვენ დაგვარტყა".

ცემის ფაქტს მოსწავლეების მშობლებიც ადასტურებენ. მომხდარის შესახებ დედებს მოსწავლეებმა ტელეფონით შეატყობინეს და ისინი სკოლაში დღის ბოლომდე შეიკრიბნენ.

"რომ დამირეკა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ვითარება იქნებოდა. ვუთხარი,  დამრიგებელთან მიდი და უთხარი-თქო. ასე მოიქცნენ სხვა ბავშვებიც. ისინი ატირებულები მანდატურებმაც დაინახეს. შემდეგ სკოლაში დაგვიბარეს ამ ოთხი ბავშვის მშობელი", - ყვება ერთ-ერთი მოსწავლის დედა.

"მასწავლებელმა უარყო, მაგრამ ბავშვს სახეზე ეტყობოდა ყველაფერი. ნაცემი და გამწარებული იყო", - ამბობს ერთ-ერთი ბავშვის დედა.

მოსწავლეების ცემას მასწავლებელი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი რომ ჰქონოდა, ბავშვები გაკვეთილზე აღარ დარჩებოდნენ. "ისეთი თამამი კლასია, რომ დამერტყა, გარეთ გამოვარდებოდნენ. არადა გაკვეთილი ჩვეულებრივ ჩავატარე, ბავშვებს ნიშნები დღიურებშიც კი შევუტანე. სახლში წავედი და დირექტორმა ამის მერე დამირეკა, ამოდიო", - აცხადებს გვირჯიშვილი.

მშობლების თქმით, მათ მასწავლებლის შეცვლა არ მოუთხოვიათ, მხოლოდ ბავშვებზე ძალადობა გააპროტესტეს. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა მაინც გადაწყვიტა, რომ კლასი დაეტოვებინა. "მივხვდი, რომ არ ვუნდოდი და სხვა მასწავლებელი, თემურ ხუციშვილი შევიდა მათთან", - ამბობს მასწავლებელი.

სკოლის დირექციამ მასწავლებელს, მშობლებსა და მოსწავლეებს ახსნა-განმარტებითი განცხადება დააწერინა.

"ამ წუთში ვერაფერზე გიპასუხებთ. ჯერ რეაგირება არ მოგვიხდენია. ერთპიროვნულად დირექტორი არაფერს წყვეტს. ამას დისციპლინურ კომიტეტს გადავუგზავნი, იმსჯელებს დისციპლინური კომიტეტი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", – აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა