"ხვალ კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა" - "ფეისბუქში" თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას ეხმაურებიან

"ხვალ კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა" - "ფეისბუქში" თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას ეხმაურებიან

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ჩერგოლეიშვილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ეკა ხერხეულიძე:

"მაშინ, როდესაც პარლამენტში ვსჯელობთ რუსთავი 2-ზე, ხელისუფლებამ გაბედა და დააკავა ტაბულას დირექორი - თამარ ჩერგოლეიშვილი.. რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ეს წარმოედგინა ხელისუფლებას"

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"აგონაიაში არიან ესენი.."

ელისო კილაძე

"გააფრინეს"

ელენე ხოშტარია:

"გაზპრომის საწინააღმდეგო პროტესტისთვის დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი.

ორთაჭალაში წაიყვანეს. მე მივალ ეხლა ორთაჭალაში და გავაპროტესტებ ჟურნალისტის უკანონო დაკავებას"

ასევე ნახეთ| "რუსეთის სიძულვილისთვის დაიჭირეს ისინი" - დავით კოვზირიძე მეგობრების დაკავებას ეხმიანება

ნიკა გვარამია:

"გადასულხართ მილევად რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებავ"

ლაშა ბერულავა:

"თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრის დროს. ლექსო მაჭავარიანიც. ე.ი. ხვალინდელი აქცია აშინებთ. შევარდნაძის დროსაც კი, როცა მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანაირად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში, არ აკავებდნენ ჟურნალისტებს"

ნინია კაკაბაძე:

"ესენი გავიდნენ უკვე გაღმა! ეს მეოთხე წელი უკვე ძალიან კარგია და წინ რაც გველის, რომ წარმოვიდგენ... ისეთს მოუწყობს იქ თამარა? :))"

ასევე ნახეთ| "ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

დავით პაიჭაძე:

"ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს". სწორად დაუკავებიათ. ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების გაკვრა ქალაქს ამახინჯებს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს