გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა

გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა

მისი ნაბიჯი დროულიც იყო და ძალიან თამამიც. ერთ მშვენიერ დღეს მან ფეისბუქზე შექმნა გვერდი "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები" და ამ გვერდს დღეს უკვე 40 000-ზე მეტი მოწონება აქვს. გასაგები მიზეზების გამო მან ვინაობის გამხელა არ ისურვა და ეს ინტერვიუ ფეისბუქით ჩავწერეთ.

- როდის გადაწყვიტეთ, რომ სოციალურ ქსელში შეგექმნათ გვერდი სახელწოდებით "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები"? იმ დღეს განსაკუთრებით თავხედ მძღოლს გადაეყარეთ?

- იმ დღეს მანქანით დიდი დიღმის ტრასაზე, "კარფურის" მიმართულებით მივდიოდი. დასაშვებზე სწრაფად არასდროს დავდივარ. ლიმიტს რომ არ გადავაჭარბო, მანქანაში 70 კმ/სთ-ის ნიშნულზე ხმოვანი სიგნალი მაქვს დაყენებული. იმ დღეს, სრულიად მოულოდნელად, გზაზე მოხუცმა გადამირბინა. წინ მიმავალი მანქანის გადასწრებას ვაპირებდი, როდესაც იმ მანქანამ უეცრად დაამუხრუჭა. ჩემს წინ მოხუცი კაცი გამოხტა, რომელსაც მანქანა ძლივს ავარიდე. ჩემი მანქანის სიჩქარე იმ მომენტში 5 კმ/სთ-ით მეტიც რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, გვერდს გავკრავდი და წავაქცევდი, უკან მომავალი მანქანა კი გაიტანდა. და ეს ყველაფერი გადასასვლელი ხიდის ქვეშ ხდებოდა. მოხუცმა გზა განაგრძო და დავინახე, რომ გზის მეორე მხარეს ავტობუსში ჩაჯდა. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მანქანა მოვატრიალე და ავტობუსს ავედევნე. როდესაც ავტობუსი გაჩერდა, მეც გავაჩერე მანქანა და ავტობუსში ავედი. მოხუცს ვკითხე, რამდენი დრო და ენერგია დაეხარჯებოდა, ხიდზე რომ ასულიყო და არც საკუთარი სიცოცხლე ჩაეყენებინა საფრთხეში და არც მძღოლების. ვუთხარი, რომ ორი პატარა ბავშვის მამა ვარ და მის გამო, შეიძლება, ციხეში აღმოვჩენილიყავი. ამ კაცმა კი მიპასუხა: „კარგი რა, მთლად ასე ცუდადაც არ ყოფილა საქმე!" რაღა უნდა მეთქვა? ავტობუსიდან ჩამოვედი, გზა გავაგრძელე და იმავე დღეს შევქმენი ეს გვერდი...

- მართალია, მიზეზს ვხვდებით, მაგრამ მაინც გკითხავთ: რატომ არ გსურთ ვინაობის გამხელა?

- იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება და ერი კრიტიკას ვერ იტანს. ბევრი იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ ჩვენს გვერდზე მოხვედრილი მისი მანქანის ფოტოს გამო ფიზიკურად გაგისწორდეს.

- ამბობთ, რომ იყო და არის მუქარა იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეო მასალაში თავიანთ თავს პოულობენ. თქვენი გვერდის მოხმარების წესებში ვკითხულობთ: "სასურველია, რომ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი კარგად ჩანდეს." რატომ?

- ნომერი თუ დავმალეთ, მაშინ ამ გვერდს აზრი აღარ ექნება. ყველა გაერთობა. ვერავინ იცნობს საკუთარ, მეგობრის, ნათესავის, ან მეზობლის მანქანას და დარღვევის გამო ვეღარც დისკომფორტს იგრძნობს. ბოლო დროს მუქარამ საკმაოდ იკლო. მიხვდნენ, რომ მათი მოწერილი ტექსტები ისევ ჩვენ გვერდზე ქვეყნდება და ერიდებიან.

"დავბრუნდი საქართველოში და მალე მივხვდი, რომ მომბეზრდა ცხოვრება გარემოში, სადაც კორპუსის ფანჯრებიდან ნაგვის პარკებს ისვრიან, მერე კი სუფრაზე სამოშობლოს სადღეგრძელოს წარმოთქვამენ"

- გვერდს უკვე 30 000-ზე მეტი მოწონება აქვს. გამოხმარება ძირითადად პოზიტიურია, ხალხი "გულს იფხანს" - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. რა არის თქვენი მიზანი?

- ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ხალხის აზროვნება. საგზაო წესების მასობრივი დარღვევები ქართული ხასიათის ერთ-ერთი ანარეკლია. გვინდა, სურათებისა და ვიდეობის საშუალებით, ყველას დავანახოთ, რას ნიშნავს სწორი და არასწორი ქცევა. მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთა უმეტესობა წესებს არღვევს და ეს, ლამისაა, ნორმად იქცეს. რა თქმა უნდა, ილუზიებით არ ვიკვებებით და ვიცით, რომ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ამგვარი გვერდი ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია