ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში

ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში

ფრანგულ სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში Hotels & Preference Hualing თბილისი გაიხსნა, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლება ჩინურ კომპანია "Hualing" ჯგუფს ეკუთვნის.

სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. მათ შეეძლებათ სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებული ბიზნეს კატეგორიის რეკრეაციული ცენტრით "Be PURE"-ით ისარგებლონ, რომლის ფართობი 3500 კვ.მ.-ს უტოლდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ 25 მეტრიანი დახურული საცურაო აუზით, საუნით, სპა-ჯაკუზით, და თბილისში პირველად 3D გოლფ სიმულატორით.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" კლიენტებს შეეძლებათ ეგზოტიკური კერძები დააგემოვნონ. სტუმრებს მოემსახურება სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანი "Be CHIC", აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულო, ასევე შესაძლებელი იქნება ჩინურ რესტორან "ENSEMBLE"-ს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან ეროვნული სამზარეულოს ეგზოტიკური კერძების გასინჯვა.

5 ვარსკვლავიან სასტუმროს საქართველოში პირველად ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცე აქვს.

სასტუმრო საზეიმოდ გახსნეს "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სინჯიანის პროვინციის გუბერნატორმა შოქრატ ზაკირმა, "ჰოთელს & პრეფერენსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სირილ ვოსაღმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

"კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასქტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა. მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ "ჰუალინგმა" დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "ჰუალინგი" ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისშიც, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.

ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული სინჯიანის პროვინციის გუბერნატორი, შუქრათ ზაქირი და სასტუმროთა ქსელის "ჰოთელს & პრეფერენსის" დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, სირილ ვოსაღი სიტყვით გამოვიდნენ.

"თბილისში ამ სასტუმროს გახსნა მიუთითებს რამდენად წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ის მომავალშიც თავის წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში, რადგან აქ ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ვიმედოვნებ, რომ ამ სასტუმროს გახსნა იქნება წინაპირობა ჩინეთსა და საქართველოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობის სამომავლოდ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა სასტუმროს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას შოქრატ ზაკირიმ.

ბიზნეს კატეგორიის სასტუმროს გახსნა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში განხორციელდა.

"15 წლის წინ პარტნიორების დახმარებით პირველი სასტუმრ პარიზში გავხსენით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 140-ე სასტუმროს გახსნას ისეთ შესანიშნავ ქალაქში ვიზეიმებდით, როგორიც თბილისია. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომხმარებლების ყველა ინტერესს და ვქმნით მყუდრო სასტუმროებს. აქ თქვენ კომფორტული გარემო გელოდებათ", - განაცხადა "ჰოთელს & პრეფერენსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სირილ ვოსაღმა.

საქართველოში "ჰოთელს & პრეფერენსის" მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 73 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 სართულიანი თანამედროვე დიზაინის შთამბეჭდავი შენობა თბილისის ზღვასთან, განსაკუთრებულად ეკოლოგიურ გარემოში მდებარებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი