ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე

ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე

გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს..." მეფეს ბავშვის გასახალისებლად ბრძანებაზე ლათინური, ბერძნული, სპარსული და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს...

ქართველ მონარქთაგან ერეკლე მეორე ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო (ზოგი ვერსიით - 21 შვილი ჰყავდა, სხვა ვარაუდით კი - 28). რამდენიმე მათგანი ადრეულ ასაკში გამოაკლდა წუთისოფელს, დარჩენი­ლთაგან მეფე-მამა ყველაზე მეტად ნაბოლარა­ ქალიშვილს - თეკლა ბატონიშვილს ანებივრებდა. ერეკლე მეორეს არაერთი დოკუმენტი ახასიათებს, როგორც უბადლო მეომარს, დიპლომატს, სტრატეგს... ვხვდებით ისეთ მასალებსაც, რომლებშიც იგი წარმოჩნდება­ მოსიყვარულე მამად. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე:

- საბედნიეროდ, ერეკლე მეორის შთამომავლებმა არქივს ჩააბარეს პატარა კახის ხელით ნაწერი ბარათები. ეს ბარათები "მამ­ისა და დედის სიხარულს", "შინაგან გულის­ ნათელს" თეკლა ბატონიშვილს ეძღვნება.­ უმრავლესობა დაწერილია ერეკლეს ლაშქრობებში ყოფნისას. ჩანს, ამ დროს ყველაზე­ მეტად ვინ ენატრებოდა მას...

ერთგან ერეკლე თეკლას სწერს: "შენმა გაზრდამ, დიაღ მეჯავრება შენი მოშორება­ და კინაღამ ვერც გამიძლია. ღვთით ამ ორს დღეში გნახავ". ცნობილია, რომ თეკლა, გარდა იმისა,­ რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილა, ვაჟკაცური თვისებებითაც გამოირჩეოდა. უყვარდა ცხენით ჯირითი, მიზანში­ სროლა, ნადირობა. ერთხელ თურმე გაუხედნავ ცხენს, რომელსაც მამაკაცებიც ერიდებოდნენ, შეხტომია და მოუთვინიერებია. ალბათ, ამიტომაც აქეზებდა მამა თეკლას. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება მეფის სახუმარო ბრძანებაც, რომელიც 1780 წელს არის დაწერილი. ამ დროს თეკლა­ მხოლოდ 4 წლის გახლდათ. "გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა­ და დებს ამიერიდან გიწოდონ თეკლა-ბიჭი"."ამ სახუმარო სიგელს ერეკლეს გარდა ამტკიცებს ანტონ კათალიკოსი და იულონ ბატონიშვილი. მასზე მეფეს ბავშვის გასახალისებლად ლათინურ, ბერძნულ, სპარსულ და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს, რაც პატარისთვის უთუოდ მიმზიდველი სანახავი იქნებოდა.

- თეკლა ბატონიშვილის მამასთან ურთიერთობაზე მოგვიანებით თეკლას ვაჟი, ალექსანდრე ორბელიანიც წერს თავის მოგონებებში.

- ეს მოგონებები მართლაც ძალიან საინტერესოა. ალექსანდრე წერს: "16 წლამდინ დედაჩემსა კაცურად სცმია ტანისამოსი და მამას - მეფეს ირაკლის ის თან დაჰყავდა, სადაც წავიდოდა და ზოგიერთს ჯარიანობაშიც კი წაეყვანა".

- "ჯარიანობაში წაყვანამდე" რამდ­ენიმე ბარათი გამოუგზავნია ერეკლეს თეკლასთ­ვის.­

- დიახ... ერთ-ერთი 1781 წელსაა დაწერილი. "თეკლას, მამისა და დედის სიხარ­ულს, მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომელისგანაც შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს (დაშაქრული ნუში. - ავტ.) და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ". ამ ბარათიდან გამოსჭვივის სითბოც, იუმორიც, სიყვარულიც, მონატრებაც...

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს