სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"
დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"

"ძნე­ლია მშობ­ლის­თვის და მით უფრო, მა­მის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბა, თათა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლია. თათა და გიო კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და სკო­ლი­დან და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და", - ამ­ბობს დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სი­მამ­რი გახ­და, რა­ზეც AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- თა­თას გა­თხო­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შე­სა­გუ­ე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, ვინ უყ­ვარ­და და მოს­წონ­და. მერე რო­დე­საც მი­თხრა, გიოს შენ­თან შეხ­ვედ­რა უნდა, ჩემი ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ჩვენ­თან სახ­ლში მოს­ვლას აპი­რებ­სო, მე­სი­ა­მოვ­ნა, რად­გა­ნაც ამ თა­ო­ბა­ში ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ზოგს მათი ტერ­მი­ნით რომ ვთქვა, "უტყდე­ბა", დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობს თავს.

მოკ­ლედ, გიო ჩემ­თან სამ­სა­ხურ­ში მო­ვი­და და მი­თხრა, - თქვე­ნი შვი­ლი მიყ­ვარს და მო­მე­ცით იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოჯახ­ში მო­ვი­დეო. ვუ­თხა­რი, - ჩემი სიძე ვე­რას­დროს იქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ბავ­შვი გა­გიჟ­და, თავი ჩა­ღუ­ნა და ქვე­მო­დან მი­ყუ­რებ­და. მერე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­მი­ვი­და და ვუ­თხა­რი, - ამით იმის თქმა მინ­დო­და, რომ ჩემი მე­სა­მე შვი­ლი იქ­ნე­ბი და რო­გორც სი­ძეს, ასე ვერ მი­გი­ღებ, რად­გა­ნაც დიდი ხა­ნია, გიც­ნობ-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა და თა­ვი­დან­ვე შე­ვე­ცა­დე, გან­მე­მუხ­ტა უხერ­ხუ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა. გიოს გა­ე­ცი­ნა. იმის მერე ჩვენ­თან ოჯახ­ში მო­ვიდ­ნენ და თათა და­ნიშ­ნეს. ქორ­წი­ლი 3 ოქ­ტომ­ბერს იყო. მი­ხა­რია, რომ ერთი პა­ტა­რა ლა­მა­ზი ოჯა­ხი შე­იქ­მნა.

- მგო­ნი, რა­ღა­ცით ჰგვა­ნან კი­დეც ერ­თმა­ნეთს...

- კი, ყვე­ლა ამას ამ­ბობს... გი­ორ­გის იმით ვა­ფა­სებ, რომ მე­ცხრე კლა­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­თას გვერ­დით ვინც კი გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა მა­შინ­ვე "გა­აქ­რო", არა­ვინ გა­ა­კა­რა. ვა­ფა­სებ ასეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ასე ბო­ლომ­დე და­იც­ვა და მარ­თლაც რო­გორც სა­კუ­თარ შვილს, ისე ვუ­ყუ­რებ.

- სად სწავ­ლო­ბენ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი?

- გი­ორ­გი დო­ლა­ბე­რი­ძე, - ასე ვი­ტყო­დი, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ენერ­გე­ტი­კულ­ზე სწავ­ლობს, მა­ნამ­დე, ხომ ვთქვი, ორი­ვე 53-ე სკო­ლა­ში ერ­თად სწავ­ლობ­დნენ. თათა "გაუ"-ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სწავ­ლობს.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას?

- გა­და­წყვი­ტეს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად იცხოვ­რონ, თუმ­ცა არ აქვთ პრობ­ლე­მა, სა­დაც უნდა იქ იცხოვ­რონ. გინდ - ჩვენ­თან და გინ­დაც - გი­ორ­გის მშობ­ლებ­თან, მაგ­რამ რად­გა­ნაც ასე და­მო­უ­კი­დებ­ლად ყოფ­ნა უნ­დათ, ორი­ვე ოჯა­ხი ამა­ში მხო­ლოდ ხელს შე­ვუ­წყობთ. ერთი მხრივ არ არის ცუდი, ერ­თმა­ნეთს მე­ტად შე­ეჩ­ვე­ვი­ან, სი­ხა­რულ­სა და გა­ჭირ­ვე­ბას ერ­თად გა­და­ი­ტა­ნენ. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ.

- შვილს რა უთხა­რით?

- მას არაფ­რის თქმა არ უნდა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე და ირი­ნა, ჩემი მე­უღ­ლე შვი­ლებს ისე ვზრდი­დით, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ და იცხოვ­რონ. თა­ვი­დან, თა­თამ როცა მი­თხრა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, ეგო­ნა, დავ­სვამ­დი და ვკი­თხავ­დი, - მი­თხა­რი, ვინ არის შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვინ ჰყავს მშობ­ლე­ბი და ა.შ. ასე­თი კი­თხვე­ბი არ და­მის­ვამს და ბავ­შვი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა. გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი? ჰოდა, ძა­ლი­ან კარ­გი. მე მხო­ლოდ მხარს და­გი­ჭერ ყვე­ლა­ფერ­ში, მას­თან შენ უნდა იცხოვ­რო. დე­და­შე­ნი თუ აქამ­დე სა­დილს 4 კაც­ზე აკე­თებ­და, ახლა 5-ზე გა­ა­კე­თებს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჩვენ მზად ვართ, ასეთ ნა­ბიჯს მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ. სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ვინ წავა, რად­გან ღმერ­თა­მა ასე გა­და­წყვი­ტა, შე­ახ­ვედ­რა ისი­ნი ერ­თმა­ნეთს. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის დას­მის გა­რე­შე მი­ვი­ღე.

- რო­გორც არ უნდა თქვათ, სი­მამ­რი გახ­დით.

- (იცი­ნის). ოჯა­ხი ისე რო­გორ იქ­ნე­ბა, რომ არ იკა­მა­თონ, მაგ­რამ ჩემს შვილს სი­ძის თვალ­ში არას­დროს გა­ვა­მარ­თლებ, დამ­ნა­შა­ვეც რომ იყოს. პი­რად ცხო­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა მა­მე­ბი ჩა­რე­უ­ლან და კონ­ფლიქ­ტიც მომ­ხდა­რა. მე და ირი­ნა 22 წლის ცოლ-ქმა­რი ვართ, ჩვენ­თა­ნაც ყო­ფი­ლა კა­მა­თი, მაგ­რამ ოჯა­ხი დან­გრე­ვის პი­რას არ მიგ­ვიყ­ვა­ნია. ასე რომ, მე და ირი­ნა ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ, შვი­ლე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ვე­რი­ოთ.

- მე­ო­რე გო­გო­ნა რა ასა­კის გყავთ?

- 15 წლის არის. თა­თას გა­თხო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლად ლი­ზამ გა­და­ი­ტა­ნა. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, დებს სა­ო­ცა­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. აე­რო­პორ­ტშიც არ წა­მოგ­ვყვა მის გა­სა­ცი­ლებ­ლად... მოკ­ლედ, მინ­და, რომ ახალ­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე ვუ­სურ­ვო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"

დათო ოქიტაშვილი სიმამრი გახდა - "გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა, ვუთხარი, ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი"

"ძნელია მშობლისთვის და მით უფრო, მამისთვის ქალიშვილის გათხოვება, თათა ჩემი უფროსი შვილია. თათა და გიო კლასელები იყვნენ და სკოლიდან დაიწყო მათი სიყვარული, რომელიც ქორწინებით დასრულდა", - ამბობს დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ სიმამრი გახდა, რაზეც AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- თათას გათხოვება მოულოდნელი და შესაგუებელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც თავიდანვე ვიცოდი, ვინ უყვარდა და მოსწონდა. მერე როდესაც მითხრა, გიოს შენთან შეხვედრა უნდა, ჩემი ხელის სათხოვნელად ჩვენთან სახლში მოსვლას აპირებსო, მესიამოვნა, რადგანაც ამ თაობაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა ზოგს მათი ტერმინით რომ ვთქვა, "უტყდება", დამცირებულად გრძნობს თავს.

მოკლედ, გიო ჩემთან სამსახურში მოვიდა და მითხრა, - თქვენი შვილი მიყვარს და მომეცით იმის საშუალება, რომ ოჯახში მოვიდეო. ვუთხარი, - ჩემი სიძე ვერასდროს იქნები-მეთქი. ბავშვი გაგიჟდა, თავი ჩაღუნა და ქვემოდან მიყურებდა. მერე მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა და ვუთხარი, - ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი მესამე შვილი იქნები და როგორც სიძეს, ასე ვერ მიგიღებ, რადგანაც დიდი ხანია, გიცნობ-მეთქი. საერთოდ, არ მიყვარს ოფიციალურობა და თავიდანვე შევეცადე, განმემუხტა უხერხულობა და დაძაბულობა. გიოს გაეცინა. იმის მერე ჩვენთან ოჯახში მოვიდნენ და თათა დანიშნეს. ქორწილი 3 ოქტომბერს იყო. მიხარია, რომ ერთი პატარა ლამაზი ოჯახი შეიქმნა.

- მგონი, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს...

- კი, ყველა ამას ამბობს... გიორგის იმით ვაფასებ, რომ მეცხრე კლასიდან მოყოლებული, თათას გვერდით ვინც კი გამოჩნდა, ყველა მაშინვე "გააქრო", არავინ გააკარა. ვაფასებ ასეთ ადამიანს, რომელმაც თავისი სიყვარული ასე ბოლომდე დაიცვა და მართლაც როგორც საკუთარ შვილს, ისე ვუყურებ.

- სად სწავლობენ ახალდაქორწინებულები?

- გიორგი დოლაბერიძე, - ასე ვიტყოდი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკულზე სწავლობს, მანამდე, ხომ ვთქვი, ორივე 53-ე სკოლაში ერთად სწავლობდნენ. თათა "გაუ"-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს.

- დამოუკიდებლად აპირებენ ცხოვრებას?

- გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ, თუმცა არ აქვთ პრობლემა, სადაც უნდა იქ იცხოვრონ. გინდ - ჩვენთან და გინდაც - გიორგის მშობლებთან, მაგრამ რადგანაც ასე დამოუკიდებლად ყოფნა უნდათ, ორივე ოჯახი ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ერთი მხრივ არ არის ცუდი, ერთმანეთს მეტად შეეჩვევიან, სიხარულსა და გაჭირვებას ერთად გადაიტანენ. მოკლედ, ვნახოთ.

- შვილს რა უთხარით?

- მას არაფრის თქმა არ უნდა. მთელი ცხოვრება მე და ირინა, ჩემი მეუღლე შვილებს ისე ვზრდიდით, რომ მათ ყველაფერი იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და იცხოვრონ. თავიდან, თათამ როცა მითხრა, რომ შეყვარებული იყო, ეგონა, დავსვამდი და ვკითხავდი, - მითხარი, ვინ არის შენი შეყვარებული, ვინ ჰყავს მშობლები და ა.შ. ასეთი კითხვები არ დამისვამს და ბავშვი გაკვირვებული დარჩა. გიყვართ ერთმანეთი? ჰოდა, ძალიან კარგი. მე მხოლოდ მხარს დაგიჭერ ყველაფერში, მასთან შენ უნდა იცხოვრო. დედაშენი თუ აქამდე სადილს 4 კაცზე აკეთებდა, ახლა 5-ზე გააკეთებს-მეთქი. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ, ასეთ ნაბიჯს მხარი დავუჭიროთ. სიყვარულის წინააღმდეგ ვერავინ წავა, რადგან ღმერთამა ასე გადაწყვიტა, შეახვედრა ისინი ერთმანეთს. მოკლედ, ყველაფერი ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე მივიღე.

- როგორც არ უნდა თქვათ, სიმამრი გახდით.

- (იცინის). ოჯახი ისე როგორ იქნება, რომ არ იკამათონ, მაგრამ ჩემს შვილს სიძის თვალში არასდროს გავამართლებ, დამნაშავეც რომ იყოს. პირად ცხორებაში ჩარევა არ შეიძლება. ყოფილა შემთხვევა, როცა მამები ჩარეულან და კონფლიქტიც მომხდარა. მე და ირინა 22 წლის ცოლ-ქმარი ვართ, ჩვენთანაც ყოფილა კამათი, მაგრამ ოჯახი დანგრევის პირას არ მიგვიყვანია. ასე რომ, მე და ირინა ნამდვილად არ ვაპირებთ, შვილების პირად ცხოვრებაში ჩავერიოთ.

- მეორე გოგონა რა ასაკის გყავთ?

- 15 წლის არის. თათას გათხოვება ყველაზე რთულად ლიზამ გადაიტანა. ძალიან განიცადა, დებს საოცარი დედმამიშვილური ურთიერთობა აქვთ. აეროპორტშიც არ წამოგვყვა მის გასაცილებლად... მოკლედ, მინდა, რომ ახალდაოჯახებულებს დიდი სიყვარული და სიკეთე ვუსურვო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით