მეთიუ მაკონაჰი გასუქდა და გამელოტდა

მეთიუ მაკონაჰი გასუქდა და გამელოტდა

ჰოლივუდის მსახიობი მეთიუ მაკონაჰი სტივენ ჰეგენის ახალ ფილმში შესასრულებელი როლისთვის ისე გარდაისახა, რომ მისი ცნობა გაგიჭირდებათ. ფილმის ("ოქრო") სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება, რომელიც 1993 წელს მოხდა, როდესაც კანადურმა კომპანიამ Bre-X Minerals Ltd ინდონეზიაში ოქროს საბადო აღმოაჩინა. მაკონაჰი უიღბლო ოქროს მაძიებელს თამაშობს (კენი უელსი), რომელიც გეოლოგ მეწყვილესთან ერთად ინდონეზიის ჯუნგლებში ოქროს აღმოჩენას ცდილობს. "ოქროს" გადაღებები ნიუ-იორკსა და ტაილანდში მიმდინარეობს. პრემიერის თარიღის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსახიობი კინოროლისთვის მსხვერპლზე მიდის. "დალასის მყიდველთა კლუბში" განსახიერებული როლისთვის მან წონაში 14 კილო დაიკლო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება