სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?
"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?

"ნიშ­ნის წე­რის დროს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ", - ამ ფრა­ზამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. სა­უ­ბა­რია ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­ზე, ქე­თე­ვან ჯაშ­ზე, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს სა­კუ­თა­რი წიგ­ნის შე­ძე­ნის­კენ მო­უ­წო­დებ­და და თან აფრ­თხი­ლებ­და, რომ ამას ნიშ­ნის წე­რის დროს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია კი მის­მა სტუ­დენ­ტმა, გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, ეს წე­რი­ლი ყვე­ლა იმ სტუ­დენ­ტმა მი­ი­ღო, რო­მელ­მაც მისი სა­გა­ნი აირ­ჩია.

"სტუ­დენ­ტე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. იხ­დი­ან სწავ­ლის, მგზავ­რო­ბის, საჭ­მლი­სა და ხში­რად ბი­ნის ქი­რის სა­ფა­სურს. ამ თან­ხე­ბის­თვის თვი­დან თვემ­დე უწევთ ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა და ამას­თან, სწავ­ლის შე­თავ­სე­ბა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს მათ მის­დით წე­რი­ლი ლექ­ტო­რის­გან, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის კურსს სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი და სტუ­დენ­ტებს მისი შე­ძე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო საფ­რან­გე­თის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ მა­ღა­ზია "ლი­გა­მუს­ში", რა­საც ნიშ­ნის წე­რის დროს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ", - და­წე­რა გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს მალე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრო­ფე­სო­რი სტუ­დენ­ტებს ურ­ჩევ­და სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­ძე­ნას, რა­საც მათ აკა­დე­მი­ურ შე­ფა­სე­ბას უკავ­ში­რებ­და. ასე­თი ქმე­დე­ბა შორ­საა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი პრაქ­ტი­კი­სა­გან და წარ­მო­ად­გენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ეთი­კის კო­დექ­სის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთი­კის კო­დექ­სი­თა და ში­ნა­გა­ნა­წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის წე­სით", - ნათ­ქვა­მია ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის თა­ვად ქე­თე­ვან ჯაშს და­უ­კავ­შირ­და. პრო­ფე­სორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და გვი­თხრა, რომ მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი მის პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მისი თქმით, შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­მა მი­ი­ღეს, სხვა კონ­ტექ­სტში იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, იმი­ტომ რომ, ეს არის აფ­სურ­დი. მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა. ისღა მაკ­ლია, ჩემს სტუ­დენ­ტებს წიგ­ნის ყიდ­ვა ვა­ი­ძუ­ლო, ეს ჩემს პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ეს ბიჭი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­ვი­და ჩემს ლექ­ცი­ა­ზე, რა­ღა­ცას ყური მოჰ­კრა, ვერ გა­ი­გო რაზე იყო სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ფე­რი აუ­რია და წა­ვი­და. ჩემს ლექ­ცი­ა­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რა­ტომ ამო­ე­წე­რა და გა­იქ­ცა ლექ­ცი­ი­დან, თუ მა­გა­რი ბიჭი იყო?! ჩემი სი­ტყვე­ბი ამ ბიჭ­მა გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლად გა­ი­გო, იმი­ტომ რომ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტვი­ნი აქვს. თქვენც გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლად წერთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჯე­რო ტუტ­რუ­ცა­ნა ბი­ჭის ნათ­ქვა­მი?! უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, ერთი დღით მო­ვი­და, წყა­ლი აამ­ღვრია და აორ­თქლდა. რა არის აქ სა­ინ­ტე­რე­სო?! თქვენ წიგ­ნი ნა­ნა­ხი გაქვთ?! ძა­ლი­ან გთხოვთ, ნა­ხეთ და კარ­გად და­აკ­ვირ­დით, რა ხა­რის­ხი­საა და რო­გო­რი ფო­ტო­ე­ბია მას­ში მოქ­ცე­უ­ლი. ვი­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად სურს, რომ შე­ის­წავ­ლოს საფ­რან­გე­თის ის­ტო­რია, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და ვინც აგ­დე­ბუ­ლად უდ­გე­ბა, მის­თვის სუ­ლერ­თია. მარ­თლია, ის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბავ­შვებს მე გა­ვუგ­ზავ­ნე, მაგ­რამ სხვა კონ­ტექ­სტში იყო ნათ­ქვა­მი. მე ვაც­ნო­ბე სტუ­დენ­ტებს რო­მელ მა­ღა­ზი­ა­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი წიგ­ნის ყიდ­ვა და ვი­თხოვ­დი წიგნ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლის ცოდ­ნას, რა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი ნიშ­ნის წე­რის დროს. თუ ყიდ­ვას ვერ შეძ­ლებ­დნენ, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ­სე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით შე­ეძ­ლოთ სარ­გებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ჯაშ­მა.

ამ ფაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის შემ­დეგ პრობ­ლე­მის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე სტუ­დენ­ტე­ბი უფრო ღიად სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­თი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თია.

22 წლის გი­ორ­გი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. გი­ორ­გი მსგავს შემ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს.

- ერთი ლექ­ტო­რი მყავ­და, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი წიგ­ნის შე­ძე­ნას გვა­ი­ძუ­ლებ­და. გვე­უბ­ნე­ბო­და, ჩემს წიგნს თუ არ შე­ი­ძენთ, გა­მოც­და­ზე ნი­შანს ვერ მი­ი­ღებ­თო. მარ­თლა ასე იქ­ცე­ო­და, ვი­საც წიგ­ნი შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­და, უფრო მა­ღალ ქუ­ლას უწერ­და.

20 წლის ნა­თია კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვას მის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჰქონ­და ად­გი­ლი.

- სა­ლექ­ციო კურ­სის შეს­წავ­ლა რომ და­ვი­წყეთ, ლექ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ჩემს წიგნ­ში წე­რია და გირ­ჩევთ შე­ი­ძი­ნო­თო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბა­თო. გვე­კი­თხე­ბო­და - ჩემი წიგ­ნი უკვე შე­ი­ძი­ნე­თო? გვე­რი­დე­ბო­და წიგ­ნის გა­რე­შე ლექ­ცი­ა­ზე მის­ვლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, წიგ­ნი მთელ ჯგუფს შეგ­ვე­ძი­ნა.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?

"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?

"ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - ამ ფრაზამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საუბარია ილიას უნივერსიტეტის პროფესორზე, ქეთევან ჯაშზე, რომელიც სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენისკენ მოუწოდებდა და თან აფრთხილებდა, რომ ამას ნიშნის წერის დროს გაითვალისწინებდა. ეს ინფორმაცია კი მისმა სტუდენტმა, გიორგი კობახიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაასაჯაროვა. როგორც გიორგი ამბობს, ეს წერილი ყველა იმ სტუდენტმა მიიღო, რომელმაც მისი საგანი აირჩია.

"სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. იხდიან სწავლის, მგზავრობის, საჭმლისა და ხშირად ბინის ქირის საფასურს. ამ თანხებისთვის თვიდან თვემდე უწევთ ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა და ამასთან, სწავლის შეთავსება. ასეთ მდგომარეობაში მყოფებს მათ მისდით წერილი ლექტორისგან, რომელიც ასწავლის კურსს საკუთარი სახელმძღვანელოთი და სტუდენტებს მისი შეძენისკენ მოუწოდებს. სახელმძღვანელო საფრანგეთის შესახებ შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია "ლიგამუსში", რასაც ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - დაწერა გიორგი კობახიძემ სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ფაქტს მალე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, რომელმაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ინფორმაციის მიხედვით, პროფესორი სტუდენტებს ურჩევდა საკუთარი სახელმძღვანელოს შეძენას, რასაც მათ აკადემიურ შეფასებას უკავშირებდა. ასეთი ქმედება შორსაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული კეთილსინდისიერი პრაქტიკისაგან და წარმოადგენს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით", - ნათქვამია ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Ambebi.ge კომენტარისთვის თავად ქეთევან ჯაშს დაუკავშირდა. პროფესორმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ მსგავსი საქციელი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, შეტყობინება, რომელიც სტუდენტებმა მიიღეს, სხვა კონტექსტში იყო გაცხადებული.

”ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ, ეს არის აფსურდი. მსგავსი რამ არ ყოფილა. ისღა მაკლია, ჩემს სტუდენტებს წიგნის ყიდვა ვაიძულო, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ბიჭი ორი კვირის განმავლობაში პირველად მოვიდა ჩემს ლექციაზე, რაღაცას ყური მოჰკრა, ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი, ყველაფერი აურია და წავიდა. ჩემს ლექციაზე აღარ გამოჩენილა. რატომ ამოეწერა და გაიქცა ლექციიდან, თუ მაგარი ბიჭი იყო?! ჩემი სიტყვები ამ ბიჭმა გადაბრუნებულად გაიგო, იმიტომ რომ გადაბრუნებული ტვინი აქვს. თქვენც გადაბრუნებულად წერთ, როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი?! უპასუხისმგებლო, ერთი დღით მოვიდა, წყალი აამღვრია და აორთქლდა. რა არის აქ საინტერესო?! თქვენ წიგნი ნანახი გაქვთ?! ძალიან გთხოვთ, ნახეთ და კარგად დააკვირდით, რა ხარისხისაა და როგორი ფოტოებია მასში მოქცეული. ვისაც პროფესიონალურად სურს, რომ შეისწავლოს საფრანგეთის ისტორია, მისთვის საინტერესოა და ვინც აგდებულად უდგება, მისთვის სულერთია. მართლია, ის შეტყობინება ბავშვებს მე გავუგზავნე, მაგრამ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი. მე ვაცნობე სტუდენტებს რომელ მაღაზიაში იყო შესაძლებელი წიგნის ყიდვა და ვითხოვდი წიგნში არსებული მასალის ცოდნას, რასაც გავითვალისწინებდი ნიშნის წერის დროს. თუ ყიდვას ვერ შეძლებდნენ, ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით შეეძლოთ სარგებლობა”, - განაცხადა ქეთევან ჯაშმა.

ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ პრობლემის მასშტაბურობაზე სტუდენტები უფრო ღიად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი შემთხვევა არაერთია.

22 წლის გიორგი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი მსგავს შემთხვევაზე საუბრობს.

- ერთი ლექტორი მყავდა, რომელიც საკუთარი წიგნის შეძენას გვაიძულებდა. გვეუბნებოდა, ჩემს წიგნს თუ არ შეიძენთ, გამოცდაზე ნიშანს ვერ მიიღებთო. მართლა ასე იქცეოდა, ვისაც წიგნი შეძენილი ჰქონდა, უფრო მაღალ ქულას უწერდა.

20 წლის ნათია კერძო უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას მის უნივერსიტეტშიც ჰქონდა ადგილი.

- სალექციო კურსის შესწავლა რომ დავიწყეთ, ლექტორი გვეუბნებოდა, ყველა საჭირო ინფორმაცია ჩემს წიგნში წერია და გირჩევთ შეიძინოთო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება გაგიჭირდებათო. გვეკითხებოდა - ჩემი წიგნი უკვე შეიძინეთო? გვერიდებოდა წიგნის გარეშე ლექციაზე მისვლა და იძულებული გავხდით, წიგნი მთელ ჯგუფს შეგვეძინა.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია