სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს
სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თვა­უ­რებ­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ოჯახს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­თე­სა­ვი დარ­ჩა. პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა­ში 45 კომ­ლი ცხოვ­რობს და მის შემ­დეგ ოსუ­რი სო­ფე­ლი ახ­მა­ჯია. მათ შო­რის გამ­ყო­ფი ხაზი გა­დის. მავ­თულხლარ­თი სარ­წყავ რუს გას­დევს.

დები, ძმე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი - სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი გამ­ყოფ­მა ხაზ­მა ერ­თმა­ნეთს და­ა­შო­რა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მყო­ფი ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ ჭი­რის დროს ნა­ხუ­ლო­ბენ. დათო თვა­უ­რის მე­ზო­ბელს დის­შვი­ლი სო­ფელ ახ­მა­ჯში სულ ცოტა ხნის წინ და­ე­ღუ­პა.

"სურ­ვი­ლი გვქონ­და, რომ მთე­ლი სო­ფე­ლი წავ­სუ­ლი­ყა­ვით დაკ­რძალ­ვა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახლო ნა­თე­სა­ვებს მის­ცეს გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა. სულ 10 კაცი გა­და­ვი­და გამ­ყო­ფი ხა­ზის იქით. მარ­თა­ლია, გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს, მაგ­რამ ის ვინც სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის შემ­დეგ უკან არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, და­ა­კა­ვებ­დნენ", - ამ­ბობს და­ვით თვა­უ­რი.

ლია თვა­უ­რის შვი­ლი და რძა­ლი ამ­ჟა­მად წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ სო­ფე­ლი ახ­მა­ჯი მი­ა­ტო­ვეს.

"ჩემი რძა­ლი ახ­მა­ჯი­და­ნაა. შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი ჩემ შვილ­სა და რძალს და ცხოვ­რობ­დნენ გო­გოს ოჯახ­ში. წა­მო­ვიდ­ნენ იქი­დან და წე­რო­ვან­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩემი რძლის დედა გად­მო­დის ხოლ­მე ახალ­გო­რი­დან და ნა­ხუ­ლობს შვილს და შვი­ლიშ­ვი­ლებს" - ამ­ბობს ლია სა­ღი­რაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს

სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს

კასპის რაიონის სოფელ თვაურებში მცხოვრებ ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს და მის შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზი გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.

დები, ძმები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მშობლები - სისხლით ნათესავები გამყოფმა ხაზმა ერთმანეთს დააშორა. დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მყოფი ოჯახები ერთმანეთს მხოლოდ ჭირის დროს ნახულობენ. დათო თვაურის მეზობელს დისშვილი სოფელ ახმაჯში სულ ცოტა ხნის წინ დაეღუპა.

"სურვილი გვქონდა, რომ მთელი სოფელი წავსულიყავით დაკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებს მისცეს გადასვლის უფლება. სულ 10 კაცი გადავიდა გამყოფი ხაზის იქით. მართალია, გადასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ის ვინც საღამოს 7 საათის შემდეგ უკან არ დაბრუნდებოდა, დააკავებდნენ", - ამბობს დავით თვაური.

ლია თვაურის შვილი და რძალი ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. მათ სოფელი ახმაჯი მიატოვეს.

"ჩემი რძალი ახმაჯიდანაა. შეუყვარდათ ერთმანეთი ჩემ შვილსა და რძალს და ცხოვრობდნენ გოგოს ოჯახში. წამოვიდნენ იქიდან და წეროვანში ცხოვრობენ. ჩემი რძლის დედა გადმოდის ხოლმე ახალგორიდან და ნახულობს შვილს და შვილიშვილებს" - ამბობს ლია საღირაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა