სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლაფანყურის სპეცოპერაციის ქრონიკა - 3 წლის თავზე გამოუძიებელი საქმე
 ლაფანყურის სპეცოპერაციის ქრონიკა - 3 წლის თავზე გამოუძიებელი საქმე

3 წელი გა­ვი­და ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან, რომ­ლის შე­დე­გად ორი ქარ­თვე­ლი სპეც­რაზ­მე­ლი, ერთი სამ­ხედ­რო ექი­მი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის 7 წევ­რი მოკ­ლეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი სა­ჯა­რო და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მე ამ დრომ­დე გა­უხ­სნე­ლია. უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის შექ­მნა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა.

2012 წლის 28 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა "რუს­თა­ვი 2"-მა და "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, სო­ფელ ლა­ფან­ყუ­რის ტყი­დან 5 ახალ­გაზ­რდის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. "მო­სახ­ლე­ო­ბა და პო­ლი­ცია 25 წლამ­დე მა­მა­კა­ცებს, ლერი ხუ­ცუ­რა­ულს, ლე­ვან გა­რაშ­ვილს, ბე­სიკ მი­ჯა­ხკაშ­ვილს, ტატო ღა­ღო­ლიშ­ვილს და თა­მაზ გა­მი­ე­რაშ­ვილს მე­სა­მე დღეა ეძებს. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რდე­ბი ლე­კებ­მა გა­ი­ტა­ცეს", - იუ­წყე­ბო­და "რუს­თა­ვი 2".

იმა­ვე დღეს, 14:00 სა­ათ­ზე, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ნუგ­ზარ ხუ­ცა­ი­ძემ კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­და, რომ ლა­ფან­ყურ­ში, ტყი­დან და­კარ­გუ­ლი 5 ახალ­გაზ­რდა იპო­ვეს. გამ­გე­ბე­ლი აცხა­დებ­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი უვ­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ვერ და­ა­კონ­კრე­ტა, სად იპო­ვეს ისი­ნი.

29 აგ­ვის­ტოს, 00:26 სა­ათ­ზე, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში სპეც­რაზ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ტყე­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი შე­ვიდ­ნენ.

სპე­ცო­პე­რა­ცია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. ლა­ფან­ყუ­რის თავ­ზე სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ, სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 400-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამ­ხედ­რო, ასე­ვე ათზე მეტი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

29 აგ­ვის­ტოს დი­ლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და შსს-ს მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის დევ­ნის ოპე­რა­ცია.

"ლა­ფან­ყუ­რის ტყი­დან და­კარ­გუ­ლი" ახალ­გაზ­რდე­ბი პო­ლი­ცი­ას სო­ფელ­ში ჯერ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი არ ჰყავ­და. მშობ­ლე­ბის­თვის შვი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბი იყო. ისი­ნი მათ დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ.

15 სა­ათ­ზე შსს-მ "ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი" ახალ­გაზ­რდე­ბის ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ახალ­გაზ­რდე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი მძევ­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა აიყ­ვა­ნეს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ან გაქ­ცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

19 სა­ათ­ზე შსს-მ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის და ექი­მის ვი­ნა­ო­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა: გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სო­ლო­მონ წიკ­ლა­უ­რი და არ­ჩილ ჩო­ხე­ლი და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ექი­მი, კაპ­რა­ლი ვლა­დი­მერ ხვე­დე­ლი­ძე.

სა­ღა­მოს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. "სა­ქარ­თვე­ლო - რუ­სე­თის სა­ზღვრის და­ღეს­ტან-ჩეჩ­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და რო­გორც გა­ირ­კვა, ძა­ლი­ან კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ჯგუ­ფი. ამ ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­ვი­ღეთ ზო­მე­ბი, ვა­წარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, შევ­თა­ვა­ზეთ მათ და­ნე­ბე­ბა, რა­ზეც მი­ვი­ღეთ რამ­დენ­ჯერ­მე უარი. ბოლო მძევ­ლის აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას მოჰ­ყვა სრო­ლე­ბი და არის მსხვერ­პლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის თა­რეშს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

30 აგ­ვის­ტოს "მძევ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი" ახალ­გაზ­რდე­ბი სახ­ლებ­ში და­აბ­რუ­ნეს. მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუკ­რძა­ლეს.

და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერ­დნენ: "ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ფაზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დი­ვერ­სან­ტთა ჯგუ­ფის 11 წევ­რის გვა­მი ნა­პოვ­ნია. მათი ნა­წი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან. გარ­დაც­ვლილ­თა დაკ­რძალ­ვა მოხ­დე­ბა მათი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის შე­სა­ბა­მი­სად. დი­ვერ­სან­ტთა ჯგუ­ფი სა­ვა­რა­უ­დოდ 20 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის­გან შედ­გე­ბა და სა­მი­ნის­ტროს აქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე დაჭ­რი­ლი წევ­რი შე­იძ­ლე­ბა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში იმა­ლე­ბო­დეს. პო­ლი­ცია აგ­რძე­ლებს ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ხე­ო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. მათ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ".

იმა­ვე დღეს, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მისი თქმით, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი­დან ორი მათი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. "წიკ­ლა­უ­რი და ჩო­ხე­ლი ჩემი დაც­ვის ბი­ჭებ­თან მე­გობ­რობ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

30 აგ­ვის­ტოს­ვე პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ლა­ფან­ყურ­ში ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს შეხ­ვდა, სა­დაც თქვა: "დარ­წმუნ­და მე მგო­ნი ყვე­ლა, რომ ვერც ბა­სა­ე­ვის 90-იანი წლე­ბის თა­რეშს და ვერც მე-17, მე-18, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ლე­კი­ა­ნო­ბას კა­ხეთ­ში ვე­რა­ვინ ვერ გა­ი­მე­ო­რებს".

18:00 სა­ათ­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც შსს-ს მიერ იყო მი­წო­დე­ბუ­ლი.

19:30 სა­ათ­ზე, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა "ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის" მშობ­ლებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ჩა­წე­რი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდის, 23 წლის თა­მაზ გა­მი­ე­რაშ­ვი­ლის დედა ლი­ა­ნა მჭედ­ლუ­რი ამ­ბობ­და, რომ ე.წ. დი­ვერ­სან­ტე­ბი მის შვილს და და­ნარ­ჩენ ოთხ ახალ­გაზ­რდას კარ­გად ექ­ცე­ოდ­ნენ და ფუ­ლიც აჩუ­ქეს, ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე წევ­რი კი ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და.

20:40 სა­ათ­ზე, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა 28 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღა­მით, სო­ფელ ლა­ფან­ყურ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ასა­ხუ­ლია, რომ ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცე­ბი სხე­დან, რომ­ლებ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა აც­ვი­ათ.

იხი­ლეთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ქრო­ნი­კა ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლაფანყურის სპეცოპერაციის ქრონიკა - 3 წლის თავზე გამოუძიებელი საქმე

 ლაფანყურის სპეცოპერაციის ქრონიკა - 3 წლის თავზე გამოუძიებელი საქმე

3 წელი გავიდა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგად ორი ქართველი სპეცრაზმელი, ერთი სამხედრო ექიმი და შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლეს. ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ გაკეთებული არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნასა და ორგანიზებაში მხილებული შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია ლორთქიფანიძე კი უკრაინაში, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

2012 წლის 28 აგვისტოს, დილით, ტელეკომპანიებმა "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გაავრცელეს ინფორმაცია, სოფელ ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ. "მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო ღაღოლიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებს. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს", - იუწყებოდა "რუსთავი 2".

იმავე დღეს, 14:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ლაფანყურში, ტყიდან დაკარგული 5 ახალგაზრდა იპოვეს. გამგებელი აცხადებდა, რომ ახალგაზრდები უვნებლები იყვნენ, მაგრამ ვერ დააკონკრეტა, სად იპოვეს ისინი.

29 აგვისტოს, 00:26 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული და ტყეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შევიდნენ.

სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ლაფანყურის თავზე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, საზღვრის მიმართულებით მობილიზებული იყო 400-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო, ასევე ათზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

29 აგვისტოს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შსს-ს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

"ლაფანყურის ტყიდან დაკარგული" ახალგაზრდები პოლიციას სოფელში ჯერ დაბრუნებული არ ჰყავდა. მშობლებისთვის შვილების ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ისინი მათ დაბრუნებას ითხოვდნენ.

15 საათზე შსს-მ "ტყვეობიდან გათავისუფლებული" ახალგაზრდების ვიდეოჩვენებები გაავრცელა. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ისინი მძევლად შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს, წინააღმდეგობის გაწევის ან გაქცევის შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ.

19 საათზე შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელების და ექიმის ვინაობა გამოაქვეყნა: გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

საღამოს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. "საქართველო - რუსეთის საზღვრის დაღესტან-ჩეჩნეთის მიმართულებაზე გამოჩნდა კარგად შეიარაღებული და როგორც გაირკვა, ძალიან კარგად გაწვრთნილი ჯგუფი. ამ ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აყვანა. ამის პარალელურად, მივიღეთ ზომები, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ამ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ მათ დანებება, რაზეც მივიღეთ რამდენჯერმე უარი. ბოლო მძევლის აყვანის ოპერაციას მოჰყვა სროლები და არის მსხვერპლი", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებდა შეიარაღებული პირების თარეშს საქართველოს ტერიტორიაზე.

30 აგვისტოს "მძევლობიდან გათავისუფლებული" ახალგაზრდები სახლებში დააბრუნეს. მათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს.

დაახლოებით 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ: "ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 შეიარაღებული პირისგან შედგება და სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება ლოპოტას ხეობაში იმალებოდეს. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ".

იმავე დღეს, განცხადება გააკეთა ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელებიდან ორი მათი მხარდამჭერი იყო. "წიკლაური და ჩოხელი ჩემი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

30 აგვისტოსვე პრეზიდენტი სააკაშვილი ლაფანყურში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც თქვა: "დარწმუნდა მე მგონი ყველა, რომ ვერც ბასაევის 90-იანი წლების თარეშს და ვერც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს".

18:00 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულთა კადრები გაავრცელა, რომელიც შსს-ს მიერ იყო მიწოდებული.

19:30 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა "ტყვეობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდების" მშობლებთან და ახლობლებთან ჩაწერილი ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუები გაავრცელა. ერთ-ერთი ახალგაზრდის, 23 წლის თამაზ გამიერაშვილის დედა ლიანა მჭედლური ამბობდა, რომ ე.წ. დივერსანტები მის შვილს და დანარჩენ ოთხ ახალგაზრდას კარგად ექცეოდნენ და ფულიც აჩუქეს, ჯგუფის რამდენიმე წევრი კი ქართულად საუბრობდა.

20:40 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა 28 აგვისტოს, გვიან ღამით, სოფელ ლაფანყურში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთი სამხედრო მანქანის საბარგულში სავარაუდოდ ნასვამი მამაკაცები სხედან, რომლებსაც სამოქალაქო ფორმა აცვიათ.

იხილეთ სპეცოპერაციის ქრონიკა ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა