როგორ ბინებს ყიდულობენ თბილისში ლარის გაუფასურების შემდეგ

როგორ ბინებს ყიდულობენ თბილისში ლარის გაუფასურების შემდეგ

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება შეუძლებელია არ ასახულიყო არა მარტო უძრავი ქონების ბაზარზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტსა თუ მოთხოვნაზე.

ამის შესახებ m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეულწილად შემცირდა მოთხოვნა, თუმცა კომპანიის ახალმა პროდუქტმა - ოპტიმას ხაზის ბინებმა გაამართლა და მასზე მოთხოვნა გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო

"რა თქმა უნდა, ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გაუფასურება შეუძლებელია რომ არ ასახულიყო არა მარტო უძრავი ქონების ბაზარზე, არამედ ნებისმიერ სხვა სახის პროდუქტზე ან მოთხოვნაზე, თუმცა უძრავი ქონების ბაზრის კუთხით თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, მნიშვნელობა აქვს დავაკვირდეთ, რა კომპონენტებზე იქონია გავლენა ლარის კურსის გაუფასურებამ. ჩვენ თუ გავაანალიზებთ ჩვენს გაყიდვებს, ვნახავთ, რომ ბინების საკმაოდ დიდი ნაწილი იყიდებოდა და იყიდება იპოთეკური სესხებით. მოგეხსენებათ, იპოთეკური სესხები საქართველოში ძირითადად არის დოლარში, რაც განპირობებულია ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის დონით. მოსახლეობის შემოსავლების დიდი ნაწილი კი არის დენომინირებული, ფიქსირებული ლარში, შესაბამისად იმ ხალხს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ და უწევდა დოლარში სესხის აღება, ლარის კურსის გაუფასურებამ გავლენა იქონია ამ ხალხის მსყიდველუნარიანობაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია