სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან
"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან

გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის თა­მაზ თა­მა­რაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ ეთან­ხმე­ბი­ან. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის მე­თა­უ­რო­ბას უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც ჯა­რის­კა­ცის დედა მაყ­ვა­ლა ჩი­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ჯა­რის­კა­ცი სტა­ცი­ო­ნარ­ში დრო­უ­ლად არ გა­იყ­ვა­ნეს.

"იწვა და გა­უ­არ­დაო, ასე გვი­თხრეს მწო­ლი­ა­რეს რო­გორ გა­უ­ვარ­და და გულ­ში მოხ­ვდა? თან ეძი­ნა? თქვენ გჯე­რათ ამის?" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

ჯა­რის­კა­ცის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა აკო­ფია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცავს. მისი თქმით, სის­ხლი­გან რომ და­ი­ცა­ლა და მოკ­ვდა მერე გა­და­იყ­ვა­ნეს სტა­ცი­ო­ნარ­ში, "მა­ნამ­დე ყა­ზარ­მა­ში ერთი კა­ციც კი არ იყო".

გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გრე­მის­ხევ­ში გუ­შინ გვი­ან ღა­მით გა­და­ას­ვე­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე-5 ბრი­გა­დის სამ­ხედ­რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე-5 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ასე­უ­ლის, I კლა­სის რი­გი­თი თა­მაზ ვა­ჟას ძე თა­მა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ჯა­რის­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და მისი შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეც­ნო­ბე­ბა. საქ­მეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია იძი­ებს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჯა­რის­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და თა­მაზ თა­მა­რაშ­ვი­ლის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან

"იწვა და გაუარდაო, მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა?" - გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან

გარდაცვლილი ჯარისკაცის თამაზ თამარაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. გარდაცვლილის ახლობლები სამხედრო ნაწილის მეთაურობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ჯარისკაცის დედა მაყვალა ჩიტიშვილი აცხადებს, ჯარისკაცი სტაციონარში დროულად არ გაიყვანეს.

"იწვა და გაუარდაო, ასე გვითხრეს მწოლიარეს როგორ გაუვარდა და გულში მოხვდა? თან ეძინა? თქვენ გჯერათ ამის?" - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ჯარისკაცის მეუღლე მანანა აკოფია თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცავს. მისი თქმით, სისხლიგან რომ დაიცალა და მოკვდა მერე გადაიყვანეს სტაციონარში, "მანამდე ყაზარმაში ერთი კაციც კი არ იყო".

გარდაცვლილი ჯარისკაცი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თამაზ თამარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია