სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ფერმერების რუსული რულეტი
ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგ­ვის­ტოს ძლი­ერ­მა სე­ტყვამ გა­ა­ნად­გუ­რა მო­სა­ვა­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლეთ კა­ხეთ­ში.

მხო­ლოდ ყვა­რელ­ში სე­ტყვამ 1300 ჰექ­ტა­რი სა­ფე­რა­ვი და 1000 ჰექ­ტა­რი რქა­წი­თე­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, რი­თიც 500-ზე მეტი გლე­ხი და­ა­ზა­რა­ლა. ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია ბოლო წლებ­ში მომ­ხდა­რი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა, რაც ქარ­თველ გლე­ხებს და­ა­ტყდათ თავს. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და 2012 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც ძლი­ერ­მა წვი­მამ, ქარ­მა, სე­ტყვამ და წყალ­დი­დო­ბამ და­ა­ზი­ა­ნა ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა კა­ხეთ­ში, სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და სახ­ლებს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა რე­გი­ო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მარ­თა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ გლე­ხებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ ისე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბი ან სარ­წყა­ვე­ბი, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ და­ნა­კარ­გი. მათ შე­უძ­ლი­ათ მო­სავ­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გაზ­რდის მეშ­ვე­ო­ბით თავი და­ი­ზღვი­ონ ბუ­ნე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გის­გან. მარ­თა­ლია, ეს დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის ასე­თი ზო­მე­ბი და­ეხ­მა­რე­ბათ მათ უფრო სტა­ბი­ლუ­რი გა­ხა­დონ თა­ვი­სი შე­მო­სა­ვა­ლი. და­ბო­ლოს, აგრო და­ზღვე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რო­გორც რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რი­ცაა ად­რე­უ­ლი ყინ­ვე­ბი, წყალ­დი­დო­ბა, გვალ­ვა, ქა­რიშ­ხა­ლი.

2014 წლამ­დე აგრო და­ზღვე­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნო­და. და­ზღვე­ვის ნაც­ვლად, ქარ­თვე­ლი გლე­ხე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ერ­ჩია რუ­სუ­ლი რუ­ლე­ტი ეთა­მა­შა დე­და­ბუ­ნე­ბას­თან. ისი­ნი ყო­ველ­თვის ასე იქ­ცე­ოდ­ნენ, რად­გან არა­სო­დეს ჰქონ­დათ ხელ­ზე საკ­მა­რი­სი თან­ხა, უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ რის­კებს და... მუ­დამ მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დად იყ­ვნენ.

2014 წელს ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ და­ი­წყო სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი აგ­რო­და­ზღვე­ვის პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბა იმის იმე­დით, რომ ბა­ზარს ახალ "წო­ნას­წო­რო­ბა­ში" გა­და­იყ­ვან­და. იმ წელს თით­ქმის 21,000 პო­ლი­სი "გა­ი­ყი­და" სიმ­ბო­ლურ ფა­სად, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რი ფა­სის მხო­ლოდ 6%-ს შე­ად­გენ­და (დარ­ჩე­ნილ 94%-ს, რო­გორც წესი, მთავ­რო­ბა ფა­რავ­და). თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ, რო­გორც კი მთავ­რო­ბამ სუბ­სი­დი­ის მო­ცუ­ლო­ბა 55%-მდე შე­ამ­ცი­რა, გა­ყი­დუ­ლი პო­ლი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3,500-ზე ქვე­მოთ და­ე­ცა.

2015 წელს გა­ყი­დუ­ლი პო­ლი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ასეთ მკვეთრ ვარ­დნას სხვა მი­ზე­ზე­ბიც ჰქონ­და. სუბ­სი­დი­ის მო­ცუ­ლო­ბა არა მხო­ლოდ შემ­ცირ­და 94-დან 55%-მდე, არა­მედ ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და მხო­ლოდ მცი­რე­მი­წი­ა­ნი ფერ­მე­რე­ბის­თვის (ამით აიხ­სნე­ბა და­ზღვე­უ­ლი მი­წე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბაც). ცხა­დია, 2015 წლის ბო­ლომ­დე სა­და­ზღვე­ვო პო­ლი­სე­ბი კი­დევ გა­ი­ყი­დე­ბა, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ პი­ლოტ­მა ვერ მო­ი­ტა­ნა მდგრა­დი შე­დე­გე­ბი.

უნდა და­ის­ვას ორი კი­თხვა: რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა აგრო და­ზღვე­ვის ბაზ­რის შექ­მნა, რო­მელ­ზეც სუბ­სი­დი­ის სა­ხით გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა 10 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა? და შე­უძ­ლია თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უკეთ იმუ­შა­ოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში.

მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა.

მართალია, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ გლეხებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ან სარწყავები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი. მათ შეუძლიათ მოსავლის დივერსიფიცირებისა და ტერიტორიების გაზრდის მეშვეობით თავი დაიზღვიონ ბუნების მიერ მიყენებული დანაკარგისგან. მართალია, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რისკების შემცირების ასეთი ზომები დაეხმარებათ მათ უფრო სტაბილური გახადონ თავისი შემოსავალი. დაბოლოს, აგრო დაზღვევა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რისკების შემცირების დამატებითი საშუალება ისეთი ძლიერი სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, როგორიცაა ადრეული ყინვები, წყალდიდობა, გვალვა, ქარიშხალი.

2014 წლამდე აგრო დაზღვევის შესახებ საქართველოში თითქმის არავის არაფერი სმენოდა. დაზღვევის ნაცვლად, ქართველი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას ერჩია რუსული რულეტი ეთამაშა დედაბუნებასთან. ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ, რადგან არასოდეს ჰქონდათ ხელზე საკმარისი თანხა, უგულებელყოფდნენ რისკებს და... მუდამ მთავრობის დახმარების იმედად იყვნენ.

2014 წელს ქვეყნის მთავრობამ დაიწყო სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის პილოტირება იმის იმედით, რომ ბაზარს ახალ „წონასწორობაში“ გადაიყვანდა. იმ წელს თითქმის 21,000 პოლისი „გაიყიდა“ სიმბოლურ ფასად, რომელიც რეალური ფასის მხოლოდ 6%-ს შეადგენდა (დარჩენილ 94%-ს, როგორც წესი, მთავრობა ფარავდა). თუმცა ერთი წლის შემდეგ, როგორც კი მთავრობამ სუბსიდიის მოცულობა 55%-მდე შეამცირა, გაყიდული პოლისების რაოდენობა 3,500-ზე ქვემოთ დაეცა.

2015 წელს გაყიდული პოლისების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ვარდნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. სუბსიდიის მოცულობა არა მხოლოდ შემცირდა 94-დან 55%-მდე, არამედ ის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მცირემიწიანი ფერმერებისთვის (ამით აიხსნება დაზღვეული მიწების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაც). ცხადია, 2015 წლის ბოლომდე სადაზღვევო პოლისები კიდევ გაიყიდება, მაგრამ აშკარაა, რომ პილოტმა ვერ მოიტანა მდგრადი შედეგები.

უნდა დაისვას ორი კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა აგრო დაზღვევის ბაზრის შექმნა, რომელზეც სუბსიდიის სახით გადასახადის გადამხდელთა 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? და შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას, უკეთ იმუშაოს ამ მიმართულებით?

იხილეთ გაგრძელება

გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე

"კოვიდცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს... მცირე მატება ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში ინფიცირებულები არ არიან" - მარინა ეზუგბია ეპიდსიტუაციაზე

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 4 განკურნებულია - ახალი მონაცემები