ცნობილი პოლიტოკოსები და ბინზესმენები, რომლებიც მრავალშვილიანი მამები არიან

ცნობილი პოლიტოკოსები და ბინზესმენები, რომლებიც მრავალშვილიანი მამები არიან

ცნობილი მამაკაცების უმრავლესობა მრავალშვილიანი მამაა. თუმცა ისინი თავიანთ შვილებს საჯაროდ იშვიათად აჩენენ. "ambebi.ge" რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ.

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძის პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ის ოჯახთან ერთად არსად ჩნდება. ცნობილ ბიზნესმენს, რომელმაც თავი სკანდალური შეფასებებით გაითქვა, 7 შვილი ჰყავს. 4 ვაჟი და 3 გოგონა. თუ მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლევან ვასაძე შვილებს ტრადიციების დაცვით ზრდის და მამის მსგავსად ისინიც იმოსებიან ეროვნული სამოსით.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მრავალშვილიანი მამაა. მას ჰყავს 4 შვილი - უტა, ბერა, გვანცა და პატარა ცოტნე. უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის გვანცას და პატარა ცოტნეს მსგავსად არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით ბერა ივანიშვილზე. ბერა მღერის, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ამერიკაში გეგმავს კარიერის აწყობას. მუსიკით არის გატაცებული გვანცა ივანიშვილიც.

მამუკა ხაზარაძე

5 შვილი ჰყავს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს. 24 წლის ანი ლონდონში სწავლობს სარეჟისოროზე, 22 წლის ნიკა შოტლანდიაში სწავლობს ბიზნეს-ფაკულტეტზე, 16 წლის ელენე ამერიკული აკადემიის სტუდენტია, 10 წლის სოფო, რომელიც მამიდის სეხნიაა და მუსიკალურ ათწლედში სწავლობს და 6 წლის იოანე. მამუკა ხაზარაძე შვილებს მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა. როგორც ამბობენ, ის თბილისიდან ხშირად უგზავნიდა შვილებს წიგნებს საზღვარგარეთ და ამის გამო გაუჩნდა ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის იდეა.

კობა დავითაშვილი

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი მრავალშვილიანი მამაა. მას 5 ბიჭი ჰყავს, რომლებსაც წმინდანების სახელები ჰქვიათ. კობა დავითაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია, თუმცა პოლიტიკური პოზიციის განსხვავების გამო, მათი გზები დიდი ხნის წინ გაიყარა.

ზვიად ძიძიგური

პარლამენტარი ზვიად ძიძიგური ხუთი შვილის მამაა. ჰყავს 4 ბიჭი და ერთი გოგონა. ბავშვების აღზრდაში ძიძიგური ნაკლებად იღებს მონაწილეობას, პატარებს მისი მეუღლე და და ზრდის. სკოლაში თავად მიყავს პატარები. უფროს ვაჟს სახელი - გიორგი მეუფე იობმა შეურჩია. დემნა კი ბავშვს დემნა უფლისწულის პატივსაცემად ჰქვია. დანარჩენ შვილებს სახელი დედამ შეურჩია. რადგან ზვიად ძიძიგურის მეუღლე ფილოლოგია, უყვარს ძველი ქართული სახელები და პატარებისთვის სახელების შერჩევა, ძიძიგურის განცხადებით, ეკას "ექსკლუზივია". პატარები ცურვით არიან გატაცებული და შეჯიბრებებშიც იღებენ მონაწილეობას. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში ზვიად ძიძიგურმა გაიხსენა, დაქორწინების შემდეგ მათ შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ ბოდბეში ილოცეს და ერთ წელიწადში პატარა გიორგი გაუჩნდათ.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია