13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს

13 ბიზნესგეგმა, რომელიც კონკრეტული საწარმოების შექმნას ითვალისწინებს

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. აღნიშნული ჯგუფი ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას ახდენს და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს.

ერთწლიანი არსებობის განმავლობაში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა სხვადასხვა დარგის 13 საწარმოს პროექტი შექმნა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული. კერძოდ, ასანთის წარმოება, მწვანილის საექსპორტო კომპანია, თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი, დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება, სამკერვალო საწარმო, ტექსტილის წარმოება, კერამიკული ფილების წარმოება, მუყაოს ყუთების წარმოება, ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, ფოლადის მილების წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო და ეთერზეთების წარმოება.

როგორც ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში აცხადებენ, აღნიშნული პროექტების სრული საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 80 მილიონ დოლარს შეადგენს. ბიზნესიდეების საწარმოებად ქცევის შემთხვევაში უშუალოდ 1000-ზე მეტი, არაპირდაპირ კი დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებაა მოსალოდნელი. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა არსებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო.

ამ ეტაპზე მომზადებული პროექტების მოკლე მიმოხილვა ასეთია:

რძის გადამუშავების საწარმო - პროექტი გულისხმობს რძის გადამამუშავებელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. მასში ადგილობრივი ფერმერები იქნებიან ჩართულები. საწარმოს ადგილმდებარეობისთვის შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა ალპური ზონა - ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერთა. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სადაც მოხდება რძის ფხვნილის, კარაქისა და ყველის წარმოება. მის პოტენციურ პარტნიორებად ”მილკო”, ”სანტე” და ”სოფლის ნობათი” განიხილებიან. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 12 500 000 აშშ დოლარია.

პროექტის ხელშემწყობ ფაქტორებში მოიაზრება - რძის ფხვნილის წლიური იმპორტი - 30 მლნ დოლარი, ადგილობრივი ხარისხიანი ყველის დეფიციტი, რძის ჭარბი წარმოება სეზონზე, სათიბი და საძოვარი მიწის სიუხვე, მეწველი ძროხების რეკორდული რაოდენობა. სირთულეებში კი - რძის წარმოების სეზონურობა, რძის არასტაბილური ფასი, არასტაბილური ხარისხი და შემგროვებელი ცენტრების სიმცირე.

მუყაოს ყუთების წარმოება - 2014 წლის მონაცემებით, ქაღალდისა და გოფრირებული მუყაოს შეფუთვის ბაზარი 173.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, 2020 წლისთვის მუყაოს შეფუთვის ბაზარი 213 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. პროექტის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის მუყაოს შესაფუთი ყუთების წარმოება, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოებას გააფართოვებს. თავდაპირველად პროდუქტის გაცნობა მოხდება ადგილობრივ ბაზარზე, სადაც დღესდღეობით დიდი წილი იმპორტირებულ საქონელს უკავია. წარმოების გაფართოვებასთან ერთად, მოხდება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ქართული პროდუქცია უცხოურ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებს, რაც დაბალი ფასით გამოიხატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.

ასანთის წარმოება - საწარმო სხვადასახვა მომწოდებლების მანქანა-დანადგარებით დაკომპლექტდება. ღერების დასამზადებლად საჭირო ნედლეული ადგილობრივად (სანედლეულო ბაზა - ფიჭვი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) დამზადდება. ქიმიური მასალების მომწოდებლად კომპანია ”Arenco” განიხილება. წინასწარი გათვლებით, საწარმო 50 ადამიანს დაასაქმებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია