"შვილო, შენ არც კი იცი, რა მოიტანე შენი დაბადებით და რამხელა ვალში ვარ შენს წინაშე!" - კობა ლიკლიკაძის ემოციური მილოცვა ქალიშვილს

"შვილო, შენ არც კი იცი, რა მოიტანე შენი დაბადებით და რამხელა ვალში ვარ შენს წინაშე!" - კობა ლიკლიკაძის ემოციური მილოცვა ქალიშვილს

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ქალიშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

"ჩემი ნანუკა დღეს 22 წლის გახდა!

მისი დაბადება ჩვენი ქვეყნის უდიდეს ტრაგედიას დაემთხვა - ორი დღით ადრე სოხუმი დაეცა, ხოლო ქუთაისი, სადაც ჩემი პირველი შვილი გაჩნდა, ფრონტისპირა ქალაქი იყო ახალ ძმათამკვლელ ომში!

და მეც სადღაც იქ ვეთრეოდი იმ ორომტრიალში, სასოწარკვეთილი და გაბოროტებული!

ნანო, შვილო, შენ არც კი იცი, რა მოიტანე შენი დაბადებით და რამხელა ვალში ვარ შენს წინაშე! ბედნიერ, წარმატებულ და სისხლსავსე ცხოვრებას გისურვებ, შვილო!", - წერს კობა ლიკლიკაძე.

"ფრთხილად იყავით! ეს წუთია გამოყენებული მაშხალა აგვიფეთქდა სახლში, გადავრჩით" - რას წერს ბადრი ნაჭყებია "ფეისბუქზე"?

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?