"ზონდერ-მოსამართლეები სისტემას ტოვებენ! ბოლოს და ბოლოს დაიწყო სისტემის წმენდა..."

"ზონდერ-მოსამართლეები სისტემას ტოვებენ! ბოლოს და ბოლოს დაიწყო სისტემის წმენდა..."

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანს 10-წლიანი ვადა ამოეწურა და ვადა აღარ გაუგრძელეს. ის გახლავთ ისეთი გახმაურებული საქმეების მოსამართლე, როგორიცაა გიორგი დემეტრაძის, ბუტა რობაქიძის, ე.წ. მუხროვანის ამბოხის, "კაბელების" , 26 მაისს ორი ადამიანი რომ შემოდეს მეტროს თავზე, სხვადასხვა პოლიტპატიმრების საქმეები. ასევე ბევრი სხვა საქმეებიც ეწერა, რაზეც არსებობდა კითხვები", - აცხადებს "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით - "ჯემალ კოპალიანი, ანჟელი ხუროძე, ლია ავალიშვილი... ზონდერ-მოსამართლეები სისტემას ტოვებენ! / ესენი მხოლოდ გაშვებით არ უნდა გამოძვრნენ! იმ საქმეებს რას უშვრებიან? პროკურატურამ შესწავლა უნდა დაიწყოს!"

"სხვათა შორის ეს არის მოსამართლე, რომელმაც გიგი უგულავას შეუფარდა პატიმრობა, რის მერეც "ნაციონალებმა" დაიწყეს საუბარი, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრე "ნაციონალებს" ემსახურებოდნენ, ამ ხელისუფლების პირობებში ამავე მთავრობის საყრდენები გახდნენო. მაგრამ ახლა უკვე გაჩნდა ეჭვი, ეს თუ ასე იყო, მაშინ ვადა რატომ არ გაუხანგრძლივეს? როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა! ამავდროულოდ ვადა არ გაუგრძელეს მოსამართლეებს - ანჟელი ხუროძე, ლია ავალიშვილს, აგრეთვე რამდენიმე მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოდანაც. მიდგომა არის აბსოლუტურად სწორი - მოსამართლეებს, რომელთა ირგვლივაც არსებობს კისთვის ნიშნები, არ უნდა გაუგრძელდეთ ვადები და ამას აფიქსირებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო სასამართლო სისტემის წმენდა, მაგრამ როცა სასამართლო სისტემაში რჩება მიშა ჩინჩალაძე - მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და სისტემის ყველაზე დიდი ჯალათი, საკითხი მარტო ვადის არგაგრძელებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ მათი საქმეები ამოიღონ და ჩახედონ, რა ხდება ამ საქმეებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკოლოზ მჟავანაძე.

"დღეს არსებული მოსამართლეების უმეტესობა უშიშროებისა და პროკურატურის ყოფილი კადრია. იგივე საკონსტირუციო სასამართლოს ბევრი მოსამართლეა იმავე უშიშროებისა და პროკურატურის ყოფილი კადრი. ამ ხალხს საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც კურორტზე ისე უშვებდნენ მერე - გარკვეული "დამსახურებების" გამო. ცოტა საქმე და მაღალი ხელფასებია იქ. იგივე ხდება უზენაეს სასამართლოში, სადაც საერთოდ არ იხილავენ საქმეებს - საქმეების უმეტესობა განუხილველი რჩება. პატარა ჯილდო იყო საქალაქო სასამართლო, დიდი ჯილდო კი უზენაესი და ა.შ. ამიტომ მარტო მათ ვადებს კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ იმ საქმეებზეც უნდა ვიფიქროთ, რაზეც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"უამრავ მოსამართლეს გასდის ვადა. სხვათა შორის, იმ მოსამართლესაც, რომელმაც "კაბელების საქმე" განიხილა ბოლოს. საინტერესოა, როგორ გადაწყდება მისი საქმე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მოსამართლემ მოასწრო ვადის გაგრძელება - კუბლაშვილი რომ მიდიოდა, უამრავს გაუგრძელა ვადა, რომ ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩენილიყვნენ მისი წასვლის შემდეგ და გარკვეული რაოდენობის დასაყრდენებიც ჰყოლოდა სისტემაში. საშუალოდ 15-მდე მოსამართლეა, რომლებსაც კუბლაშვილი მერე ვადა გაუვიდათ და უფლებამოსილება შეუწყდათ", - დასძენს "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი.

"წულუკიანის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ეს ყველამ კარგად იცოდა. მის მიმართ არაერთი მძაფრი განცხადებაც გამიკეთებია დამის მიმართ, ფაქტობრივად დადებითიც კი არასდროს მითქვამს, მაგრამ ის განცხადებები, რომლებსაც ბოლო დროს აკეთებს, იმსახურებს ჩემს მხარდაჭერას. სამართლიანობის აღდგენა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია სასამართლოზე, რაც უნდა მყარი მტკიცებულებები მიიტანო და როგორც არ უნდა საქმე გამოძიებული, თუ საქმე მოსამართლემ არ გადაწყვიტა ობიექტურად, ჩათვალეთ, სხვა ყველაფერი დანარჩენი წყალშია ჩაყრილი. მოსამართლეთა რიცხვი უნდა გაიზარდოს და ეს არა მარტო უზენაეს სასამართლოში. იმიტომ, რომ თითოს მოსამართლეს 200-300 საქმე რომ აწერია, ვერ ახერხებენ ამ საქმეების დროულად განხილვას. ელემენტარული სამოქალაქო საქმე იწელება 2-3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მართლმსაჯულება. შესაბამისად, ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები წულუკიანს მოსამართლეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე იმაშიც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იყვნენ არჩევითები", - მიიჩნევს ნიკოლოზ მჟავანაძე.

"ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეებს და თუ ყველას არა, სასამართლოების თავმჯდომარეებს მაინც. მით უმეტეს, კადრების პრობლემა არ არის. ასევე აღსადგენია რაიონული სასამართლოები. რაიონული სასამართლოების დახურვით, ადამიანებს პრობლემები შეექმნათ - იმიტომ, რომ სოფლიდან ქალაქებში ჩასვლა დაკავშირებულია დროსთნ, ფინანსებთან. მიშამ მაშინ იმიტომ გააუქმა რაიონული სასამართლოები, რომ იმ მოსამართლეთა რიცხვი ვერ ჰყოფნიდათ, რომლებიც მათ კონტროლქვეშ იყვნენ. ჰყავდათ მონა მოსამართლეების გუნდი , რომლებსაც უნაწილებდნენ მათთვის საინტერესო საქმეებს", ამბობს მჟავანაძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ