სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დაჭრილი მეგობარი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა" - 21 წლის ქართველი მებრძოლის თავგანწირვა
"დაჭრილი მეგობარი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა" - 21 წლის ქართველი მებრძოლის თავგანწირვა

ავ­ღა­ნეთ­ში "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, პირ­ვე­ლი კლა­სის რი­გი­თი, 21 წლის ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ის სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის 43-ე ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და. პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს და­იჭ­რა ამა­ვე ბა­ტა­ლი­ო­ნის სერ­ჟან­ტი პა­ა­ტა როს­ტო­ბა­ი­აც. მის სი­ცო­ცხლეს ამ­ჟა­მად საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბას გერ­მა­ნი­ა­ში აგ­რძე­ლებს.

ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ იმ დროს და­იჭ­რა, რო­დე­საც პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს თავს და­ესხნენ...

გიო, ვა­სილ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი:

- ვასო ჩემი პა­ტა­რა ძმა იყო. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­შიც წვე­თი ბო­რო­ტე­ბა არ იყო. ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლი იყო სი­ტყვის, მე­გობ­რე­ბის, ქვეყ­ნის. ეს რომ ასე იყო, საქ­მი­თაც ხომ და­ამ­ტკი­ცა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნა, მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ზუს­ტად იგი­ვეს იზამ­და, მის ად­გი­ლას... ასე ვართ ჩვენ ყვე­ლა­ნი, ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სია... სულ იცი­ნო­და, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო და მე­გობ­რე­ბი "სმა­ი­ლას" ვე­ძახ­დით. რაგ­ბი სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და და უნდა გე­ნა­ხათ მისი ბედ­ნი­ე­რი სახე, "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" მო­გე­ბი­სას. გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ავი­წყდე­ბო­და, - აუ, გე­ნა­ცა­ვა­ლეთ, რა მა­გა­რი ბი­ჭე­ბი გვყავ­სო! - ამ­ბობ­და. ამი­ტო­მაც ნატ­რობ­და, მათ­თვის ვი­დე­ორ­გო­ლის მი­ძღვნას და პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე გას­ვლის წინ გა­ან­დო ეს მე­გობ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მის გა­რე­შე გა­ვა­კე­თეთ...

- ოჯა­ხი არ ჰყავ­და, ხომ?

- არა... ვერ ჰყავ­და. ვერ მო­ას­წრო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და თუ არა, ეგეც არ ვიცი. კარ­გა ხა­ნია ამ თე­მა­ზე არ გვი­ლა­პა­რა­კია. წარ­მო­შო­ბით ახალ­ცი­ხე­ლი იყო, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა. მი­სი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეო, ამ­ბობ­და...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დაჭრილი მეგობარი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა" - 21 წლის ქართველი მებრძოლის თავგანწირვა

"დაჭრილი მეგობარი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა" - 21 წლის ქართველი მებრძოლის თავგანწირვა

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. პატრულირების დროს დაიჭრა ამავე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაიაც. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

ვასილ ყულჯანიშვილი სასიკვდილოდ იმ დროს დაიჭრა, როდესაც პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ...

გიო, ვასილ ყულჯანიშვილის მეგობარი:

- ვასო ჩემი პატარა ძმა იყო. ადამიანი, რომელშიც წვეთი ბოროტება არ იყო. ბოლომდე ერთგული იყო სიტყვის, მეგობრების, ქვეყნის. ეს რომ ასე იყო, საქმითაც ხომ დაამტკიცა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, მეგობარი, რომელიც ზუსტად იგივეს იზამდა, მის ადგილას... ასე ვართ ჩვენ ყველანი, ეს ჩვენი ცხოვრების წესია... სულ იცინოდა, სულ კარგ ხასიათზე იყო და მეგობრები "სმაილას" ვეძახდით. რაგბი სიგიჟემდე უყვარდა და უნდა გენახათ მისი ბედნიერი სახე, "ბორჯღალოსნების" მოგებისას. გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა, - აუ, გენაცავალეთ, რა მაგარი ბიჭები გვყავსო! - ამბობდა. ამიტომაც ნატრობდა, მათთვის ვიდეორგოლის მიძღვნას და პატრულირებაზე გასვლის წინ გაანდო ეს მეგობრებს. სამწუხაროდ, ეს მის გარეშე გავაკეთეთ...

- ოჯახი არ ჰყავდა, ხომ?

- არა... ვერ ჰყავდა. ვერ მოასწრო. შეყვარებული ჰყავდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. კარგა ხანია ამ თემაზე არ გვილაპარაკია. წარმოშობით ახალციხელი იყო, ძალიან უყვარდა იქაურობა. მისიიდან დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად უნდა წავიდეო, ამბობდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია