მხიარული, ნეტარი, პროფილურად "სვეცკი" და ნანუკასებურად "ჯიგარი" "მედიათავისუფლება"

მხიარული, ნეტარი, პროფილურად "სვეცკი" და ნანუკასებურად "ჯიგარი" "მედიათავისუფლება"

პარადოქსი რომ ბერძნული სიტყვაა და "არაჩვეულებრივს", "მოულოდნელსა" და "უცნაურს" ნიშნავს, საქართველოში ვინ არ იცის, მაგრამ თუ განმარტებით ლექსიკონსაც მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ, რომ პარადოქსი ეს არის აზრი, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება საღ აზრს (ნუ, ახლა აქ აშკარა ტავტოლოგიაა, მაგრამ არ ვიმჩნევთ, ასეა საჭირო). ჩვენი სატელევიზიო დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შემხედვარეს ლექსიკონის ჭეშმარიტებაში დაეჭვების არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ეს კი არა, ზოგჯერ რა ზუსტად იცის ხოლმე ამ დალოცვილმა ორი სიტყვით ყოფის მთელი დრამატიზმისა თუ კომიკურობის "მოხაზვა".

მოკლედ, არავინ იცის, ხვალ როგორი იქნება გვარამიას ლექცია, სამაგიეროდ, გუშინ მთელმა საქართველომ (კიდევ ერთხელ) ნახა, როგორია "რუსთავი 2"-ის სიტყვის, გამოხატვის, გამოხტომის, მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი! კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას უშვრება და რას დაამსგავსა ამ მთავრობამ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, როგორ აიძულებს ეს უგულო, უკულტურო და "წუწკი" ივანიშვილი ჯერ კიდევ გუშინ ომახიანი, "სვეცკურ" თემებსა და პერსონებზე მოჟღურტულე ჟურნალისტ(ებ)ს მიამიტი, ძააან ხალხურისა და ჯიგარი გოგოს როლი ათამაშოს, რაც მთავარია, მის კართან აწკავწკავოს.

ნანუკა ჟორჟოლიანზე ვწერ და არ დამიწყოთ ახლა ჟურნალისტური სოლიდარობა და რამეო. სწორედაც რომ ჟურნალისტური სოლიდარობა მალაპარაკებს ამას: გარდა პირადი სიმპათია-ანტიპათიისა არსებობს ჟურნალისტური ეთიკა, და თუ ამაზე არაფერი გსმენიათ, უბრალოდ ადამიანური ეთიკა გაიხსენეთ. თუმცა, "გაიხსენეთ" ძალიან მკაცრი მოთხოვნაა იმათთვის, ვისაც ეთიკა კი არა, გუშინ რას უმღერდნენ და ხოტბას ასხამდნენ, ისიც კი არ ახსოვთ, ან ახსოვთ, მაგრამ ახლა ამ ხსოვნის უარყოფაა საჭირო, რადგან ასე მოითხოვს დედაპარტია! აბა, სხვანაირად როგორ ახსნი ამბავს ერთი ჟურნალისტისას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ერთ მილიარდერს ნახევარი საქართველოს მამად მოიხსენიებდა, დღეს კი წუწკს ეძახის? ესეც მისი ნებაა, და მისგან არც ის გამიკვირდება, ხვალ ისევ მამად აღიაროს ივანიშვილი, თორემ მე რა მენაღვლება, არც მამად ჩამითვლია ოდესმე და არც მის კართან მისვლის სურვილი მაქვს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია