სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

წარსულში სამჯერ ნასამართლევმა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ