სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ქა­ლაქ მე­ქას­თან მომ­ხდა­რი ჭყლე­ტის შე­დე­გად სულ მცი­რე 150 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 400 და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ჰა­ჯის დროს მოხ­და. [იხი­ლეთ ვი­დეო]

მე­ქას სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე მი­ნას ხე­ო­ბა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორც სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ტვი­ტე­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე იტყო­ბი­ნე­ბა, მი­ნას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ჭყლე­ტის შე­დე­გად სულ მცი­რე 150 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 400-ზე მეტი და­შავ­და.

მუს­ლიმ­თა პი­ლიგ­რი­მო­ბის - ჰა­ჯის დროს, ათა­სო­ბით მორ­წმუ­ნე მი­ნას ხე­ო­ბა­ში ე.წ. "ეშ­მა­კის ჩა­ქოლ­ვის" რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­დის. სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, წელს ჰა­ჯში 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. მე­ქა­ში ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი 11 სექ­ტემ­ბერ­საც მოხ­და. მა­შინ, ამ­წის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად სულ მცი­რე 109 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 400 და­შავ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექაში რელიგიური რიტუალის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა. [იხილეთ ვიდეო]

მექას სიახლოვეს მდებარე მინას ხეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება, მინას ხეობაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა.

მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ჩადის. საუდის არაბეთის მონაცემებით, წელს ჰაჯში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. მექაში ტრაგიკული ინციდენტი 11 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ, ამწის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა