სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან
როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან

2017 წლის მარ­ტში დე­და­ქა­ლაქ­ში ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რის, "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" გახ­სნა იგეგ­მე­ბა. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა ზა­ფხულ­ში გა­ნახ­ლდა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. Ambebi.ge -სა და Palitratv.ge-ს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 51 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ლიფ­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ეშ­ვა.

2.6 კმ. სიგ­რძის გვი­რაბ­ში ამ ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მი­სა და ძვე­ლი ლი­ან­და­გე­ბის დე­მონ­ტა­ჟი. მზად­დე­ბა ტე­რი­ტო­რია სატ­რანსფორ­მა­ტო­რო ქვე­სად­გუ­რის მო­სა­წყო­ბად. ად­გილ­ზე მუ­შა­ობს მძი­მე ტექ­ნი­კა.

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

იხი­ლეთ ვი­დეო

AMBEBI.GE მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ოთარ ჩიკ­ვა­ი­ძეს ესა­უბ­რა.

- გა­ნა­თე­ბა, ფაქ­ტი­უ­რად, მთე­ლი გვი­რა­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მო­წყო­ბი­ლი, ვი­ნა­ი­დან გე­ო­დე­ზი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვენ­ტი­ლა­ციო წერ­ტი­ლე­ბი გვაქვს მო­წყო­ბი­ლი იმ ნა­წილ­ში, სა­დაც უშუ­ა­ლოდ კონ­ტრაქ­ტო­რი მუ­შა­ობს. მო­წყო­ბი­ლია ორი სა­ტუმ­ბი სად­გუ­რი, ჩა­მო­ტა­ნი­ლია ექ­ვსი ახა­ლი ტუმ­ბო, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი წყლი­სა­გან გვი­რა­ბი მთლი­ა­ნად დაგ­ვე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა. ამას­თა­ნა­ვე, კონ­ტრაქ­ტო­რი სხვა­დას­ხვა ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს ეს­კა­ლა­ტო­რე­ბის, გე­ნე­რა­ტო­რე­ბის, სა­ვენ­ტი­ლა­ციო, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის ჩა­მო­სა­ტა­ნად.

- რო­გო­რია მშე­ნებ­ლო­ბის ტემ­პი?

- ჩვენ, რო­გორც დამ­კვე­თი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კონ­ტრაქ­ტო­რის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ტემ­პი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. თუ სა­ჭი­რო გახ­და, კონ­ტრაქ­ტორს აქვს რე­სურ­სი, რომ სა­მუ­შა­ოს ტემ­პი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­დოს, თუმ­ცა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამის გა­კე­თე­ბას სა­ჭი­როდ არ ვთვლით. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი 2017 წლის მარ­ტის თვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამ ეტაპ­ზე, მცი­რე­ო­დე­ნი წინ­სწრე­ბა გვაქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ობი­ექ­ტი უფრო მა­ლეც ჩა­ვა­ბა­როთ. თუმ­ცა მშე­ნებ­ლო­ბაა, გვი­რა­ბია, არ ვი­ცით, რა გა­მოჩ­ნდე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ აღე­ბულ გეგ­მას არ გა­და­ვა­ცი­ლებთ და ობი­ექ­ტი ვა­და­ში ჩა­ბარ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მეტ­როს მე­ო­რე ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბა "დე­ლი­სის" სად­გუ­რი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით 1985 წელს და­ი­წყო და 1993 წელს შე­ჩერ­და. მშე­ნებ­ლო­ბა 1998 წელს გა­ნახ­ლდა და 2000 წლის­თვის "ვაჟა-ფშა­ვე­ლას" სად­გუ­რი გა­იხ­სნა. "ვაჟა-ფშა­ვე­ლას" და "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სად­გუ­რებს შო­რის გვი­რა­ბე­ბი გაყ­ვა­ნი­ლია, მაგ­რამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად "დე­ლის­სა" და "ვაჟა-ფშა­ვე­ლას" მეტ­რო­სად­გუ­რებს შო­რის მე­ო­რე გვი­რა­ბიც ამუ­შავ­დე­ბა, ხოლო დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ 22 მეტ­რო­სად­გურს 23-ე და­ე­მა­ტე­ბა.

ობი­ექ­ტზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეს­პა­ნურ-იტა­ლი­უ­რი ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო "ასიგ­ნია კობ­რა" ახორ­ცი­ე­ლებს. მეტ­რო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტი ეს­პა­ნურ­მა სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია "ევ­როს­ტუ­დი­ამ" მო­ამ­ზა­და.

პრო­ექტს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 83 000 670 ლარს შე­ად­გენს.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან

როგორ შენდება და როდიდან ამოქმედდება მეტრო "უნივერსიტეტი" - ექსკლუზიური რეპორტაჟი 2.6 კმ. სიგრძის გვირაბიდან

2017 წლის მარტში დედაქალაქში ახალი მეტროსადგურის, "უნივერსიტეტის" გახსნა იგეგმება. 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მშენებლობა ზაფხულში განახლდა. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა სამუშაოები. Ambebi.ge -სა და Palitratv.ge-ს გადამღები ჯგუფი ტერიტორიაზე 51 მეტრის სიმაღლიდან ლიფტის მეშვეობით დაეშვა.

2.6 კმ. სიგრძის გვირაბში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარეობს დაზიანებული პლატფორმისა და ძველი ლიანდაგების დემონტაჟი. მზადდება ტერიტორია სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოსაწყობად. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ჩიკვაიძეს ესაუბრა.

- განათება, ფაქტიურად, მთელი გვირაბის ტერიტორიაზეა მოწყობილი, ვინაიდან გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. სავენტილაციო წერტილები გვაქვს მოწყობილი იმ ნაწილში, სადაც უშუალოდ კონტრაქტორი მუშაობს. მოწყობილია ორი სატუმბი სადგური, ჩამოტანილია ექვსი ახალი ტუმბო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი წყლისაგან გვირაბი მთლიანად დაგვესუფთავებინა. ამასთანავე, კონტრაქტორი სხვადასხვა ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ესკალატორების, გენერატორების, სავენტილაციო, სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაციისა და სხვადასხვა ტექნიკის ჩამოსატანად.

- როგორია მშენებლობის ტემპი?

- ჩვენ, როგორც დამკვეთი, მივიჩნევთ, რომ დღეის მდგომარეობით კონტრაქტორის მიერ შემოთავაზებული სამუშაოების ტემპი დამაკმაყოფილებელია. თუ საჭირო გახდა, კონტრაქტორს აქვს რესურსი, რომ სამუშაოს ტემპი საგრძნობლად გაიზარდოს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლით. სამუშაოების დასრულების პერიოდი 2017 წლის მარტის თვით განისაზღვრება. ამ ეტაპზე, მცირეოდენი წინსწრება გვაქვს. შესაძლებელია ობიექტი უფრო მალეც ჩავაბაროთ. თუმცა მშენებლობაა, გვირაბია, არ ვიცით, რა გამოჩნდება. ვფიქრობთ, რომ აღებულ გეგმას არ გადავაცილებთ და ობიექტი ვადაში ჩაბარდება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება "დელისის" სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის "ვაჟა-ფშაველას" სადგური გაიხსნა. "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები დასრულებული არ არის. პროექტის განხორციელების შედეგად "დელისსა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე დაემატება.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო "ასიგნია კობრა" ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია "ევროსტუდიამ" მოამზადა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია