ქუთაისში "ამერიკის დროშიანი ბაბუ" სცემეს

ქუთაისში "ამერიკის დროშიანი ბაბუ" სცემეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომარ მაღლაქველიძეს, იგივე "ამერიკის დროშიან ბაბუს", პრორუსულად განწყობილმა სასულიერო პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, ბალახვანის რკინიგზის სადგურში მოხდა.

შემთხვევას "ფეისბუქზე" გოგა ხაჩიძე და ზაზა ბიბილაშვილი ეხმაურებიან:

"ის ანაფორაში გადაცმული ავაზაკი ხომ არ დაუკავებიათ, გუშინ მოხუცს რომ სცემა ამერიკის დროშის ტარებისთვის? არა? და რეიგანის ძეგლი რომ შეღება, ის ვიგინდარა? არც ის? არადა, ფეისბუქზე გამოდო ფოტოები - ამაყობდა...

და ის ვიღაც ახლადგამოჩეკილი ფაშისტები, უცხოელებს რომ დასდევენ? არც ეგენი? ვაჰ, რა უცნაურია. ალბათ არ იცის იმ ბრძენმა კაცმა, თორემ ამას არ დაუშვებდა - სხვა თუ არაფერი, დასავლეთსკენ მივყავართ, არა?" - წერს ბიბილაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს