ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს

ციხეში წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით მყოფი პირების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს

საერთო სასამართლოებს არ მოეპოვებათ სტატისტიკა, თუ რამდენი ბრალდებული იმყოფება ამ დროისთვის ციხეში წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილ 9-თვიან ვადაზე მეტი ხნით. "ინტერპრესნიუსმა" უზენაესი სასამართლოსგან შესაბამისი საჯარო წერილობით ინფორმაცია გამოითხოვა, საიდან ოფიციალური პასუხი მიიღო:

"სასამართლოებში ცალკე არ აღირიცხება იმ პირების რაოდენობა და ვინაობა, რომლებიც ამ დოისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასწარი პატიმრობისათვის განსაზღვრული 9-თვიანი ვადაზე მეტი ხნით იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოკლებულნი ვართ ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მუშაობა და შეძლებისდაგვარად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად მოგეწოდებათ ინფორმაცია", - ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია