სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
2 ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ზე პოპულარული შოუ "მიმიხვდის" მეოთხე სეზონი იწყება - რა სიახლე ელის მაყურებელს
2 ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ზე პოპულარული შოუ "მიმიხვდის" მეოთხე სეზონი იწყება - რა სიახლე ელის მაყურებელს

თამ­თა ასა­თი­ანს "პა­ლიტ­რა TV"-ზე გა­სარ­თო­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუ "მი­მიხ­ვდი" მიჰ­ყავს. 2 ოქ­ტომ­ბერს მე­ო­თხე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა და ისიც თა­ვის საქ­მეს შე­უდ­გე­ბა. გა­და­ცე­მა "მი­მიხ­ვდი" არ­ხის ის სეგ­მენ­ტია, სა­დაც ბევ­რმა ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა, მსა­ხი­ობ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა თუ სპორ­ტსმენ­მა თა­მაშ-თა­მაშ­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა და ბევ­რსაც გა­უ­მარ­თლა - მო­ი­გეს.

თა­მა­შის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა და სის­ხარ­ტეა, თუმ­ცა ინ­ტე­ლექ­ტის გა­რე­შე ფონს ვე­რა­ვინ გავა. რამ­დე­ნი­მე სე­ზონ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შოუს ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბე­ბი უღე­ბენ ალ­ღოს, გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რი­საც სწო­რედ ისი­ნი ჭარ­ბო­ბენ. ასე რომ, "მი­მიხ­ვდი" ის რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუა, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­დი­ან.

"ამ­ბე­ბი.გე" ახა­ლი სე­ზო­ნის წინ გა­და­ცე­მის უც­ვლელ წამ­ყვანს თამ­თა ასა­თი­ანს გა­ე­სა­უბ­რა.

- გა­და­ცე­მა­ში, რომ­ლის იდე­ის ავ­ტო­რი გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძეა, შექ­მნის წუ­თი­დან ჩა­ვერ­თე. ხომ ვამ­ბობ, მა­ნამ­დე მის და­გეგ­მვა­სა და მომ­ზა­დე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ასე ვთქვათ, ეს შოუ ჩემს თვალ­წინ და­ი­ბა­და და გან­ვი­თარ­და. ცოტა ხან­ში მე­ო­თხე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა და ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ გა­და­ცე­მის მი­მართ მა­ყუ­რებ­ლის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა. უყ­ვართ და სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რე­ბენ შოუს. "ფე­ის­ბუქ­ში" ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვეხ­მა­უ­რე­ბა, გვწე­რენ, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გვი­ზი­ა­რე­ბენ. ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ ბევ­რი წე­რი­ლი მოგ­ვდის რო­გორც ჩვენს გვერ­დზე, ასე­ვე "პა­ლიტ­რა ტვ"-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, რა თქმა უნდა, შოუს ამ­დენ სე­ზონ­ზე არ გა­ვაგ­რძე­ლებ­დით, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მი­დან იმ­დე­ნად დიდი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, "იუ­თუბ­სა" და "პა­ლიტ­რატვ.გე"-ზე იმ­დე­ნი ნახ­ვა ჰქონ­და, რომ მივ­ხვდით, გა­და­ცე­მა ტე­ლე­სივ­რცეს სჭირ­დე­ბო­და.

- პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბის­გან დაღ­ლი­ლია მა­ყუ­რე­ბე­ლი და რო­გორც ჩანს, გან­ტვირ­თვა სჭირ­დე­ბა...

- დიახ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზედ­მე­ტად მძი­მე თე­მე­ბით და­ი­ღა­ლა, არა­და, იმ თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელს პე­რი­ო­დუ­ლად ცოტა გან­ტვირ­თვა და მხი­ა­რუ­ლე­ბაც სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ "მი­მიხ­ვდი", ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. გარ­და ამი­სა, მას­ში მო­ნა­წი­ლე ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა რა­კურ­სით ეც­ნო­ბა. თვალს ადევ­ნებს მათ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას, სის­ხარ­ტეს, ინ­ტე­ლექტს, სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას ა.შ.

- ისე, ამ გა­და­ცე­მა­ში სის­წრა­ფე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მგო­ნი, ინ­ტე­ლექ­ტიც სა­ჭი­როა...

- კი, ინ­ტე­ლექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გა­სარ­თო­ბი, მსუ­ბუ­ქი, სა­ხა­ლი­სო, თით­ქოს მარ­ტი­ვი თა­მა­შია, მაგ­რამ ინ­ტე­ლექტს არ გა­მო­რი­ცხავს. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პი­რა­დად მე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი. რა თქმა უნდა, არ და­ვა­სა­ხე­ლებ მო­თა­მა­შე­ებს და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა­გან მეტს ვე­ლო­დი და ცოტა იმე­დე­ბი გა­მიც­რუვ­და... თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, "მი­მიხ­ვდი" არის გა­და­ცე­მა, რო­მელ­ზეც ერ­თო­ბა ერ­თნა­ი­რად - მა­ყუ­რე­ბე­ლი, ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და თა­ვად ყვე­ლა მო­თა­მა­შე. მი­ხა­რია, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­პა­ტი­ჟებ­ლად დიდი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, რა შო­უ­ში ვიწ­ვევთ, იცი­ან და ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლით გვთან­ხმდე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ობს.

- ახალ სე­ზონ­ზე რა ელის მა­ყუ­რე­ბელს?

- პრინ­ცი­პი რჩე­ბა იგი­ვე, - ცნო­ბილ სა­ხე­ებს ისევ მო­ვიწ­ვევთ და სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემთ, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოს­ცა­დონ და ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯონ. თუმ­ცა შო­უ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­ის ფაქ­ტო­რი, წამ­ზომ­მა შე­იძ­ლე­ბა და­აბ­ნი­ოს კონ­კურ­სან­ტე­ბი, ბევ­რი რამ ვერ ახ­სნან და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. თან, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც მოქ­მე­დებს...

მოკ­ლედ, ახა­ლი სე­ზო­ნი 2 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის გარ­კვე­უ­ლი სი­ურპრი­ზიც გვაქვს: შოუ არა სამი, არა­მედ 4 ტუ­რის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი, თუმ­ცა სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ იმას, რა და­ვა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ მო­ნა­წი­ლე­ებს მე­ო­თხე ტურ­ში. ვი­ტყვი იმას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის კეთ­დე­ბა, რომ მას კი­დევ მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­როს და და­ინ­ტე­რეს­დეს. მოკ­ლედ, მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ვე­ლო­დე­ბით. რაც მთა­ვა­რია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წყვი­ლი "პა­ლიტ­რა ტვ"-სგან და ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან უცხო­ეთ­ში და­უ­ვი­წყა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბა.

- სამი სე­ზო­ნის მა­გა­ლით­ზე, რო­გორც წამ­ყვა­ნი, რას მიხ­ვდი?

- სამ­მა სე­ზონ­მა და­მა­ნა­ხა, რომ მთა­ვა­რია სის­ხარ­ტე, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, მიხ­ვედ­რი­ლო­ბა და ამ ყვე­ლაფ­რით ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლო­ვა­ნე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ფი­ნალ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი იგე­ბენ. თუმ­ცა ვნა­ხოთ, ამ სე­ზონ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს. წელს გვინ­და, რომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა სპორ­ტსმე­ნებ­საც მი­ვაქ­ცი­ოთ, კა­ლათ­ბურ­თე­ლებს, მო­რაგ­ბე­ებს. აი, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს, ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტეთ, მო­ვიყ­ვა­ნოთ თუ არა, სულ ვფიქ­რობთ, მათ მოწ­ვე­ვას და სა­ბო­ლო­ოდ ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით.

მოკ­ლედ, ვე­ლო­დე­ბით 2 ოქ­ტომ­ბერს და იმას, ახა­ლი შოუ თუ რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

2 ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ზე პოპულარული შოუ "მიმიხვდის" მეოთხე სეზონი იწყება - რა სიახლე ელის მაყურებელს

2 ოქტომბრიდან "პალიტრა TV"-ზე პოპულარული შოუ "მიმიხვდის" მეოთხე სეზონი იწყება - რა სიახლე ელის მაყურებელს

თამთა ასათიანს "პალიტრა TV"-ზე გასართობი და პოპულარული შოუ "მიმიხვდი" მიჰყავს. 2 ოქტომბერს მეოთხე სეზონი დაიწყება და ისიც თავის საქმეს შეუდგება. გადაცემა "მიმიხვდი" არხის ის სეგმენტია, სადაც ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა, მსახიობმა, ჟურნალისტმა თუ სპორტსმენმა თამაშ-თამაშში საკუთარი ძალები მოსინჯა და ბევრსაც გაუმართლა - მოიგეს.

თამაშის მთავარი პრინციპი მოხერხებულობა და სისხარტეა, თუმცა ინტელექტის გარეშე ფონს ვერავინ გავა. რამდენიმე სეზონმა აჩვენა, რომ შოუს ყველაზე მეტად მსახიობები უღებენ ალღოს, გამარჯვებულთა შორისაც სწორედ ისინი ჭარბობენ. ასე რომ, "მიმიხვდი" ის რეიტინგული შოუა, რომელშიც ცნობილი ადამიანები სიამოვნებით მოდიან.

"ამბები.გე" ახალი სეზონის წინ გადაცემის უცვლელ წამყვანს თამთა ასათიანს გაესაუბრა.

- გადაცემაში, რომლის იდეის ავტორი გიორგი კაკაბაძეა, შექმნის წუთიდან ჩავერთე. ხომ ვამბობ, მანამდე მის დაგეგმვასა და მომზადებაში ვმონაწილეობდი, ასე ვთქვათ, ეს შოუ ჩემს თვალწინ დაიბადა და განვითარდა. ცოტა ხანში მეოთხე სეზონი დაიწყება და ამის მიზეზი ის არის, რომ გადაცემის მიმართ მაყურებლის დიდი დაინტერესებაა. უყვართ და სიამოვნებით უყურებენ შოუს. "ფეისბუქში" ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვეხმაურება, გვწერენ, საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ. ყოველი გადაცემის შემდეგ ბევრი წერილი მოგვდის როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე "პალიტრა ტვ"-ის ოფიციალურ გვერდზე. ასე რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, შოუს ამდენ სეზონზე არ გავაგრძელებდით, მაგრამ პირველივე გადაცემიდან იმდენად დიდი იყო ადამიანების დაინტერესება, "იუთუბსა" და "პალიტრატვ.გე"-ზე იმდენი ნახვა ჰქონდა, რომ მივხვდით, გადაცემა ტელესივრცეს სჭირდებოდა.

- პოლიტიკური თოქ-შოუებისგან დაღლილია მაყურებელი და როგორც ჩანს, განტვირთვა სჭირდება...

- დიახ, საზოგადოება, ზედმეტად მძიმე თემებით დაიღალა, არადა, იმ თემების გაშუქებაც აუცილებელია, მაგრამ მაყურებელს პერიოდულად ცოტა განტვირთვა და მხიარულებაც სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ "მიმიხვდი", ამის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, მასში მონაწილე ცნობილ ადამიანებს მაყურებელი სხვა რაკურსით ეცნობა. თვალს ადევნებს მათ მოხერხებულობას, სისხარტეს, ინტელექტს, სამსახიობო ოსტატობას ა.შ.

- ისე, ამ გადაცემაში სისწრაფე აუცილებელია, მაგრამ მგონი, ინტელექტიც საჭიროა...

- კი, ინტელექტი მნიშვნელოვანია. გასართობი, მსუბუქი, სახალისო, თითქოს მარტივი თამაშია, მაგრამ ინტელექტს არ გამორიცხავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იყო შემთხვევები, როცა პირადად მე გაკვირვებული დავრჩი. რა თქმა უნდა, არ დავასახელებ მოთამაშეებს და ადამიანებს, რომელთაგან მეტს ველოდი და ცოტა იმედები გამიცრუვდა... თუმცა საბოლოო ჯამში, "მიმიხვდი" არის გადაცემა, რომელზეც ერთობა ერთნაირად - მაყურებელი, ჩვენი გადამღები ჯგუფი და თავად ყველა მოთამაშე. მიხარია, რომ ცნობილი ადამიანების დასაპატიჟებლად დიდი ახსნა-განმარტება არ გვჭირდება, რა შოუში ვიწვევთ, იციან და ყველა სიხარულით გვთანხმდება და მონაწილეობს.

- ახალ სეზონზე რა ელის მაყურებელს?

- პრინციპი რჩება იგივე, - ცნობილ სახეებს ისევ მოვიწვევთ და საშუალებას მივცემთ, საკუთარი თავი გამოსცადონ და ძალები მოსინჯონ. თუმცა შოუში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, წამზომმა შეიძლება დააბნიოს კონკურსანტები, ბევრი რამ ვერ ახსნან და ამაში გასაკვირი არაფერია. თან,  ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს...

მოკლედ, ახალი სეზონი 2 ოქტომბერს დაიწყება და მაყურებლისთვის გარკვეული სიურპრიზიც გვაქვს: შოუ არა სამი, არამედ 4 ტურისგან იქნება შემდგარი, თუმცა საიდუმლოდ დავტოვებ იმას, რა დავალება მიეცემათ მონაწილეებს მეოთხე ტურში. ვიტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი მრავალფეროვნებისთვის კეთდება, რომ მას კიდევ მეტმა ადამიანმა უყუროს და დაინტერესდეს. მოკლედ, მაყურებლის მხრიდან მეტ დაინტერესებას ველოდებით. რაც მთავარია, გამარჯვებული წყვილი "პალიტრა ტვ"-სგან და ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან უცხოეთში დაუვიწყარი მოგზაურობით დაჯილდოვდება.

- სამი სეზონის მაგალითზე, როგორც წამყვანი, რას მიხვდი?

- სამმა სეზონმა დამანახა, რომ მთავარია სისხარტე, მოხერხებულობა, მიხვედრილობა და ამ ყველაფრით ყველაზე მეტად ხელოვანები და განსაკუთრებით მსახიობები გამოირჩევიან. ფინალსაც მსახიობები იგებენ. თუმცა ვნახოთ, ამ სეზონმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. წელს გვინდა, რომ დიდი ყურადღება სპორტსმენებსაც მივაქციოთ, კალათბურთელებს, მორაგბეებს. აი, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, მოვიყვანოთ თუ არა, სულ ვფიქრობთ, მათ მოწვევას და საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდით.

მოკლედ, ველოდებით 2 ოქტომბერს და იმას, ახალი შოუ თუ როგორ მოეწონება მაყურებელს.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია