"მის იტალია 2015"-ის გამარჯვებულმა განცხადების გამო საზოგადოების რისხვა გამოიწვია

"მის იტალია 2015"-ის გამარჯვებულმა განცხადების გამო საზოგადოების რისხვა გამოიწვია

20 სექტემბერს "მის იტალია 2015"-ის დროს, კონკურსანტმა ალიჩე საბატინიმ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. [იხილეთ ვიდეო]

ფინალის დროს ჟიურის ერთ-ერთი წევრის კითხვაზე, რომელ ეპოქაში ისურვებდა ცხოვრებას, ლამაზმანმა უპასუხა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრებას ისურვებდა. "ვისურვებდი 1942 წელს მეცხოვრა, რომ მეორე მსოფლიო ომი საკუთარი თვალით მენახა. ბევრ წიგნშია ამის შესახებ მოთხრობილი, მაგრამ ვისურვებდი ეს ემოციები რეალურად განმეცადა. ჯარში მაინც არ გამიწვევდნენ, მე ხომ ქალი ვარ" - თქვა გოგონამ.

ბევრმა იტალიელმა საბატინის პასუხი შეურაცხმყოფელად ჩათვალა ქალებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ და დაიღუპნენ. თუმცა, როგორც ჩანს ალიჩეს პასუხმა მისი სილამაზე ვერ დაჩრდილა, რადგან გამარჯვებულად სწორედ ის გამოცხადდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა