კოდიანის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

კოდიანის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. შს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის სახანძროს თანამშრომლები. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. თბილისიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.

"ორი დღე და ღამეა მუშაობენ ხანძრის ჩასაქრობად. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება", - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანი ანდრონიკაშვილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კოდიანის ტყეში დაახლოებით 5 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა