სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მრევლს მთელი ღამე ექნება საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს" - რა ხდება მახათას მთაზე
"მრევლს მთელი ღამე ექნება საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს" - რა ხდება მახათას მთაზე

19:00 სა­ათ­ზე მა­ხ­ა­თას მთა­ზე პატ­რი­არ­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ტაძ­რის გუმ­ბა­თის ჯვრის კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნია და­ი­წყო.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ფონდ "იავ­ნა­ნას" ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კურ­თხე­ვის შემ­დეგ მსურ­ვე­ლებს ჯვრის მო­ლოც­ვა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ხოლო 21 სექ­ტემ­ბერს, ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღეს, 12:00 სა­ათ­ზე ჯვა­რი მა­ხ­ა­თას ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის გუმ­ბათ­ზე აღი­მარ­თე­ბა.

"დღეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია. მა­ხ­ა­თას მთა­ზე ამობ­რძან­დე­ბა უწ­მინ­დე­სი და აკურ­თხებს ჯვარს. მთე­ლი ღამე ექ­ნე­ბა მრევლს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ვი­დეს და ჯვარს ემ­თხვი­ოს. ხვალ წირ­ვას მე­უ­ფე გრი­გო­ლი ჩა­ა­ტა­რებს დი­ლით, შემ­დეგ კი ჯვა­რი გუმ­ბათ­ზე აბ­რძან­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ძა­რი აშენ­დე­ბა და პატ­რი­არ­ქს სა­ჩუქ­რად მისი აღ­საყ­დრე­ბის 40 წლის­თავ­ზე, 2017 წლის 25 დე­კემ­ბერს გა­და­ე­ცე­მა.

მა­ხ­ა­თას მთა­ზე, ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასე­ვე სპე­ცტექ­ნი­კა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ხვალ, 12:00 სა­ათ­ზე ჯვრის აღ­მარ­თვა მოხ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მრევლს მთელი ღამე ექნება საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს" - რა ხდება მახათას მთაზე

"მრევლს მთელი ღამე ექნება საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს" - რა ხდება მახათას მთაზე

19:00 საათზე მახათას მთაზე პატრიარქის ხელმძღვანელობით ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა, კურთხევის შემდეგ მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ. ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება.

"დღეს ისტორიული მომენტია. მახათას მთაზე ამობრძანდება უწმინდესი და აკურთხებს ჯვარს. მთელი ღამე ექნება მრევლს საშუალება, მოვიდეს და ჯვარს ემთხვიოს. ხვალ წირვას მეუფე გრიგოლი ჩაატარებს დილით, შემდეგ კი ჯვარი გუმბათზე აბრძანდება", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტაძარი აშენდება და პატრიარქს საჩუქრად მისი აღსაყდრების 40 წლისთავზე, 2017 წლის 25 დეკემბერს გადაეცემა.

მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ასევე სპეცტექნიკა, რომლის საშუალებით ხვალ, 12:00 საათზე ჯვრის აღმართვა მოხდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია