თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია თბილისის ყოფილ მერს გათავისუფლებას "ფეისბუქით" ულოცავს.
"ვულოცავ გიგის - უკანონო პოლიტპატიმარს გათავისუფლებას! ვუსურვებ წარმატებებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში. მანამდე კი მთავარია ამ უნამუსო ხელისუფლებამ ისევ უკანონოდ და უსამართლოდ არ დაიჭიროს და ისევ არ დაატყვევოს.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ეს ფაქტი უკვე სწორედ რომ მათი დასასრულის მკაფიო დასაწყისია", - წერს ახალაია.